კანონი დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ისტორიულ სწრაფვას - ამირან გამყრელიძე რუსულ კანონზე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ე.წ „გამჭვირვალობის კანონი“ საქართველოს ევროპული მომავლისგან აშორებს.
ამირან გამყრელიძე საქართველოში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“ეს დღეები აქტიურად მეკითხებიან ჩემს მოსაზრებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და “ქართული ოცნების” მიერ ორი მოსმენით მიღებულ ე.წ. გამჭვირვალობის კანონზე.

დიდმა ქართველმა თქვა - „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის...“, ამიტომ მოკლედ შევეცდები ჩემი შეხედულება გამოვხატო:

1. გავიმეორებ იგივეს, რაც შარშან მარტში განვაცხადე ჟურნალისტებთან - ეს კანონი დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ისტორიულ სწრაფვას, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევრო-ატლანტიკური სივრცის წევრი, ე.ი შევიდეთ ევროკავშირში (ამასთან, შარშანდელთან განსხვავებით დღეს უკვე კანდიდატის სტატუსი გვაქვს) და გვიცავდეს ნატოს ფარი. ამიტომ დარწმუნებით ვთქვი შარშან რომ საქართველოს პარლამენტი ამ კანონს არ მიიღებდა და ასეც მოხდა. მოსახლეობის აქტივობის და პროტესტის შემდეგ კანონი ჩავარდა (გაიწვიეს უკან).

2. იგივე აზრზე ვარ წელსაც. კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან. ამის წინააღმდეგია მოსახლეობის უმრავლესობა, გვირჩევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები - აშშ, ევროკავშირი, ბრიტანეთი, ყველა მეგობარი, კეთილის მსურველი და პარტნიორი, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დამოუკიდებელი საქართველოს ფეხზე დადგომასა და განვითარებაში უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში. ამ ფორმულირებით კანონის მიღება მხარდაჭერილია მხოლოდ რუსეთის მიერ, რომელსაც ამავე დროს, ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20% და მიზანში ვყავართ ამოღებული, რომ დაგვაბრუნოს თავისი გავლენის ქვეშ. ამიტომაც დარწმუნებული ვარ ისევ, რომ კანონს საბოლოოდ არ მისცემს მწვანე შუქს ჩვენი ქვეყნის პარლამენტი სადაც ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, პატივს ვცემ და მჯერა მათი მრწამსის. და თუ ამ ფორმით მაინც დამტკიცდება, საქართველოს მოსახლება მას არ მიიღებს და არ აღასრულებს.

თუ ვინმეს ეს არ სჯერა, მაშინ სასურველია დაინიშნოს რეფერენდუმი. ჩვენ რეფერენდუმების საფუძველზე ვაღიარეთ დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი, ამიტომ ისევ რეფერუნდუმით განვამტკიცოთ უმრავლესობის ნება და უარი ვუთხრათ კანონს, რომელიც გვაბრუნებს უკან, საბჭოთა კავშირში და უფრო მეტად გვაახლოებს რუსეთთან.

3. კარგად გავითავისოთ, რომ მამებისა და შვილების ბრძოლაში ყოველთვის შვილები იმარჯვებენ და ასეც უნდა იყოს, ისე განვითარება ვერ იქნება, ბუნების კანონია, „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა“. დღეს მიმდინარე პროცესს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ჩვენი შვილები და შვილიშვილები, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ, ქვეყნის მომავალი თაობა მართავს და მათ უნდა გაიმარჯვონ ისე, როგორც 1978 წ. 14 აპრილს, 1989 წ. 9 აპრილს და შემდგომში მრავალგზის. ნუ დავუპირისპირდებით მათ, ნუ აღვმართავთ მათზე ხელს, პირიქით მამების გამოცდილება და ახალგაზრდების ენერგია კარგ განათლებასთან ერთად არის ამ ქვეყნის სწორი განვითარების საფუძველი. კანონის ავტორებო და ხელმომწერებო, გთხოვთ გავითავისოთ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის, ჩვენი ნამდვილი მეგობრებისა და პარტნიორების რჩევები და საქართველოს განვითარების ამ გზაჯვარედინზე ნუ გადავაყოლებთ ქვეყნის მომავალს ამ ქაღალზე ხელმოწერას და სიჯიუტეს. უკანდახევა არ გახლავთ ყოველთვის სისუსტის ნიშანი, პირიქით ხშირად სიბრძნის, შორსმჭვრეტელობისა და სწორი სტრატეგიული ხედვის გამოხატულებაა!

მშვიდობიანი და ბედიერი აღდგომა საქართველოს!!! განვითარება და წინსვლა ჩვენს ქვეყანას!!!” -წერს ამირან გამყრელიძე.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების
მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების
მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84
მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14.05.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს
თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების
გათავისუფლებაც.
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14.05.2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა
ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ
ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა
დაგეგმილი.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13.05.2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი
საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი
დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში
დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13.05.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 19 °C
img
საგარეჯო 11 / 17 °C
img
დ.წყარო 10 / 16 °C
img
სიღნაღი 13 / 21 °C
img
ლაგოდეხი 11 / 18 °C
img
ყვარელი 12 / 19 °C
img
თელავი 12 / 18 °C
img
ახმეტა 11 / 18 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.