რუსული კანონით იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება პერსონალური ინფორმაციის წარდგენა ფიზიკურ პირებსაც მოსთხოვოს
საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონის იმაზე ხისტი ვერსია მიიღო, ვიდრე მისი პირვანდელი ვარიანტი იყო. კანონში ჩამატებულია მუხლები, რომლებიც ფიზიკურ პირებსაც შეეხება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ქურდოვანიძემ “ინტერპრესნიუსთან” ისაუბრა. მისი თქმით, ყველაზე საგანგაშოა ის, რომ ეს არის მალულად ჩამატებული მუხლები და მასზე კომიტეტის ფარგლებში მსჯელობა არც ყოფილა. ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, თუ როგორ შეიძლება კანონი ხელისუფლებამ თანდათან დაამძიმოს და შეახოს ყველას, ვინც განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებს.

როგორც ქურდოვანიძე განმარტავს, კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტში ასახული ცვლილების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირს პერსონალური ინფორმაციის წარდგენა მოსთხოვოს და მისი წარუდგენლობისთვის 5 000 ლარით დააჯარიმოს.

ქურდოვანიძის თქმით, კანონპროექტის საბოლოო ვარიანტში დამატებულია მუხლი, რომლის თანახმად, დაკისრებული ჯარიმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება ჯარიმების გადახდას არ აჩერებს.

როგორც საია-ს ხელმძღვანელი აცხადებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ უკანონოდ დაჯარიმებული პირი სასამართლოში საჩივარს შეიტანს, ვალდებული ხდება, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯარიმა მაინც გადაიხადოს, რაც სასამართლოში დავას აზრს უკარგავს.

“ჩვენ ეს ცვლილება ახლა ვნახეთ, რაც სრულიად მოულოდნელი იყო. ჩვენ საკომიტეტო განხილვებში ვმონაწილეობდით როგორც პირველი, ასევე მეორე მოსმენით განხილვის დროს. კომიტეტის სხდომებზე აღნიშნულ საკითხზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. კანონპროექტის ჩასწორებული ვარიანტი არც მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვაზე ყოფილა წარმოდგენილი - კომიტეტის სხდომაზე ამაზე საუბარი არ იყო!

მას შემდეგ, რაც ეს ცვლილება აღმოვაჩინეთ, ვნახეთ პლენარული სხდომის ჩანაწერი მეორე მოსმენით განხილვისას - როგორც ჩანს, მეორე მოსმენისას, პლენარულ სხდომაზე ჩასწორებული ვერსია წარადგინეს, რადგან პროექტის სესიაზე წარდგენისას წარმდგენი ამბობს, რომ ამგვარი ცვლილებები არის ასახული.

ეს შოკისმომგვრელია, რადგან ასეთ ცვლილებებზე საკომიტეტო განხილვის ფარგლებში საუბარი საერთოდ არ ყოფილა - “ქართული ოცნების“ არც ერთ დეპუტატს ამაზე არაფერი არ უთქვამს.
ეს ჩანაწერები კიდევ უფრო აუარესებს და ამძიმებს კანონპროექტს, რადგან არამხოლოდ იურიდიული, არამედ ფიზიკური პირების პასუხისმგებლობასაც ადგენს.

ფრაზას რასაც პლენარულ სხდომაზე პროექტის წარმდგენი ამბობს, ვერავინ მიაქცევდა ყურადღებას, რადგან მოლოდინი იმისა, რომ პროექტი ჩასწორდებოდა, არავის ჰქონდა, კომიტეტის სხდომაზე "ქართულ ოცნებას" არ უთქვამს, რომ ის რაიმეს შეცვლას აპირებდა.

საბოლოო მოსმენით მიღებული კანონპროექტი უკვე ეხება ფიზიკურ პირებს“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

საია-ს ხელმძღვანელის შეფასებით, კანონპროექტში გაკეთებული დამამძიმებელი ჩანაწერები კიდევ უფრო მეტად ქმნის ისეთ რეალობას, რომ პერსონალური მონაცემების დაცვას ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

“ის, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კანონპროექტზე ამ დრომდე შეფასება და განცხადება არ გაუკეთებია, ეს კიდევ ერთი საგანგაშო რამ არის, რადგან ეს ინსტიტუტი თავისი მანდატით არის დამოუკიდებელი. პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებაზე მისი ვალდებულებაა პოზიცია ჰქონდეს“, - აღნიშნა ქურდოვაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკითხი რადიკალური ოპოზიციის მორიგი სპეკულაციაა.

“ კანონპროექტის ჯერ კიდევ დაინიცირებულ ვერსიაშივე ეწერა, რომ იუსტიციის სამინისტროს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია კონკრეტული ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების დადგენის მიზნით.

მე-2 მოსმენის დროს, პლენარულ სხდომაზე, სადაც ეს რადიკალებიც სრულად იყვნენ წარმოდგენილნი, მე-9 მუხლში დაზუსტდა შემდეგი:

ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ორგანიზაციის შემოსავლების/ხარჯების დადგენის მიზნით არის შესაძლებელი ასეთი ინფორმაციის გამოთხოვა და არა ზოგადად, როგორც რადიკალები ამბობენ, თითქოს ფიზიკური პირის მიერ ფინანსური დეკლარაციის შევსებისა და მისი დარეგისტრირების მიზნით,” - წერს ანრი ოხანაშვილი ფეისბუქ-გვერდზე. 





აღსანიშნავია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ელექტრონული ვერსია პარლამენტის ვებ-გვერდზე ამ დროისთვის მიუწვდომელია.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს ახალი თაობის საყვარელ
ობიექტებში მუდმივი შეთავაზებები დაემატა.
თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებს ახალი თაობის საყვარელ ობიექტებში მუდმივი შეთავაზებები დაემატა.
14:07 / 31.05.2024
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 1 ივნისს, გურჯაანში,
სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებაა დაგეგმილი. როგორც მუნიციპალიტეტის
მერიაში განმარტავენ, გასართობი ღონისძიებები გურჯაანის ცენტრალურ
პარკში 12 საათიდან დაიწყება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, 1 ივნისს, გურჯაანში, სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებაა დაგეგმილი. როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, გასართობი ღონისძიებები გურჯაანის ცენტრალურ პარკში 12 საათიდან დაიწყება.
16:19 / 30.05.2024
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო
სასამართლოს მიმართავენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30.05.2024
ქალაქ გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი უკვე
ცნობილია, თუმცა, ის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტებისგან
განსხვავებულია და 4-ის ნაცვლად, 3 მარშრუტია განსაზღვრული.
ქალაქ გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი უკვე ცნობილია, თუმცა, ის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტებისგან განსხვავებულია და 4-ის ნაცვლად, 3 მარშრუტია განსაზღვრული.
15:47 / 28.05.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
დღეს, 14 მაისს, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებს, სტუდენტების მასშტაბური გაფიცვისა თუ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მოწოდებებისა და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონი მესამე, საბოლოო მოსმენით დაამტკიცეს. 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ასეთია კენჭისყრის შედეგები.
20:21 / 14-05-2024
რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულ სტუდენტებს თბილისში. მათი მოთხოვნაა დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებაც.
13:39 / 14-05-2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.
21:43 / 13-05-2024
დღეს, 13 მაისს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის ფონზე, რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. დღევანდელი საკომიტეტო სხდომა რეკორდულად მოკლე დროში დასრულდა, ის დაახლოებით, 1 წუთსა და 7 წამს გაგრძელდა.
13:04 / 13-05-2024
თბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო ევროპული მარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
22:27 / 11-05-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 17 / 29 °C
img
საგარეჯო 17 / 27 °C
img
დ.წყარო 15 / 24 °C
img
სიღნაღი 17 / 30 °C
img
ლაგოდეხი 16 / 25 °C
img
ყვარელი 17 / 29 °C
img
თელავი 17 / 28 °C
img
ახმეტა 16 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.