ბიძინა ივანიშვილს სასწორზე 2 მილიარდი დოლარი უდევს, ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი - ირაკლი კობახიძე განმარტავს, რატომ უთხრა შეხვედრაზე უარი ივანიშვილმა ო’ბრაიენს
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა უარი განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე. ო’ბრაიენის ვიზიტი თბილისში ხვალ, 14 მაისსაა დაგეგმილი.

ოლიგარქის გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს „არ აინტერესებს“ და „არასერიოზულად უყურებს“ სანქციების საკითხს.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს სასწორზე კუთვნილი 2 მილიარდი დოლარი უდევს, რომელიც მან დასავლეთს მიანდო, მაგრამ „გლობალური ომის პარტიამ“ გამოიყენა. შესაბამისად, დასძინა კობახიძემ, მას და ქართული ოცნების სხვა წარმომადგენლებს არაფერი აქვთ დასაკარგი და მათ სანქციებით ვერ შეაშინებენ.

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო [ჯიმ ო'ბრაიენის მხრიდან] თხოვნა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე, რასაც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა. ამას ჰქონდა თავისი ახსნა-განმარტება.

გარდა ამისა, იყო შემთხვევები გასული თვეების განმავლობაში, როცა უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრაზე. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია, რადგან მე მიწევდა შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე.

ყველა შემთხვევაში უარი მიზეზი ერთი და იგივეა: ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შეხვედრა შეიძლება, შედგეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობილია, რომ ჯიმ ო’ობრაიენს ხვალ მხოლოდ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი შეხვდებიან.

იმის მიუხედავად, რომ ვრცელდება ინფორმაცია ო’ბრაიენის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის წარსადგენი სანქციების პაკეტის შესაძლო გადაცემის შესახებ, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე ო’ბრაიენი ძირითადად სამი ძირითადი საკითხით ჩამოვა - ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები.

„მე მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ო ბრაიანი ჩამოვა ძირითადად სამი თემით - ეს არის ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



შეგახსენებთ, რომ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებისა და სტუდენტთა მასობრივი გაფიცვის მიუხედავად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს დღეს, 13 მაისს, მესამე მოსმენით მხარი რეკორდულად მოკლე დროში, 1 წუთსა და 7 წამში დაუჭირა.

პროტესტის ფონზე ჩაივლის რუსული კანონის განხილვა პლენარულ სხდომაზე ხვალაც, 14 მაისს.

საპროტესტო აქციები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებშიც გრძელდება.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო
სასამართლოს მიმართავენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30.05.2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს
კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და
მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი
არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28.05.2024
საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონის იმაზე ხისტი ვერსია მიიღო,
ვიდრე მისი პირვანდელი ვარიანტი იყო. კანონში ჩამატებულია მუხლები,
რომლებიც ფიზიკურ პირებსაც შეეხება.
საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონის იმაზე ხისტი ვერსია მიიღო, ვიდრე მისი პირვანდელი ვარიანტი იყო. კანონში ჩამატებულია მუხლები, რომლებიც ფიზიკურ პირებსაც შეეხება.
20:22 / 17.05.2024
USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი საქართველოს მთავრობას
მოუწოდებს, ძალისხმევა იმ ინიციატივებისკენ მიმართოს, რომლებიც
ქართველი ხალხის ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს აკმაყოფილებს.
USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ძალისხმევა იმ ინიციატივებისკენ მიმართოს, რომლებიც ქართველი ხალხის ყველაზე აუცილებელ საჭიროებებს აკმაყოფილებს.
15:26 / 15.05.2024
სამართალი
კაცი, რომელიც გუშინდელ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელებმა წააქციეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დიმიტრი ბერიძეა.
13:29 / 17-04-2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, საპროტესტო აქციის, „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ 14 მონაწილეა დაკავებული.
00:24 / 16-04-2024
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო მუხლების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
15:45 / 30-05-2024
“ცოდნის კაფე” ავრცელებს მიმართვას, რომლითაც კახელები დეპუტატებს კახეთიდან - დავით სონღულაშვილსა და ირაკლი ქადაგიშვილს მიმართავენ და მოუწოდებენ, “გამოიყენონ კახელების მიერ მონიჭებული მანდატი და მხარი არ დაუჭირონ ქვეყნის გარუსების გზას”.
13:05 / 28-05-2024
2015 წელს ქართული ინვესტიციის შედეგად დაარსდა კომპანია „ქართული მილი“.
13:56 / 27-05-2024
ახალი თაობისთვის შექმნილი აპლიკაციით hi app-ით, მოსწავლეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები.
19:59 / 23-05-2024
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები ცნობილია. თიბისისმხარდაჭერით, ალტე უნივერსიტეტისა და „ტექდრო”-ს ორგანიზებით, გლობალური პროექტი TechnovationGirls საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება.
11:52 / 22-05-2024
მინი ფეხბურთში სასკოლო ლიგის რეგიონული თამაშები დაიწყო, რომელსაც კახეთში გურჯაანი მასპინძლობს. ჩემპიონატში კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები მონაწილეობენ.
14:34 / 21-05-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 22 / 34 °C
img
საგარეჯო 21 / 32 °C
img
დ.წყარო 20 / 29 °C
img
სიღნაღი 22 / 35 °C
img
ლაგოდეხი 21 / 31 °C
img
ყვარელი 22 / 34 °C
img
თელავი 21 / 32 °C
img
ახმეტა 20 / 32 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2024 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.