ეკონომიკა
ქვევრის ღვინო ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე RAW
ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები 17-18 მაისს, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW” (The Artisan Wine Fair London) იღებენ მონაწილეობას. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეგერონი (საფრანგეთი). ორდღიანი გამოფენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150-მდე ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებელ კომპანიას მასპინძლობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობენ შემდეგი ქვევრის ღვინის მწარმოებელები: „ნიკა ბახია“, „გოცას ღვინო“, „პეტრიაანთ მარანი“, „ჯაყელის ღვინო“, „თელედა“, „ნაოტრები“, „თემი“, „ტყუპების მარანი“, „საწნახელი“, სულ გამოფენაზე წარმოდგენილია 28 სახეობის წითელი, ვარდისფერი და თეთრი ღვინოები. გამოფენის გახსნას დაესწრო საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში რევაზ გაჩეჩილაძე. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენის პირველი დღე დაეთმო ღვინის პროფესიონალებს, ხოლო 18 მაისს ღონისძიება ღიაა ყველა დაინეტერესებულისთვის. "ისევე როგორც გასულ წლებში, ქართულმა ღვინომ წელსაც გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. გამოფენის ფარგლებში მოეწყო სპეციალური გათამაშება, რომელიც ორი იმპორტიორი კომპანიის წარმოამდგენლებს შესაძლებლობას აძლევს შემოდგომაზე, რთველის პერიოდში ღვინის ტურით ეწვიონ საქართველოს". სააგენტოს ცნობითვე, საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, მოხდეს პოტენციური იმპორტიორების მოძიება, ქვევრის ღვინის ფართო მასშტაბით წარმოჩენა და გაცნობა საერთაშორისო ცნობადობის მქონე მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული
გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის
შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ენერგეტიკული გაერთიანების (Energy Community) სამდივნოს დირექტორ არტურ ლორკოვსკის შეხვდა.
19:16 / 17.11.2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების
ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით
გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26.09.2023
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის
საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“
პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ
რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს.
ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში
ჩატარდება.
ბიზნესასოციაცია “ქალები მომავლისთვის”, “კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრთან”, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან” (EBRD) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქალები ბიზნესში“ პროგრამის ფარგლებში და Visa-სთან პარტნიორობით საქართველოს სამ რეგიონში - კახეთი, სამეგრელო, აჭარა - ფორუმებს გამართავს. ღონისძიებები ივლისის განმავლობაში თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში ჩატარდება.
16:48 / 06.07.2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“
პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად
ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის,
სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, კომპანიის „ეკოსპარტანელი“ პლასტამასის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა. საწარმოს მოსაწყობად ინვესტიციის მოცულობამ 209,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 145,000 ლარია.
16:55 / 22.06.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 23 °C
img
საგარეჯო 11 / 23 °C
img
დ.წყარო 9 / 23 °C
img
სიღნაღი 13 / 25 °C
img
ლაგოდეხი 12 / 21 °C
img
ყვარელი 12 / 23 °C
img
თელავი 12 / 24 °C
img
ახმეტა 12 / 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.