ეკონომიკა
შეავსებს თუ არა ხორბლის მოსავალი ფქვილის დეფიციტს
დარგის სპეციალისტების თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ხორბლის შემოტანა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე-ფქვილის, რის გამოც იმპორტიორები პირდაპირ ფქვილს ყიდულობენ.

მთავრობა ირწმუნება, რომ დღეს პურის გაძვირების წინაპირობა არ არსებობს და, სავარაუდოდ, არც მომავალში იარსებებს.

პრემიერის თქმით, ქვეყანაში ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგია, ამასთან ივლისში საქართველო ხორბლის საკუთარ მოსავალსაც აიღებს.


„საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს უკვე ავიღებთ და შესაბამისად, არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო. გასაგებია, რომ გარკვეული მცირე ჯგუფის მიერ იყო ეს საკითხი პოლიტიზებული და აჟიოტაჟი იყო შექმნილი ხელოვნურად,"-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ფქვილის 2 თვის მარაგი გვაქვს და თვის ბოლომდე პურის ფასი არ შეიცვლება.

„გავრცელებული ინფორმაცია წისქვილების გაჩერების შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ქართული ფქვილი არის ძალიან ძვირი.

გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ახლა ვიმყოფებით ხორბლის აღების წინა პერიოდში და ბუნებრივია, მას ახასიათებს მცირე გაურკვევლობა. არა მარტო ჩვენთან, მთელ მსოფლიოში, ემზადებიან ძველი ნაშთის ათვისებისა და ახალი მოსავლის დასაბინავებლად, ასე რომ, საგანგაშო არაფერია.

ასევე მაქვს სასიამოვნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს ხორბლის მოსავლიანობა 20-25%-ით მეტია. ფქვილის გარკვეული რაოდენობა მასიურად შემოდის რუსეთიდანაც,“ -აცხადებს speqtri.ge-სთან საუბარში საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე.

აღნიშნულ საკითხზე სხვაგვარად ფიქრობენ პურის მცხობელები. გურჯაანში არსებული ერთ-ერთი საცხობის მეპატრონე, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ფასის ზრდის გამო, ხალხი პურს სახლში აცხობს და ეს ცვლილება შესამჩნევია.

მისივე თქმით, გავრცელებულია ინფორმაცია, რომ საქართველოში ფქვილის მარაგი მართლაც ამოწურულია.

„ძალიან ცუდი სიტუაციაა, ვის წისქვილზე ასხამს წყალს, უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ რუსეთიდან ელოდებიან მარაგის შემოსვლას. ამ ეტაპზე, ფქვილს საწყობიდან შეზღუდული რაოდენობით გვატანენ.
ბაზარზე იშვიათია კერძო მესაკუთრე, ვისაც თავის ხარჯებით მოჰყავს ხორბალი. თან ისეთ ფასში ყიდის, რომ ჩვენ ვერ შევწვდებით.
როგორც მომწოდებლები ვარაუდობენ, კილოგრამი ხორბლის ფასი შესაძლოა 2 ლარამდე გაიზარდოს.“

საცხობებში ფასების ცვლილება უკვე დაფიქსირდა. ზოგან თუ ფასმა მოიმატა, ზოგიერთ თონეში პურის ღირებულება 90 თეთრია, თუმცა, როგორც მცხობელებმა პირად საუბარში აღნიშნეს, ამის შესაბამისად წონაც შემცირებულია.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხული
თანხების რაოდენობა რეკორდულად მზარდია.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხული თანხების რაოდენობა რეკორდულად მზარდია.
15:22 / 16.06.2022
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას თქმით, ბუნებრივი აირისა და
ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას თქმით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის.
11:26 / 14.06.2022
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური
პოლიტიკის კომიტეტი მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების
ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით -
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მეწარმეობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით -"აწარმოე საქართველოში" პროგრამების ეფექტიანობის შესახებ“ თემატურ მოკვლევას ატარებს.
12:02 / 07.06.2022
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9624 ლარი გახდა. რუბლი კი
კვლავ მყარდება. დღევანდელი მონაცემებით, 100 რუსული რუბლი 4.7773
ლარს შეადგენს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9624 ლარი გახდა. რუბლი კი კვლავ მყარდება. დღევანდელი მონაცემებით, 100 რუსული რუბლი 4.7773 ლარს შეადგენს.
17:23 / 06.06.2022
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და კახეთში 3 პირი დააკავეს.
11:43 / 15-06-2022
გურჯაანის ახლადრეაბილიტირებულ კულტურისა და დასვენების პარკში ატრაქციონები დააზიანეს, ასევე დაზიანებულია 26 მაისის ღონისძიებაზე გამოფენილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასლი.
13:10 / 27-05-2022
საქართველოს პროკურატურამ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
17:32 / 25-05-2022
ეკონომიკა
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხული თანხების რაოდენობა რეკორდულად მზარდია.
15:22 / 16-06-2022
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას თქმით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის.
11:26 / 14-06-2022
სხვა ამბები
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსეთის არმიის მიერ  აღებული ქალაქი სევეროდონეცკი სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
16:43 / 20-06-2022
ევროკომისია საქართველოსთველოსთვის ეროვნული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაციით გამოდის და ითხოვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში მიენიჭოს.
23:17 / 17-06-2022
საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება გაურკვეველი ვადით შეუჩერდა.
15:32 / 17-06-2022
ევროკომისია მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის პერსპექტივის მინიჭებას უწევს რეკომენდაციას.
15:03 / 17-06-2022
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში გარდაცვლილია 4481 მავიდობიანი მოქალაქე.
13:18 / 17-06-2022
საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება გაურკვეველი ვადით შეუჩერდა.
15:32 / 17-06-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 33 °C
img
საგარეჯო 17 / 29 °C
img
დ.წყარო 19 / 33 °C
img
სიღნაღი 19 / 36 °C
img
ლაგოდეხი 19 / 30 °C
img
ყვარელი 18 / 33 °C
img
თელავი 18 / 31 °C
img
ახმეტა 16 / 31 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.