ჩვენს მიერ speqtri.ge -ზე გამოქვეყნებულ მასალას "მიწისქვეშა
გადასასვლელის პრობლემას ვერც ერთი მთვარობა ვერ აგვარებს"
გამოხმაურება მოჰყვა.
გადასასვლელი, რომელიც წლების განმავლობაში მოსახლეობის უკმაყოფილებას
იწვევდა, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნაგვისგან
გაწმინდეს.
"დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. რაც ამ საკითხით თქვენ დაინტერესდით
ეს ტერიტორია დაახლოებით ერთ კვირაში გაასუფთავეს. ასევე მადლობა
მინდა ვუთხრა გამგეობის წარმომადგენლებსაც, ასეთი სწრაფი რეაგირება
რომ მოახდინეს. კარგი საქმე გაკეთდა, მაგრამ ვფიქრობ, ცოტა ხანში ისევ
იგივე განმეორდება. ჩვენი თხოვნაა, თუ ამ ფართის გამოყენება
სხვაგვარად ვერ ხერხდება, ტერიტორია მიწით ამოავსონ და პატარა სკვერი
მოაწყონ. ზაფხულში ადამიანი დაისვენებს მაინც"-აღნიშნა ჩვენთან
საუბარში ხათუნა ძინძიბაძემ.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, საჯარო
რეესტრი მათ მიწისქვეშა ფართს არ ურეგისტრირებს. შეეცდებიან ამ
საკითხის მოგვარება კიდევ ერთხელ სცადონ, თუ სიტუაცია არ შეიცვალა,
გადასასვლელს მიწით ამოავსებენ.
მასალის გამოყენების პირობები