ინფრასტრუქტურა
მარიამჯვრის ნაკრძლთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა
მარიამჯვრის ნაკრძალის მისასვლელი გზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, - ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, რეაბილიტაციის მიზანს წარმოადგენდა ტურისტული ხელმისაწვდომობისა და ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა, ასევე ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

„პროექტი ითვალისწინებდა 4 კმ გრძივი მეტრი გზის მოასფალტებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომლის ღირებულებაც 1 839 888 ლარს შეადგენს. ახალი გზა ვიზიტორებს დააკავშირებს როგორც მარიამჯვრის ნაკრძალთან, ასევე ორ სოფელს - ანთოკს და მარიამჯვარს.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მარიამჯვრის ნაკრძალის პოპულარიზაციასა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ასევე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფლის მოსახლეობის საერთო სოციალურ ფონს - მოეწყობა საოჯახო სასტუმროები და კვების ობიექტები, რაც აუცილებელი პირობა გახდება ვიზიტორთა ზრდის ტემპიდან გამომდინარე და ხელი შეეწყობა ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.

სოფელ მარიამჯვარს აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და ახლოს მდებარე სახელმწიფო ნაკრძალი, შერეული ტყის ფართობი ბუნებრივად ქმნის განსაკუთრებულ კლიმატს, რაც ბოლო პერიოდში სოფელში მუდმივად მაცხოვრებელთა და ვიზიტორების ზრდას განაპირობებს. მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის და ისეთი ტურისტულად სტრატეგიული ადგილის პოპულარიზაციისთვის, როგორიც მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალია.

აღნშნულიდან გამომდინარე, სოფელ მარიამჯვართან მისასვლელი გზის და თანმხლები ინფრასტრუქტურის მოწყობა ეკოტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, რაც თავისთავად ადგილობრივებს დაეხმარება მცირე ბიზნესის წამოწყებაში, ხოლო გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა ასევე ხელს შეუწყობს ნაკრძალის ტერიტორიაზე სამეცნიერო კვლევით საქმიანობებს, “ - აღნიშნავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

ცნობისთვის, მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ კალთებზე, ქ. საგარეჯოს ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, სოფელ ანთოკის ჩრდილოეთით მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 1022,5 ჰა-ს შეადგენს. მარიამჯვრის ნაკრძალის შექმნას საფუძვლად დაედო კავკასიის რელიქტის - სოსნოვსკის ფიჭვის ხელუხლებელი ლანდშაფტების დაცვა-შენარჩუნება. მათი ანალოგი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც არ მოიპოვება.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული
მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში
გამარჯვებული კომპანია.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
12:27 / 29.09.2023
გურჯაანში 15 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულ წმინდა
ნინოსა და სარაჯიშვილის ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. უკვე
გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
გურჯაანში 15 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულ წმინდა ნინოსა და სარაჯიშვილის ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
17:05 / 22.09.2023
გარე ფასადის აღდგენის შემდეგ გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის
სრული რეაბილიტაციაც დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ
ეტაპზე პროცესი აქტიურ ფაზაშია.
გარე ფასადის აღდგენის შემდეგ გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაციაც დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროცესი აქტიურ ფაზაშია.
12:34 / 08.09.2023
გომბორის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,
ტრანსპორტის მოძრაობა სამი დღით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გომბორის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა სამი დღით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
11:40 / 26.07.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
12:27 / 29-09-2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26-09-2023
სხვა ამბები
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01-10-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დაკარგულია.
17:09 / 28-09-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის - 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
12:29 / 19-09-2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16-09-2023
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
15:42 / 16-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 3 / 11 °C
img
საგარეჯო 2 / 8 °C
img
დ.წყარო 3 / 6 °C
img
სიღნაღი 2 / 11 °C
img
ლაგოდეხი 4 / 8 °C
img
ყვარელი 3 / 11 °C
img
თელავი 3 / 9 °C
img
ახმეტა 2 / 9 °C
img
კალენდარი
«« ნოემბერი 2023 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.