თელავი-ვაზიანი-გომბორის გზაზე მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია
ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა
საქართველოს გზების არაერთ მონაკვეთზე შეიზღუდა, მათ შორის კახეთშიც.
როგორ საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, შეზღუდვებია
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის
საავტომობილო გზის კმ30-კმ50 (სოფ. გომბორი-შუა მთის მონასტრის
გადასახვევი) მონაკვეთზე.
დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის
მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით,
ხოლო მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე)
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გზის დანარჩენ
მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები