გურჯაანის სამუსიკო სკოლის შენობის ორივე სართულს სრული რეაბილიტაცია
უტარდება. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო
სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოებზე რეგიონებში განსახორციელებელი პროქტების ფონდიდან და
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 574 766 ლარი დაიხარჯება.
„იცვლება კარ-ფანჯრები, ვიტრაჟები, იატაკის საფარი, გარემონტდება
სასწავლო ოთახები, დარბაზი და დერეფნები. ასევე, პროექტის ფარგლებში,
მოხდება ეზოს კეთილმოწყობა და ახალი ღობის მოწყობა,“-აცხადებენ
მერიაში.
ცნობისთვის, პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს გურჯაანის მერიის
დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ჯორჯიან ინჟინირინგი"
ასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები