„მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ”, მყარი ნარჩენების
ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის” ფარგლებში, გურჯაანის
მუნიციპალიტეტს 3 ერთეული სპეც ტექნიკა გადასცა.
როგორც ცნობილია, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს სულ 10 ერთეული
პიკაპის ტიპის სატვირთო მანქანა, ნარჩენების შესაგროვებელი და
საპრესით აღჭურვილი 23 ერთეული 7მ³ და 13მ³ მოცულობის სპეციალური
მანქანები გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს [ყვარელი,
ახმეტა, გურჯაანი, თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სიღნაღი,
დედოფლისწყარო], პროგრამის ფარგლებში, ჯამში, ნარჩენების
შესაგროვებელი 35 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 5 703
კონტეინერი გადაეცა.
ცნობისთვის, პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის
თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის
(KfW) ფინანსური მხარდაჭერით. კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონებისთვის პროექტის ღირებულება ჯამში 6 800 000-მდე ევროს
შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები