გომბორის გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,
ტრანსპორტის მოძრაობა სამი დღით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის
საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები
მიმდინარეობს, რისთვისაც დროის გარკვეულ პერიოდში საჭიროა
ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა. სარეაბილიტაციო სამუშაოების
ჩასატარებლად, 2023 წლის 26, 27 და 28 ივლისს 11:00 სთ-დან 17:00
სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის
გადაადგილება თავისუფალია.“ - აცხადებენ დეპარტამენტში.
მასალის გამოყენების პირობები