სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი FAO-ს რეგიონულ კონფერენციას ესწრება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპის რეგიონული კონფერენციის 30-ე სესიას ესწრება.

ღონისძიება 4-6 მაისს თურქეთში, ქალაქ ანტალიაში თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის მინისტრის პატრონაჟით იმართება. სესიაში მონაწილეობს ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის FAO-ს წევრი ყველა ქვეყნის და დამკვირვებლის სტატუსით მონაწილე ქვეყნების დელეგაციები, გაეროს სპეციალიზებული სააგენტოები.

სესიის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა შეხვედრა, სადაც სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების მხარდასაჭერად, ათასწლეულის გამოწვევის მიზნების შესრულებისთვის FAO-ს წევრი სახელმწიფოების მთვარობების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს.
"კონფერენციის ძირითად მიზანს, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მცირე ფერმერთა მხარდაჭერის, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების, ბიომრაფალფეროვნების და გენეტიკური რესურსების შენარჩუნების მიზნით, 2016-2017 წლების თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოსახლეობის კეთილდღეობი სუზრუნველყოფისთვის, უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდა, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კონფერნეციის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, გრაციანო და სილვასთან.
შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა FAO-ს გენერალურ დირექტორს ის ძირითადი პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში იგეგმება. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა FAO-ს საქართველოს ოფისს სამინისტროს საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის. ,,სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია FAO-ს ტექნიკური დახმარება.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის" (ENPARD) პროგრამის მეორე ფაზის შესაბამისად, სოფლად განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო, სადაც FAO-ს ექსპერტთა ჩართულობა ასევე მნიშვნელოვანი იქნება. გარდა ამისა, ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროგრამაზე. სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანდაცვის, მათ შორის, ცხოველთა იდენტიფიკაციის და მიკვლევადობის სისტემის დანერგვის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს დაგეგმილი რეფორმების სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე FAO-ს გენერალური დირექტორი გრაციანო და სილვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, მცირე და საშუალო ფერმერების მხარდამჭერი პროქტების და სოფლად განვითარების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე ღონისძიებებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში მიღწეულ პროგრესს.
"ბერლინში, გამოფენის "მწვანე კვირეულის" ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ ძირითად გამოწვევებზე, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე იდგა. მისასალმებელია, რომ დღეს სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი. თქვენ გაქვთ სწორი ხედვა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია FAO-სპრიორიტეტებთან და მიზნებთან. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას და გვჯერა, რომ ათასწლეულის გამოწვევის მიზნები მიღწეული იქნება.შევძლებთ სიღარიბის დაძლევას, უსაფრთხო და უვნებელი სურსათის მიწოდების უზრუნველყოფას და სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას", - აღნიშნა გრაციანო და სილვამ

R

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 21 °C
img
საგარეჯო 13 / 19 °C
img
დ.წყარო 9 / 17 °C
img
სიღნაღი 13 / 22 °C
img
ლაგოდეხი 12 / 18 °C
img
ყვარელი 14 / 21 °C
img
თელავი 13 / 19 °C
img
ახმეტა 12 / 19 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.