სოფლის მეურნეობა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გარანტიაა იმისა, რომ სოფლის მეურნეობა სწორი მიმართულებით განვითარდეს
საქართველო პირველი მსხვილი უნგრული ინვესტიციის მოლოდინშია. გიულაბუდაი: "საქართველომ როგორც უპასუხა რუსეთის ემბარგოს, ჩვენც ისე ვპასუხობთ"...

უნგრეთი საქართველოს ინვესტიციების დაცვის გარანტიას სთხოვს. თუკი მთავრობა ამ მოთხოვნას ოფიციალურად გააფორმებს, შემოდგომისთვის სოფლის მეურნეობაში "ექსიმბანკის" საშუალებით უნგრული პროექტების განხორციელება დაიწყება. წინა კვირას საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრის კომისარი გიულაბუდაი სტუმრობდა.კონკრეტულად რა საკითხებზე ესაუბრა იგი მთავრობის წარმომადგენლებს და რას ითხოვს უნგრეთი საქართველოსგან, "ბიზნეს-რეზონანსი" გიულაბუდაისთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.

"ბიზნეს-რეზონანსი": საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგით ჩამოხვედით საქართველოში, კონკრეტულად რა იყო თქვენი ვიზიტის მიზანი?

გიულაბუდაი: ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანია საქართველოსა და უნგრეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად და სწრაფად განვითარდეს. უკანასკნელ წლებში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა შემცირდა. ვფიქრობთ, სოფლის მეურნეობა ის დარგია, სადაც ყველაზე წარმატებული თანამშრომლობა გამოგვივა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული საინვესტიციო პროექტები. მაგალითად, ორი-სამი სამაცივრე საწყობის აგება, სადაც ქართული ხილი და ბოსტნეული მესამე ქვეყანაში გასაყიდად შეინახება. მეორე დიდი სფერო, სადაც თანამშრომლობა გვსურს, მესაქონლეობაა. უნგრეთს შეუძლია ქართველ ფერმერებს გაუზიაროს ისეთი თანმედროვე ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობითაც მესაქონლეობის წარმოება უფრო მაღალ დონეზე გადავა. მოვინახულეთ ერთ-ერთი ახალი ფერმა, სადაც საქონელი ჰყავთ, იქვე ამუშავებენ რძეს როგორც საკუთარს, ისე გლეხებისგან შესყიდულს დაამზადებენ რძის პროდუქტებს. ამ სფეროში უნგრეთის გამოცდილება ქართული კვების მრეწველობას ძალიან წაადგება. აქ ყოფნის პერიოდში ასევე მნიშვნელოვანი განხილვის თემა იყო რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული ემბარგო და პირიქით, რუსული ემბარგო ევროკავშირისთვის. ასევე საინტერესოა კვლევა, თუ რამდენად შესაძლებელი იქნება ქართულ-უნგრული ერთობლივი საწარმოების მიერ სხვადასხვა პროდუქციის გატანა რუსეთში, ჩინეთში და სხვა ქვეყნებში. იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ინვესტორებმა საქართველოში ფული ჩადონ, საჭიროა, ინვესტიციის დაცვის სახელმწიფო გარანტია ხელშეკრულების სახით. შეხვედრიდან გამოიკვეთა, რომ ამ კონტრაქტს მალე მოეწერება ხელი, მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური საკითხია მოსაგვარებელი. საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეკითხვა, რომელიც დამისვეს, ასეთი სახის იყო -უჭერს თუ არა უნგრეთი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას? ამ მიმართულებით,უნგრეთი ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე აქტიური მხარდამჭერია. ყოველთვის ვამბობდით, რომ ქართველებმა უვიზო მიმოსვლა უკრაინასა და თურქეთისგან ცალკე უნდა მიიღონ, ამ ხაზს ბოლომდე ვიცავთ. მაისის შუა რიცხვებში ევროკავშირის ექსპერტები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე იმსჯელებენ .უნგრეთი საქართველოს სწრაფვას ევროპისკენ მომავალშიც მხარს დაუჭერს.

ბ-რ: თუ ხედავთ რაიმე დაბრკოლებას,რაც უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას შეაფერხებს?
გ.ბ: მოცემულ მომენტში ეს საკითხი ისე მომწიფდა, რომ დადებითი გადაწყვეტილება ნებისმიერ დროსშეიძლება მიიღონ.

ბ-რ: თქვენ აღნიშნეთ, რომ უნგრეთი სოფლის მეურნეობის ინვესტირებით არის დაინტერესებული. ბოლო წლებში სახელმწიფო ამ დარგში საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს. რამდენად სწორი მიმართულებით ვითარდება საქართველოს სოფლისმეურნეობა?
გ.ბ: ის, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა პრიორიტეტია, ამას მეც ვგრძნობ. სახელმწიფო სწორი მიმართულებით მიდის,
უფრო მეტი წარმატებისთვის აუცილებელია სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა. მაგალითად, უნგრეთთან თანამედროვე ტექნოლოგიების გათავისება, გამოცდილების გაცვლა, ასევე მთავარია განათლება სოფლის მეურნეობის დარგში. უნგრეთმა საქართველოს 50 სტუდენტის გაცვლის პროგრამა შესთავაზა. აქედან 10 სოფლის მეურნეობის მიმართულებითა. რატომღაც ეს ადგილები არ ივსება. საჭიროა მეტი ჩართვა ამ კუთხით. რაც შეიძლება მეტი სტუდენტი უნდა წავიდეს უნგრეთში წამყვან აგრარულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად. ჩემი აზრით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გარანტიაა იმისა, რომ სოფლის მეურნეობა სწორი მიმართულებით განვითარდეს.

"ბ-რ": უნგრეთი საქართველოს მესაქონლეობის დარგში მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიების გაზიარებას სთავაზობს, თუ აპირებს კონკრეტული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, მაგალითად, ფერმებისა და საწარმოების მშენებლობას?
გ.ბ: ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთობლივი საწარმოების ამუშავებას. ამისთვის საჭიროა ქართველი პარტნიორების მოძებნა. სასაწყობო მეურნეობის შექმნა ერთობლივი პროექტია. თუ იგი წარმატებით განხორციელდა, ეს იქნება შემდეგი პროექტების წარმატების საწინდარი. ამიტომ ძალიან საჭიროა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება, რათა ბიზნესში ჩართულმა ადამიანებმა მიმოსვლა თავისუფლად შეძლონ. თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ გვაქვს პირდაპირი მიმოსვლა ქუთაისიდან ბუდაპეშტის მიმართულებით, ეს ძალიან შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

"ბ-რ": როგორც თქვენგან შევიტყვეთ უნგრეთი საქართველოს მთავრობას ინვესტიციების დაცვის ოფიციალურ გარანტიას სთხოვს. ასეთ გარანტიებს სხვა ქვეყნებისგანაც ითხოვთ, თუ საფრთხეს მხოლოდ საქართველოში ხედავთ?
გ.ბ: ასეთი ხელშეკრულების დადებას ძალიან ბევრ ქვეყანას ვთხოვთ, ძირითადად, მათგან, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან.

"ბ-რ": ზოგადად საინვესტიციო გარემოს როგორ შეაფასებდით?
გ.ბ: მე შემიძლია ვისაუბრო იმის მიხედვით, რა ინფორმაციებიც ეკონომიკის სამინისტროში მივიღე. მითხრეს, რომ ბევრი ინვესტიცია შემოდის ჩინეთიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. თუ ჩემ შთაბეჭდილებასაც გაგიზიარებთ, ყოველი ჩამოსვლის შემდეგ ქვეყნის წინსვლას ვხედავ. უნგრეთში არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ პირველი ნაბიჯია ძნელი, მერე უკვე ყველაფერი კარგად იქნება. თუ პირველი უნგრული ინვესტიცია წარმატებით განხორციელდა, შემდეგი ინვესტიციებიც არ დააყოვნებს. მთავარია, რომ ქვეყნებს შორის ნდობა არსებობს. დღეს, საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები იმაზე უკეთესია, ვიდრე შეიძლება ადამიანმა ინატროს. მარტის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ბუდაპეშტში. უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს პრეზიდენტს ერთ-ერთ კონგრესზე შეხვდა. ჩვენი კავშირები კარგად მუშაობს. ნოემბერში თბილისში იგეგმება საქართველო-უნგრეთის სახელმწიფოთაშორისი კომისიის სოფლის-მეურნეობის მუშა ჯგუფის შეხვედრა, ეს კომისია ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობს, მაგრამ სოფლის მეურნეობის დარგში ცალკე მუშა ჯგუფი შექმნეს.

"ბ-რ": სოფლის მეურნეობაში უნგრული პროექტების განხორციელება როდიდან დაიწყება?
გ.ბ: იმედი გვაქვს, სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებას ინვესტიციების დაცვის შესახებ ხელი სექტემბრამდე მოეწერება. უნგრული "ექსიმბანკი" საქართველოში 68 მილიონი დოლარის შემოტანას გეგმავს. ეს იქნება უნგრეთ-საქართველოს ერთობლივი პროექტი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულებას მალე მოეწეროს ხელი.

"ბ-რ": ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლა. თქვენ როგორ ახსნით ამას?
გ.ბ: მთელ ეკონომიკას ვერ მოვიცავ, მაგრამ სოფლის მეურნეობის კუთხით შემიძლია გითხრათ, რომ სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით სტანდარტები ევროკავშირის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში მიზეზი ეს არის. თავის დროზე ასოცირების ხელშეკრულებას უნგრეთმაც მოაწერა ხელი, გარდამავალ პერიოდში უნგრეთისთვისაც ძალიან მტკივნეული იყო იმ სტანდარტების დაცვა და დავალებების შესრულება, რომლსაც ევროკავშირი ახლა საქართველოს უწესებს.

"ბ-რ": ქართულ პროდუქტს უნგრეთში რა პერსპექტივა აქვს?
გ.ბ: უნგრეთის ბაზარზე შეიძლება გავიდეს ღვინო,
ხილი. თუ შეიქმნება ერთობლივი საწარმოები და პროდუქტს ევროპული სტანდარტების მიხედვით ვაწარმოებთ მაშინ ქართული ყველის გატანაც შეიძლება. პირადად მე თქვენი ყველი ძალიან მომწონს. დარწმუნებული ვარ, უნგრეთშიც მოეწონებათ. იგივეს თქმა შემიძლია ქართულ ღვინოზე. ბუდაპეშტში ორი ქართული რესტორანია. უნგრელები იქაურ კერძებს დიდი სიამოვნებით აგემოვნებენ. შესაძლებლობა დიდია, თუმცა ქართველმა მეწარმეებმაც თავი უნდა გამოიჩინონ.

"ბ-რ": 2006 წელს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ემბარგო დაუწესა, ქვეყანამ მოულოდნელად დაკარგა ყველაზე დიდი ბაზარი, თუმცა დადებითი იყო ის, რომკ ომპანიებმა დივერსიფიკაციაზე ზრუნვა დაიწყეს. უნგრეთისთვის რას ნიშნავს რუსული ემბარგო?
გ.ბ: ჩვენც ზუსტად ასე მოვიქეცით, დავიწყეთ დივერსიფიკაცია. ბოლო ორ წელიწადში უნგრულმა ეკონომიკამ დიდი დანაკარგი განიცადა. ზარალი ექსპორტის მიმართულებით 4,5 მლრდ დოლარია. ამიტომ ევროპის დავიწყეთ ახალი ბაზრების ძებნა - შორეული აღმოსავლეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური, ინდონეზია, ჩინეთი და სხვა. ჩინეთში დიდი რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი გავიტანეთ. შეიძლება ითქვას, ამ ქვეყნებში ჩვენი გასვლა ჯერ მცდელობაა. მოკლედ რო ვთქვათ, საქართველომ როგორც უპასუხა რუსეთის ემბარგოს, ჩვენც ისე ვპასუხობთ.

R


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 10 / 18 °C
img
საგარეჯო 9 / 18 °C
img
დ.წყარო 7 / 17 °C
img
სიღნაღი 9 / 19 °C
img
ლაგოდეხი 8 / 16 °C
img
ყვარელი 10 / 18 °C
img
თელავი 10 / 19 °C
img
ახმეტა 9 / 19 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.