სოფლის მეურნეობა
ქართული თაფლის კონტროლის სისტემა ევროკავშირმა აღიარა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა და ევროკავშირმის მიერ ქართული თაფლის კონტროლის სისტემის აღიარების შესახებ ისაუბრეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს არის საუკეთესო თანამშრომლობით მიღწეული შედეგი. ევროკავშირი მზად არის საქართველოს ხელისუფლებასთან და თაფლის მწარმოებლებთან განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ადილობრივი პროდუქციის ევროპის ბაზარზე ადგილის დამკვიდრების და სრული ეკონომიკური სარგებელის მიღების მიზნით.

როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ევროკომისიის ადამიანის ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დირექტორატმა დადებითად შეაფასა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო ორი წლის
განმავლობაში განხორციელებული ღონისძებები თაფლის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებით, კერძოდ ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენი ნივთიერებების ლაბორატორიული კვლევების შედეგები.

შედეგად დირექტორატმა რეკომენდაციით მიმართა ევროკომისიას, რათა საქართველო შეყვანილი იქნას მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის იმპორტი
ნებადართულია.
,,ცხოველური წარმოშობის ყველა პროდუქტს ევროკავშირი უყენებს მაღალ სანიტარულ მოთხოვნებს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მომხმარებელთა ჯანმრთელობა. აქამდე ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე არ იყო ნებადართული, თუმცა დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი წარმატება ამ კუთხით. ეს პოზიტიური
გადაწყვეტილებაა და დარგის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ესა რის ყველაზე ტკბილი სიახლე რაც ოდესმე მითქვამს“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ევროკავშირის ელჩს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის.
,,მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, რომელიც ევროკავშირში საქართველოს ძალიან დიდი ქომაგია. მისასალმებელია, რომ საქართველოს უკვე აქვს შესაძლებლობა თაფლი ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს. ამ შედეგის მისაღწევად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა“, -
აღნიშნა ოთარ დანელიამ.

ქართული თაფლის საექსპორი პოტენციალის გაზრდის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები მეფუტკრეობის დარგის განვითარების და ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის სტიმულირების მიზნით, სოფლის მეურნეობის
სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2015 წელს მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა. ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები,
რომლებიც ევროპის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს. კერძოდ, დამტკიცდა ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგის გეგმა. მომზადდა და 2015 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა “თაფლის შესახებ" ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც თაფლთან დაკავშირებით მოთხოვნებს ადგენს.

ბიზნესოპერატორი ვალდებულია, ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული თაფლი აწარმოოს და ბაზარზეც დადგენილი
მოთხოვნების შესაბამისად განათავსოს. თაფლის ტექნიკური რეგლამენტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბაზრის გაჯანსაღებას,
ფალსიფიკაციისგან დაცვას და ქართული თაფლის ექსპორტის სტიმულირებას. ევროკავშირის ბაზარზე ქართული თაფლის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიმუშები ლატვიაში, ქალაქ რიგაში სურსათის უვნებლობის,ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვის ინსტიტუტ “BIOR”-ში გააგზავნა.

ევროდირექტივების საფუძველზე აღებული ნიმუშების კვლევის მიზანი ქართული თაფლის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა მესმაე წელის მიმდინარეობს. 2015 წელს გაგზავნილი 104 ნიმუშიდან სხვადასხვა სახის დარღვევა აღმოჩნდა 20 მათგანში.აღსანიშნავია, რომ 2013 წელს გამოკვლეულ თაფლის ნიმუშებში დარღვევების
პროცენტული წილი 37% შეადგენდა, ხოლო 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 19%- მდე შემცირდა.

R
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 24 °C
img
საგარეჯო 11 / 23 °C
img
დ.წყარო 9 / 23 °C
img
სიღნაღი 13 / 25 °C
img
ლაგოდეხი 12 / 23 °C
img
ყვარელი 12 / 24 °C
img
თელავი 12 / 24 °C
img
ახმეტა 12 / 24 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.