სოფლის მეურნეობა
ქვევრის ღვინო ,,RAW London”-ზე იყო წარმოდგენილი
ქართული ქვევრის ღვინო დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ჩატარებულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი.

გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი). სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობდა ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 მარანი: „საწნახელი“, „მეღვინეობა ნიკა“, „გოცას ღვინოები“, „თემი“,„ტყუპების ღვინის მარანი“, „მანაველი“, „არტევანი“, „ნათენაძის ღვინო“ „და ხოხბის ცრემლები“.

გამოფენის გახსნას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.
„მინდა მივულოცო ღვინის ეროვნულ სააგენტოს და ყველა ქართველ მეწარმეს, ასეთ პრესტიჟულ გამოფენაში მონაწილეობა, რომელიც პოპულარიზაციას უწევს განსაკუთრებულ ღვინოებს. საქართველო გამოფენაზე აქ ძალიან საინტერსოდ არის წარმოდგენილი. ზოგადად ქართული ღვინო დიდ ბრიტანეთში გვხვდება ძალიან მაღალი დონის რესტორნებსა და მაღაზიათა ქსელებში. ცნობადობა აქ ინტენსიური დინამიკით იზრდება. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ხელი შევუწყოთ ქართული ღვინის - როგორც საქართველოს ელჩის პოპულარიზაციას “, - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით,ბრიტანეთის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველა დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა. „დიდი ბრიტანეთი არის ასევე ღვინის ყველაზე დიდი დამფასებელი ქვეყანა,ფაქტიურად მსოფლიოში მეღვინეობის მოდა იქმნება აქ. ეს ქვეყანა არის ჩვენი სტრატეგიული ბაზარი, სადაც კიდევ უფრო მეტი უნდა გაიყოდოს ჩვენი ღვინო, ამის პოტენციალი ქართულ ღვინოს გააჩნია. თუ ქართული ღვინო ცნობადი და პოპულარული გახდება დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, ეს არის გასაღები ძალიან ბევრსხვა ბაზარზეც“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

როგორც გამოფენის ორგანიზატორმა იზაბელ ლეჟერონმა აღნიშნა, ქართველი მწარმოებლები გამოფენაში რამდენიმე წელია რაც მონაწილეობენ, რაც უკვე აისახება ქართული ღვინოების პოპულარიზაციაზე დიდ ბრიტანეთში. „ქართული ღვინოები, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოები, სულ უფრო მეტ პოპულარულარობას იძენს დიდ ბრიტანეთში და ჩემი აზრით მთელ მსოფლიოში,რადგან დიდი ინტერესია განსხვავებული და დიდი ისტორიის მქონე ღვინოების მიმართ. საქართველო კი მსოფლიოში უძველესი ღვინის მწამოებელი ქვეყანაა და 8000 რთველს ითვლის. მას ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია როგორც სომელიეების, ასევე რესტორნებისთვის, რადგან ქართული ღვინის საკვებთან შეხამება მარტივია. ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის ხელსაყრელი დროა, მწარმოებლები აქცენტს აკეთებენ ღვინის დაყენების უძველეს ტექნოლოგიებზე. ბაზარი იზრდება და თქვენც შეგიძლიათ იხილოთ რომ ქართული ღვინის სტენდთან ყოველთვის ბევრი ხალხია და ისინი ამ ღვინის გასინჯვის შესაძლებლობას ხალიდან არ უშვებენ. სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის საქართველოში და ხვდება მევენახეებს ქართული ქვევრის ღვინისა და თავად ქვევრის დამზადების ხელოვნების გასაცნობად. ბოლო ხუთი წლის მანძლზე, ქართული ღვინო პოპულარული გახდა პარიზში, ნიუ-იორკში, ლონდონში და ა.შ.” - აღნიშნა იზაბელ ლეჟერონმა.

ისევე როგორც გასულ წლებში, ქართულმა ღვინომ წელსაც გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. გამოფენის ფარგლებში მოეწყო სპეციალური გათამაშება, რომელიც ორი იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს შემოდგომაზე, რთველის პერიოდში ღვინის ტურით ეწვიონ საქართველოს. საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ მოხდეს პოტენციური იმპორტიორების მოძიება,ქვევრის ღვინის ფართო მასშტაბით წარმოჩენა და გაცნობა საერთაშორისო ცნობადობის მქონე მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ორდღიანმა გამოფენამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-მდე ბუნებრივი,ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებელ კომპანიას უმასპინძლა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 14 / 26 °C
img
ყვარელი 15 / 28 °C
img
თელავი 15 / 26 °C
img
ახმეტა 14 / 26 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.