სოფლის მეურნეობა
„კარტლისი“ ლიდერი კომპანია ქართულ ბაზარზე [R]
კომპანია „კარტლის აგროსისტემები“ ქართულ ბაზარზე 1997 წლიდან მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქებისა და სათესლე მასალის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანიის სტრატეგიას დღეისათვის მსოფლიოში არსებული ყველაზე თანამედროვე, პროგრესული ტექნოლოგიების მოძიება-შესწავლა, ადგილობრივი პირობებისათვის მორგება და ქართველი ფერმერებისათვის მიწოდება წარმოადგენს. მიზანდასახული მუშაობის შედეგად, კომპანიამ ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა და დღეისათვის თავის დარგში ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას წარმოადგენს.

საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრის გზებზე გვესაუბრება ,,კარტლისის“ დირექტორი ბატონი რობერტ რევია, რომელიც ათეული წლებია, სათავეში უდგას კომპანიას და ფერმერული მეურნეობის განვითარებისთვის განხორციელებული ინოვაციური პროექტების ინიციატორია.
ყველა მიზანი მიღწევადია

აგრობიზნესში 20-წლიანი გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალი სოფლის მეურნეობაში ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენებაა. სწორედ ამიტომ, ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს და ვასწავლით მათ გამოყენებას, რათა ქართველმა ფერმერებმა შეძლონ კონკურენცია თურქეთში, უკრაინაში ან რუსეთში მცხოვრებ ფერმერებთან.
მოგახსენებთ, ინტენსიური ტექნოლოგიების გამოყენების წარმატებულ მაგალითსაც. 7-8 წლის წინ, სტატისტიკური მონაცემების შესწავლისას აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში სიმინდის მოსავალი 1 ჰექტარზე მხოლოდ 2,2 ტონას შეადგენდა. აღმოჩნდა, რომ ასეთი დაბალი მოსავლიანობის მიზეზი იყო ცუდი სათესლე მასალა, უხარისხო სასუქები და პესტიციდები. ფერმერებს არც საჭირო ტექნიკაზე მიუწვდებოდათ ხელი. ამასთან ერთად, არ იცოდნენ მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგია.
სწორედ ამიტომ, ლაგოდეხის რაიონიდან დავიწყეთ სიმინდის მოყვანის ტექნოლოგიის განვითარება. შემოვიტანეთ ხარისხიანი სათესლე მასალა, ტექნიკა - პნევმატური სათესები და კულტივატორები, გამოვიყენეთ ხარისხიანი სასუქები და პესტიციდები. როდესაც შევკარით მთელი ციკლი და თანამედროვე ტექნოლოგიებით მოვიყვანეთ სიმინდი, პირველივე სადემონსტრაციო ნაკვეთებში მოსავლიანობამ ჰექტარზე 15 ტონას მიაღწია.

ეს იმ დროისთვის ერთგვარი აფეთქება იყო ბაზარზე, რადგან ფერმერები ჰექტარზე მაქსიმუმ 3 ტონას ღებულობდნენ. ასე დაიწყო ლაგოდეხის რაიონში სიმინდის ბუმი, ჩვენს მიერ დანერგილი ტექნოლოგია ხალხმა აიტაცა და დღეისთვის, ჩვენ გვყავს ასობით მომხმარებელი ლაგოდეხის რაიონში, რომელიც სეზონზე ღებულობს 10-დან 12 ტონამდე მოსავალს. არიან ასევე ერთეულებიც, რომლებიც 16 ტონამდე მოსავალს ღებულობენ. მაგალითად, ვახტანგ წულუკიძე, მუხრან მეტრეველი, ნოდარ ჭაბაშვილი.
ახალი ტექნოლოგიების წარმატებული დანერგვის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად გაიზარდა სიმინდის ნათესების ფართობი. გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენ შევცვალეთ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ეკონომიკა ბოლო 8 წლის განმავლობაში. თავად ფერმერებიც კი ამბობენ, რომ ხალხის ცხოვრების დონე შეიცვალა.

რაც შეეხება ხორბალს, საქართველოში ხორბლის საშუალო მოსავალი 1,1 ტონას შეადგენს. ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ჩვენთან მხოლოდ რამდენიმე ფერმერი იღებს ხორბლის მაღალ მოსავალს. ეს საკითხიც შევისწავლეთ და გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა, რომ ხორბლის შემთხვევაშიც შესაძლებელია უხვი მოსავლის მიღება. ამისთვის 100-ჰექტრიანი ფართო საჩვენებელი ნაკვეთები გავაკეთეთ და ჩავატარეთ ცდები მარნეულსა და დმანისში. ამ ფართობზე მივიღეთ საშუალოდ 10,4 ტონა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის მაშსტაბითაც. ჩვენ ყველას დავანახეთ, რომ თუ ნიადაგს ამუშავებ სწორად, შეგაქვს ხარისხიანი სათესლე მასალა, პესტიციდები და სასუქები, იღებ ხარისხიან და დიდ მოსავალს.

გარდა სიმინდისა და ხორბლისა, დაგეგმილი გვაქვს სხვა კულტურებზეც (ვაზი, ვაშლი და ატამი) ვაჩვენოთ ჩვენი პოტენციალი ხალხს. თუ სწორად გამოიყენებ ტექნოლოგიებს და გექნება შესაბამისი ცოდნა, ყველა მიზანი მიღწევადია.
პრეპარატების გავრცელება ნიადაგის სტრუქტურისა და შემადგენლობის მიხედვით უნდა ხდებოდეს
პესტიციდების და სასუქების დანერგვამდე, ხანგრძილვ ცდებს ვატარებთ. პრეპარატებთან დაკავშირებით გვაქვს ამბიცია, რომ ვართ ამ დარგში წამყვანი კომპანია, რადგან ვმუშაობთ ამერიკული და ევროპული სტანდარტებით მსოფლიოს უმსხვილეს და სანდო კომპანიებთან. წელს დავდეთ ხელშეკრულება უდიდეს იაპონურ კომპანია „მიცუი“-სთან და საქართველოში დავარეგისტრირეთ ვაშლის ქეცის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური პრეპარატი „აფეტი“, რომლის გამოცდაც გორის რაიონში 2 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. ვაპირებთ სხვა უახლესი პრეპარატების დანერგვასაც. ამჟამად ცდები მიმდინარეობს 2 ფერმერის ნაკვეთში კასპში, გორსა და ქარელში. ვარჩევთ პროგრესულად მოაზროვნე, მოწინავე ფერმერებს, რომლებმაც იციან საქმე და აინტერესებთ სიახლეები. პესტიციდებთან მიმართებაში ჩვენი პროფესიონალური მიდგომის და სტანდარტების ზედმიწევნით დაცვის გამო, 2011 წელს მნიშვნელოვანი ჯილდოც მივიღეთ. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის შენობის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში მოხდა ჩვენი დაჯილდოება, როგორც პესტიციდების საუკეთესო დისტრიბუტორი კომპანიისა ამიერკავკასიის რეგიონში.

რაც შეეხება სათესლე მასალას, ყოველწლიურად, სიმინდის 4-5 ახალ ჰიბრიდს ვცდით. კარტოფილის ახალ ჯიშებს ვცდით სოფელ დმანისთან ახლოს საცდელ მიწის ნაკვეთებში, კარტოფილის 10-მდე საცდელი ჯიში გვითესია, ასევე პომიდვრის, კიტრის, წიწაკის და სხვადასხვა ბოსტნეული სხვადასხვა რაიონში. დაახლოებით 15 ჯიშია ცდაში ჩართული. გვყავს ბევრი სპეციალისტი და ვიკვლევთ ნიადაგს მუნიციპალიტეტების მასშტაბით, ვითვალისწინებთ მის სტრუქტურასა და შემადგენლობას, რის მიხედვითაც ვახდენთ პრეპარატების გავრცელებას. არც ერთი პესტიციდი, სასუქი ან ჯიში არ გვაქვს გაყიდვაში, რომელიც არ არის გამოცდილი ამა თუ იმ რაიონში. ვატარებთ ფართომასშტაბიან ცდებს უშუალოდ ფერმერების ნაკვეთებშიც. მათ ვუხსნით, როგორ მოიყვანონ მოსავალი. თავისი ტექნოლოგიით მოყვანილი მოსავლის გვერდით საცდელი ნათესებიც აქვთ, სადაც ნათლად ჩანს შედეგები. ჩვენი სპეციალისტები კი, რეგულარულად დადიან და იწერენ მიღებულ მონაცემებს, რომლის შემდეგაც ჩვენ მთლიან ჯამში ვიღებთ შედეგებს.

სარწყავი სისტემები ეფექტური და ხარისხიანი პროდუქციის მისაღებად ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სარწყავი სისტემები. „კარტლისი“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს დღეისათვის მსოფლიოში არსებულ ყველა ტიპის სარწყავ სისტემებს: წვეთოვანს, დაწვიმებით სტაციონარულს, მობილურ დასაწვიმებელ კოჭებს და ღერძულ საირიგაციო სისტემებს. პროექტები უნივერსალურია და ადვილად შეიძლება იქნას გამოყენებული სხვადასხვა კულტურებისათვის; ასევე, ადვილად შესაძლებელია წვეთოვანიდან დაწვიმებით მორწყვაზე გადასვლა.
ჩვენი ძლიერი მხარეებია პროფესიონალური კონსულტაცია მორწყვის და აგროტექნოლოგიების საკითხებში; ეფექტური და ხარისხიანი პროექტირება; მაღალი ხარისხის მასალები და მექანიზმები; ხელსაყრელი ფასები; საქონლის მიწოდება და სამუშაოების წარმოება უმოკლეს ვადებში; მონტაჟის შემდგომი მომსახურება.

ჩვენი სპეციალისტების მოვალეობებს შეადგენს: ნაკვეთის დათვალიერება და ანალიზი; რწყვის რეჟიმების შერჩევა მოცემული კულტურებისა და კლიმატურ-ნიადაგობრივი მონაცემების გათვალისწინებით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ მოსავალს და საუკეთესო ხარისხს. დაგეგმვა, პროექტის შედგენა, საჭირო მასალის შერჩევა და მოწოდება, სამონტაჟო სამუშაოები, სისტემის მუშაობის მონიტორინგი. კომპანიის სპეციალისტები მსურველებს დაეხმარებიან პროექტის დიზაინში, რაც უზრუნველყოფს ფართის თანაბარ მორწყვას ოპტიმიზირებული ხარჯებით.

„კარტლისის“ პროდუქცია ჩვეულებრივი ფერმერისთვის ხელმისაწვდომია ჩვენს ცენტრებში ვიღებთ პასუხისმგებლობას და ფერმერებს ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ რასაც ჩვენთან შეიძენენ, არის ის პრეპარატები, რომელსაც დღეს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში იყენებენ. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნიდან შემოდის ძალიან დაბალი ხარისხის პროდუქცია, რომლის გამოყენების შემთხვევაში, მოსავალი თავიდანვე განწირულია. ასეთი პროდუქცია იაფია, ფერმერები მომხიბვლელი ფასის გამო ყიდულობენ, თუმცა მოსავალს ვერ იღებენ და თითქოს მოჯადოებულ წრეში ტრიალებენ.

მართალია, შეიძლება ხარისხიანი პროდუქცია ოდნავ ძვირი იყოს, მაგრამ თუ სწორად მიყვებიან ტექნოლოგიას, აუცილებლად მიიღებენ შედეგს და მოგებასაც ნახავენ. როდესაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ წამყვან კომპანიებთან, აუცილებლად ვითვალისწინებთ ადგილობრივი ბაზრისა და ხალხის შესაძლებლობებს. მაგალითად, პრეპარატ „აფეტის“ ფასი, საქართველოში 30%-ით ნაკლებია ვიდრე სხვა ქვეყნებში. ეს პრეპარატი ყველა ჩვეულებრივი ფერმერისთვის ხელმისაწვდომია.

ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას მომხმარებლების წინაშე რეგიონებში, ფერმერთა მომსახურების ყველა ცენტრში გვყავს სპეციალისტები, რომლებიც კონსულტაციას უწევენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. აღმოსავლეთ საქართველოს მაგალითზე, გურჯაანის ფერმერთა მომსახურების ცენტრში ფერმერებს შეუძლიათ მამუკა ამონიშვილთან მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია. გორის რაიონში, ასევე „კარტლისის“ ფერმერთა მომსახურების ცენტრში შეგიძლიათ მიმართოთ ბატონ დავით კაკაშვილს.

ჩვენი თანამშრომლები ხშირად ჩადიან ფერმერებთან მონიტორინგისთვის და კონსულტაციებისთვის. გარდა ამისა, გვაქვს საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები, სადაც კონკრეტული კულტურის მოყვანის ტექნოლოგია და დამუშავების სქემაა მოცემული ფაზების მიხედვით. ეს მოვლის სქემები თითოეულ კულტურაზე გვაქვს მომზადებული. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ჩვენთან დაკავშირება და ინფორმაციის მიღება, მისამართზე: თბილისი, კოსტავას 75 გ, ტელ: 032 2445541. ჩვენ მხარს ვუჭერთ საგანმანათლებლო პროექტებსაც. მზად ვართ, მაქსიმალურად გავცეთ ცოდნა და მივიღოთ მონაწილეობა პროექტებში.

კახეთში ფერმერთა მომსახურების ცენტრი და მინი მაღაზიები გვაქვს გურჯაანში, წნორსა და ლაგოდეხში. მომავალში ვგეგმავთ ქსელის გაფართოებას ძირითადად იმ ქალაქებში, სადაც სოფლის მეურნეობის დარგში აქტივობა მაღალია, რათა ფერმერს ჩვენი პროდუქციის საყიდლად არ დასჭირდეს სხვა ქალაქში წასვლა. გარდა მაღაზიებისა, ვმუშაობთ დილერებთანაც, რომლებსაც მიაქვთ ჩვენი პროდუქცია და ყიდიან ქსელში.



| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 19 °C
img
საგარეჯო 8 / 17 °C
img
დ.წყარო 7 / 14 °C
img
სიღნაღი 8 / 20 °C
img
ლაგოდეხი 8 / 15 °C
img
ყვარელი 8 / 19 °C
img
თელავი 8 / 18 °C
img
ახმეტა 7 / 18 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.