სოფლის მეურნეობა
ლევან დავითაშვილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შექმნილი თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მუშაობის პროცესს გაეცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორთან, ლევან შონიასთან და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან, ალექსანდრე ნასარიძესთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე შპს „ჯიენ კომპანის“ თხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.


თხილის გადამამუშავებელი საწარმო 2015 წლის აგვისტოში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში მიღებული დაფინანსებით ამოქმედდა. საწარმოში ჯამში განხორციელდა 557 412 აშშ დოლარის ინვესტიცია, საიდანაც 222 906 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 278 706 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. შპს „ჯიენ კომპანის“ თხილის გადამამუშავებელ საწარმოში 23 ადამიანია დასაქმებული. კომპანია წლიურად 396 ტონა სხვადასხვა სახის პროდუქტს - მოხალულ თხილის გულს, დაჭრილი მოხალული თხილის გულს/ფქვილს აწარმოებს. წარმოებული პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში საექსპორტოდ არის განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში შპს „ჯიენ კომპანი“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტს ISO:22 000 მიიღებს. ISO:22 000 სტანდარტის ლიცენზიის ღირებულება 8,980 დოლარს შეადგენს. საერთო ღირებულებიდან 2694 დოლარი ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ დაუფინანსა, 4,490 დოლარი USAID/REAP,ხოლო დარჩენილი 1,796 აშშ დოლარი ბენეფიციარმა თავად გადაიხდა.

ამ ეტაპზე,კომპანია ელოდება საბოლოო აუდიტის დასკვნას, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იქნება. სერტიფიკატს შპს „ჯიენ კომპანი“ ნოემბრის ბოლოს მიიღებს. „სახელმწიფოს ხელშეწყობით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, 154 ახალი საწარმო დაფინანსდა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი საწარმოები თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის და საექსპორტო პოტენციალის ზრდას“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც სამეგრელოს მხარის გუბერნატორმა, ლევან შონიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია,რომ კომპანია მომავალში გაფართოებას გეგმავს, რაც ხელს შეუწყობს წარმოების ზრდას,მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივების დასაქმებას და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახალი საწარმოების შექმნის მიზნით არაერთ პროექტს ახორციელებს. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 700-ზე მეტი მოქმედი და 154 ახალი საწარმო, დასაქმდა 10 ათასამდე ადამიანი.

ერთიანი აგროპროექტი გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 11 / 21 °C
img
საგარეჯო 11 / 18 °C
img
დ.წყარო 8 / 17 °C
img
სიღნაღი 12 / 22 °C
img
ლაგოდეხი 9 / 19 °C
img
ყვარელი 11 / 21 °C
img
თელავი 11 / 19 °C
img
ახმეტა 10 / 19 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.