სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბიზნესფორუმში ,,დამზადებულია საქართველოში“ მონაწილეობდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი Business Georgia-ს ორგანიზებითა და სატელევიზიო გადაცემა ,,ბიზნესკონტაქტის“ მხარდაჭერით გამართულ ბიზნესფორუმს „დამზადებულია საქართველოში“ დაესწრნენ.


ტექნოლოგიურ პარკში გამართულ ფორუმზე განიხილეს ის გამოწვევები, რაც ადგილობრივი მწარმოებლების საქმიანობას ახლავს და ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ბიზნესისათვის. ბიზნესფორუმის მონაწილეებმა ქვეყანაში ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ადგილობრივი ბიზნესის როლის მნიშვნელობაზე და ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის საკითხებზე ისაუბრეს. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ბიზნესფორუმის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების შემდეგ, ქართული პროდუქციისთვის მსოფლიოს უდიდესი ბაზარი -ევროკავშირის 500 მლნ-იანი ბაზარი გაიხსნა. იმისთვის, რომ ეს უდიდესი შესაძლებლობა გამოვიყენოთ, არაერთი ვალდებულება უნდა შესრულდეს და სისტემური რეფორმა გატარდეს. ამ კუთხით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს და გარკვეული პროგრესი უკვე გვაქვს. გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში განხორციელებული პროექტები მიმართულია წარმოების ერთიანი ჯაჭვის შექმნის უზრუნველყოფისთვის.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ამ კუთხით პარტნიორი დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებას და აქტიურ მხარდაჭერას. ბიზნესფორუმზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა ქართული ღვინის მოხმარებისა და საექსპორტო ბაზრების გეოგრაფიის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 40%-ით აღემატება, რაც ბაზრების დივერსიფიკაციისა და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული აქტიობების ხარჯზეა მიღწეული. ექსპორტის ზრდა ფიქსირდება როგორც ტრადიციულ, ისე ე.წ. ახალ ბაზრებზე - ჩინეთში, აშშ-ში, პოლონეთში, ბალტიისპირეთში და ევროკავშირის ქვეყნებში.გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ქართული ღვინის საერთაშორისო იმიჯისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლება საქართველოს შიდა ბაზარზე. პრეზენტაციაში ყურადღება გამახვილდა იმ ძირითად გზავნილებზე, რომლითაც ქართული ღვინო საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებზე წარსდგება და რაც მას, როგორც ქართულ პროდუქტს, გამოარჩევს სხვა ტრადიციული ღვინის მწარმოებელი ქვეყნების ღვინოებისგან.

ბიზნესფორუმზე დისკუსიები გაიმართა ისეთ თემებზე, როგორიცაა: ქართული პროდუქცია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, ქვეყნის პოტენციალი წარმოების სფეროების მიხედვით, სავაჭრო ურთიერთობები, სერვისებისა და პროდუქტების წარმოება საქართველოში, ხელის შემშლელი ფაქტორები მწარმოებლებისათვის,მთავრობის ინიციატივები ბიზნესის მხარდასაჭერად, ფინანსური რესურსები, საბანკო სექტორის როლი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და სტიმულირების პროგრამები.ღონისძიებას სამთავრობო უწყებების, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციების,ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, მეწარმეები, ინვესტორები და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა
ღვინის სამშობლოს სტატუსით.
23-დან 25 თებერვლამდე, პორტუგალიის ქალაქი პორტო უმასპინძლებს ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენას Simplesmente Vinho. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე ამაყად გამოირჩევა ღვინის სამშობლოს სტატუსით.
16:20 / 23.02.2024
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის
პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ
უფრო გააქტიურდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება.
16:47 / 08.02.2024
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition)
კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო
მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და
აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
საქართველოში წელს IWSC (International Wine and Spirits Competition) კონკურსი მეორედ ჩატარდა, სადაც 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო მონაწილეობდა. წელს კონკურსზე ქართულ ღვინოებთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში წარმოებული ღვინოებიც იყო წარმოდგენილი.
21:26 / 04.12.2023
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის
ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
საქართველოში რთველი 2023 დასასრულს უახლოვდება - მევენახეობის ერთ-ერთ მთავარ რეგიონში, კახეთში ყურძენი უკვე დაბინავებულია.
15:22 / 19.10.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 11 / 16 °C
img
საგარეჯო 10 / 18 °C
img
დ.წყარო 8 / 15 °C
img
სიღნაღი 12 / 17 °C
img
ლაგოდეხი 9 / 14 °C
img
ყვარელი 11 / 16 °C
img
თელავი 11 / 19 °C
img
ახმეტა 10 / 19 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.