სოფლის მეურნეობა
ირაკლი ქადაგიშვილი ყვარელში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი ფერმერებს შეხვდნენ და სასოფლო - სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფერმერებს გააცნეს გააცნეს მთავრობის ანტი- კრიზისული გეგმა “ზრუნვა ფერმერსა და სოფელზე" და მათგან საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციაც მოისმინეს.

„კახეთში ინტენსიურად მიმნდინარეობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები. სოფლის მეურნეობის ანტი-კრიზისულ პროგრმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის ახალი, ძალიან მძლავრი სტიმული კახეთის სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. ამ პროგრამით ისარგებლებს არამარტო მსხვილი ფერმერი და მევენახე, არამედ უამრავი საშუალო და წვრილი ფერმერი. ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის ყველა სექტორია მოცული და ყველა ფერმერის ინტერესია ჩადებულის ამ ახალ ატნტიკრიზისულ პროგრამაში. მიუხედავად იმ კრიზისია, რომელიც კორონავირუსის გამოა შექმნილი მთელ მსოფლიოში, ამ ახალმა გეგმამ ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველი მისცა ყველა იმ ადამიანს, რომელიც რეალურად შრომობს მიწაზე.“ - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.


ფერმერების თქმით, მთავრობის მხრიდან ამ პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.

„საწვავი ძვირი ღირს, როდესაც ნაკვეთების დამუშავება ხდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ერთი ლარის შეღავათი. იაფი კრედიტი, რაზეც აქ იყო საუბარი, პირდაპირ ნაჩუქარი ფულია ფერმეფერებისთვის, რადგან ფაქტობრივად პროცენტს არ გადავიხდით. ჩვენს პატარა მეურნეობას სჭირდება ახალი ტექნიკა, 50%-იანი გრანტის მიღება, რომელსაც ტექნიკის შეძენაში გვათავზობენ, ძალიან დიდი სტიმულია, მოლოდინს გადააჭარბა,“ - აღნიშნა ფერმერმა, ავათანდილ მარაქველიძემ.

ცნობისთვის, ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საქართველოში 42 000 ფერმერი 20 წლის განმავლობაში სარწყავი წყლის გადასახადისგან გათავისუფლდება.
ასევე ფერმერები 1 ჰექტარზე მიიღებენ 150 ლიტრ დიზელის საწვავს, საბაზრო ღირბეულებაზე 1 ლარით იაფად.
ისარგებლებენ სუბსიდიით, რომელიც ერთ ჰექტარზე 200 ლარით განისაზღვრება.

ამ პროგრამაში მონაწილეობისთვის ფერმერს მიწა უნდა ჰქონდეს რეგისტრირებული. თუმცა, ვისაც არ აქვს რეგისტრირებული, ხელისუფლება მოუწოდებს, მიმდინარე წლის ბოლომდე მოაგვარონ ეს საკთხი, რომ პროგრამაში ჩართვა შეძლონ.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კახეთის რეგიონში მიმდინარე წელს ატმისა და ვაშლატამის 35 000 ტონაზე
მეტ მოსავალს ელოდებიან.
კახეთის რეგიონში მიმდინარე წელს ატმისა და ვაშლატამის 35 000 ტონაზე მეტ მოსავალს ელოდებიან.
15:51 / 04.06.2020
„მინდა, თითოეულ ფერმერს მოვუწოდო, ყველა ის მიწა, რომელიც
სარგებლობაში გააჩნიათ და შეუძლიათ, რომ იყოს რეგისტრირებული, რაც
შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ იმისთვის, რომ გახდნენ ბენეფიციარები
ყველა იმ პროგრამის, რომელსაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს მათ
სასარგებლოდ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
„მინდა, თითოეულ ფერმერს მოვუწოდო, ყველა ის მიწა, რომელიც სარგებლობაში გააჩნიათ და შეუძლიათ, რომ იყოს რეგისტრირებული, რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ იმისთვის, რომ გახდნენ ბენეფიციარები ყველა იმ პროგრამის, რომელსაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს მათ სასარგებლოდ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
15:56 / 12.05.2020
ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საქართველოში 42 000 ფერმერი 20 წლის
განმავლობაში სარწყავი წყლის გადასახადისგან გათავისუფლდება.
ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, საქართველოში 42 000 ფერმერი 20 წლის განმავლობაში სარწყავი წყლის გადასახადისგან გათავისუფლდება.
15:49 / 12.05.2020
როგორც დღეს საქართველოს პრემისერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის
ანტიკრიზისული გეგმისწარდგენისას განაცხადა, ფერმერებს შესაძლებლობა
ექნებათ ისარგებლონ იაფი აგროსაწვავით.
როგორც დღეს საქართველოს პრემისერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმისწარდგენისას განაცხადა, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ იაფი აგროსაწვავით.
15:41 / 12.05.2020
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ფერმერი, რომელსაც
აქვს დარეგისტრირებული მიწა, სახელმწიფოსგან  ერთ ჰექტარზე 200
ლარის სუბსიდიას მიიღებს.
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, სახელმწიფოსგან  ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდიას მიიღებს.
15:36 / 12.05.2020
სხვა ამბები
პატარძეულელმა პოეტმა რომან ზუკაკიშვილმა ლექსების მორიგი კრებული გამოსცა. "ჩვენ და წუთისოფელი" (პოეზიის მეორე ტომი) - ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც შეტანილია 500-მდე უმთავრესად ახალი ლექსი.
16:37 / 02-06-2020
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული წლიური ქულა მოსწავლისთვის არ არის დამაკმაყოფილებელი, მას ექნება შესაძლებლობა სკოლის ადმინისტრაციას მიმართოს და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლოს. - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა.
18:25 / 15-05-2020
როგორც დღეს საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სკოლებში მოსწავლეები ახალი მოდელით შეფასდებიან. მისი განმარტებით, არსებობს შეფასების ორი ფორმა: განმავითარებელი და განსაზღვრული.
17:43 / 15-05-2020
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდება იგივე ფორმატით და იგივე დროს, როგორც ადრე.
17:37 / 15-05-2020
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარამ განათლების ანტიკრიზისულ გეგმაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2019–2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება.
17:04 / 15-05-2020
გურჯაანში კულტურის ცენტრის წინ, თამარ მეფის ქუჩაზე, 600 კვადრატული მეტრის სიგრძის სკვერს ჩაუტარდა რეაბილატაცია და მოხდა მისი გამწვანება. როგორც ააიპ მუნიციპალური კულტურის ცენტრის დირექტორი, ვალერი შოშიაშვილი ამბობს, ამისთვის 6 ათასი ლარი გაიხარჯა.
12:06 / 07-05-2020
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3476
USD
USD
1
2.9562
GBP
GBP
1
3.7328
TRY
TRY
1
0.4365
RUB
RUB
100
4.2963
ამინდი
გურჯაანი 17 / 30 °C
img
საგარეჯო 15 / 27 °C
img
დ.წყარო 14 / 25 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 14 / 27 °C
img
ყვარელი 17 / 30 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 14 / 28 °C
img
კალენდარი
«« ივნისი 2020 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.