კომპანიები 1 კგ რქაწითელსა და კახურ მწვანეზე სუბსიდიის სახით 30 თეთრს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის რთველში სახელმწიფო
სუბსიდირების პროგრამაში 20.000-მდე მევენახე ჩაერთვება.
სახელმწიფოსგან სუბსიდიას მხოლოდ ის კომპანია მიიღებს, რომელიც:
რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში
მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა „რქაწითელის“, ან „კახური მწვანის“ ჯიშის
ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ. ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის
ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 80 თეთრს.
კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული 1 კგ. ყურძნის შესყიდვის
სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია რქაწითელსა და კახურ
მწვანეზე 30 თეთრს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები