სოფლის მეურნეობა
კახეთში დამატებით 6 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები მოირწყვება
წელს, კახეთის რეგიონში 35 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაიწყება, რის შედეგადაც, დამატებით 6 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 10 ათას ჰექტარზე გაუმჯობესდება. -ინფორმაციას ამის შესახებ შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მიმართულებით ადგილზე გამოვლენილი საჭიროებები დეტალურად განიხილვის მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, თენგიზ ნასარიძე კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, გივი მეტრეველთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.


„სამუშაო შეხვედრა გავმართეთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მუნიციპალიტეტების მიხედვით, დეტალურად განვიხილეთ ის საჭიროებები, რომელიც ოპერატიულ რეაგირებას საჭიროებს. მოგეხსენებათ, კახეთის რეგიონში მოსახლეობის უმრავლესობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითაა დაკავებული და, შესაბამისად, გამართული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე დავგეგმეთ განსახორციელებელი პროექტები. ჩვენი თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება. ერთობლივი ძალისხმევით, უნდა შევძლოთ, სარწყავმა სეზონმა შეფერხებების გარეშე ჩაიაროს. ამ ეტაპზე, კახეთში, ერთდროულად, რამდენიმე პროექტი ხორციელდება. გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის, ხოლო ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ.


შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, 2022 წელს ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, კერძოდ:

„2022 წელს ზემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე დაგეგმილია: მაგისტრალური არხის მონაკვეთების აღდგენა-რეაბილიტაცია, ღვარსაშვის მოწყობა, სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელზე დახურული მილსადენის აღდგენა, მაგისტრალური არხის გვირაბის ავარიული მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია, სოფლების -საკობიანო, ბაყილოვანი და მატანის გზაგამტარების რეაბილიტაცია.

გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში, ქვემო ალაზნის სარწყავ სისტემაზე შემდეგი სამუშაოები ჩატარდება: მაგისტრალურ არხზე არსებული სამთაწყაროს წყალსაგდების, ვეჯინის სწრაფმდენის, მასზე არსებული სარეგულაციო კვანძის და კალაურის ავარიული წყალსაგდების რეაბილიტაცია; მაგისტრალური არხის გამანაწილებლების რეაბილიტაცია.

ქალაქ ლაგოდეხში გამავალი სარწყავი არხის 2-კილომეტრიანი მონაკვეთი რკინაბეტონით მოპირკეთდება.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაგეგმილია სოფელ სამთაწყაროს მექანიკური მორწყვის სისტემის გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია, ჩატარდება სამთაწყაროს სატუმბი სადგურის სადაწნეო მილსადენის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის და ფიროსმანის სატუმბი სადგურის მოდერნიზაციის სამუშაოები.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ძველი ანაგის მექანიკური მორწყვის სისტემაზე დამატებითი სარწყავი ქსელის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.“ - აღნიშნულია შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 




| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა კომისიამ სეტყვისგან
მიყენებული ზარალი უკვე დაითვალა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა კომისიამ სეტყვისგან მიყენებული ზარალი უკვე დაითვალა.
15:06 / 17.06.2022
სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა,
ქალაქი გურჯაანი და სოფელი ჩუმლაყი მნიშვნელოვნად დააზარალა.
სეტყვამ, რომელიც დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, ქალაქი გურჯაანი და სოფელი ჩუმლაყი მნიშვნელოვნად დააზარალა.
22:04 / 15.06.2022
გურჯაანში ატმის კრეფა, დაახლოებით ორ კვრაში, აქტიურად დაიწყება.
ფერმერების ნაწილი შიშობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო,
ექსპორტზე ხილი ვეღარ გავა, რაც რეალიზაციის პრობლემას შექმნის და
შესაბამისდ, ფასზეც აისახება.
გურჯაანში ატმის კრეფა, დაახლოებით ორ კვრაში, აქტიურად დაიწყება. ფერმერების ნაწილი შიშობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, ექსპორტზე ხილი ვეღარ გავა, რაც რეალიზაციის პრობლემას შექმნის და შესაბამისდ, ფასზეც აისახება.
10:59 / 09.06.2022
გურჯაანში საადრეო გარგარის კრეფა უკვე დაიწყო. როგორც speqtri.ge-ს
სოფლის განვითარების სააგენტოს გურჯაანის საინფორმაციო საკონსულტაციო
ცენტრის უფრსმა, ალექსანდრე თათრიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის
ხილის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 7 ლარიდან იწყება.
გურჯაანში საადრეო გარგარის კრეფა უკვე დაიწყო. როგორც speqtri.ge-ს სოფლის განვითარების სააგენტოს გურჯაანის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის უფრსმა, ალექსანდრე თათრიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის ხილის ფასი ადგილობრივ ბაზარზე 7 ლარიდან იწყება.
10:25 / 09.06.2022
სამართალი
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და კახეთში 3 პირი დააკავეს.
11:43 / 15-06-2022
გურჯაანის ახლადრეაბილიტირებულ კულტურისა და დასვენების პარკში ატრაქციონები დააზიანეს, ასევე დაზიანებულია 26 მაისის ღონისძიებაზე გამოფენილი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ასლი.
13:10 / 27-05-2022
საქართველოს პროკურატურამ „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის“ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
17:32 / 25-05-2022
ეკონომიკა
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში რუსეთიდან გადმორიცხული თანხების რაოდენობა რეკორდულად მზარდია.
15:22 / 16-06-2022
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას თქმით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის.
11:26 / 14-06-2022
სხვა ამბები
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რუსეთის არმიის მიერ  აღებული ქალაქი სევეროდონეცკი სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
16:43 / 20-06-2022
ევროკომისია საქართველოსთველოსთვის ეროვნული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაციით გამოდის და ითხოვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში მიენიჭოს.
23:17 / 17-06-2022
საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება გაურკვეველი ვადით შეუჩერდა.
15:32 / 17-06-2022
ევროკომისია მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის, ხოლო საქართველოსთვის პერსპექტივის მინიჭებას უწევს რეკომენდაციას.
15:03 / 17-06-2022
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში გარდაცვლილია 4481 მავიდობიანი მოქალაქე.
13:18 / 17-06-2022
საქართველოს კრივის ეროვნულ ფედერაციას დაფინანსება გაურკვეველი ვადით შეუჩერდა.
15:32 / 17-06-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 19 / 30 °C
img
საგარეჯო 18 / 24 °C
img
დ.წყარო 19 / 23 °C
img
სიღნაღი 19 / 28 °C
img
ლაგოდეხი 18 / 23 °C
img
ყვარელი 19 / 30 °C
img
თელავი 17 / 26 °C
img
ახმეტა 17 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.