სოფლის მეურნეობა
ფასი ფერმერებისთვის სასარგებლო იქნება - რა ეღირება ატამი
გურჯაანში ატმის კრეფა, დაახლოებით ორ კვრაში, აქტიურად დაიწყება. ფერმერების ნაწილი შიშობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, ექსპორტზე ხილი ვეღარ გავა, რაც რეალიზაციის პრობლემას შექმნის და შესაბამისდ, ფასზეც აისახება.

„წელს ატმისა და ვაშლატამის მოსავალს არ ვუჩივი, კარგი და ხარისხიანი ნაყოფი ასხია, თუმცა, რეალიზაციასთან დაკავშირებით რა იქნება, ჯერ არ ვიცი. გასულ წელსაც კარგი მოსავალი გვქონდა და ფასიც არ იყო ცუდი. მოგეხსენებათ, გასაღების ერთ-ერთი მსხვილი ბაზარი რუსეთი იყო. წელს, ამ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რა იქნება, ძნელი სათქმელია. იმედია, საქართველოს მთავრობამ, სოფლის მეურნების სამინისტრომ გასაღების ალტერნატიულ ბაზრებზე უკვე იფიქრა. წელს საკმაოდ გაძვირებულია შხამ-ქიმიკატები, საწვავი, შესაბამისად - საწამლი ტრაქტორის მომსახურება და მუშახელიც, რაც ჩვენს ხარჯებს კიდევ უფრო ზრდის. იმედი გვაქვს, მოსავალს ისეთ ფასში გავყიდით, რომ ჩვენი შრომა დაფასდება,“ - ამბობს გურჯაანში მცხოვრები ლევან ბარბაქაძე.

შეექმნება თუ არა მართლაც ატმის ექსპორტსა და რეალიზაციას პრობლემა, ამ კითხვით speqtri.ge-მ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიმართა. გურჯაანის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის უფრსის, ალექსანდრე თათრიშვილის განცხადებით, ხილის ექსპორტზე გასატანად სამაცივრე მეურნეობებმა და ექსპორტიორებმა მზაობა უკვე გამოთქვეს.

„წინა წლების მაგალითზე, უკრაინის პროცენტული წილი ძალიან მცირე იყო საექსპორტო ნაწილში. დღესდღეობით, ამ კუთხით, პრობლემას არ წარმოადგენს ის, რომ უკრაინაში ამ წუთას ომი მინდინარეობს, ეს ხელს არ შეუშლის ექპსპორტის განხორციელებას. რამდენადაც გვქონდა კომუნიკაცია სამაცივრეებთან და ექსპორტიორებთან, აცხადებენ, რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნები უფიქსირდებათ არსებულ საექსპორტო ბაზრებზე. საფრთხე იმის, რომ ექსპორტს რამე პრობლემა შეექმნება, არ არსებობს ნამდვილად. ფერმერებს მცდარი ინფორმაცია აქვთ. ატამი წინა წლებში ძირითადად დსთ-ს ქვეყნებში გადიოდა. წელს რუსეთიდანაც ისევ არის მოთხოვნა,“- განაცხადა მან.

ალექსანდრე თათრიშვილის თქმით, ატმის ფასს ბაზარი დაარეგულირებს.

-„ფასს არეგულირებს ბაზარი და მოთხოვნა - მიწოდების ბალანსი. რა ეღირება, თუ არ დაიწყო უშუალოდ კრეფის პროცესი, თუ არ გამოჩნდა როგორი იქნება მოთხოვნა, ამას ვერ გეტყვით. ვიცით ის, რომ კარგი მოთხოვნაა და ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ ექსპორტიორები. ალბათ ფასიც ფერმერებისთვის სასარგებლო იქნება. იმედი მაქვს, რომ გასული წლის ფასი იქნება შენარჩუებული,“-.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში წელს სამაცივრე მეურნეობების რიცხვი 46-მდე გაიზარდა. ისინი მზად არიან მიიღონ, გააციონ და ხილი ექსპორტზე გაგზავნონ.
ცნობისთვის, გასულ წელს ვაშლატამას მაქიმალური ფასი 4 ლარი და 50 თეთრი იყო, ატმის - 2 ლარი და 50 თეთრი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით უკვე
გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მლნ ლარის
შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით უკვე გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი და დაახლოებით 200 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს კახელმა მევენახეებმა.
16:42 / 28.09.2023
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად,
სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. სახელმწიფო
სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის
განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ
არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა განხორციელდება. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.
13:32 / 21.09.2023
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბრის მდგომარეობით,
რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 40 ათასამდე ტონა
ყურძენი. მათგან 23 ათას ტონამდეა რქაწითელი, 15 ათას ტონამდე -
საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა
ჯიშებია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, გადამუშავებულია 40 ათასამდე ტონა ყურძენი. მათგან 23 ათას ტონამდეა რქაწითელი, 15 ათას ტონამდე - საფერავი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშებია.
13:50 / 11.09.2023
6 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში
გადამუშავებულია 20 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 11 ათას ტონამდე
რქაწითელი, 7,5 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის
ყურძენია. - ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო
ავრცელებს.
6 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში გადამუშავებულია 20 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 11 ათას ტონამდე რქაწითელი, 7,5 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. - ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
11:31 / 06.09.2023
სამართალი
ნადირობის სეზონის დაწყებიდან (19 აგვისტო) 31 აგვისტოს ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით უკანონო ნადირობის 97 ფაქტი გამოვლინდა. მათგან კახეთში 7 ფაქტი დაფიქსირდა.
11:30 / 05-09-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 40 წლამდე ასაკის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
12:06 / 04-09-2023
სოფლებში, ანთოკსა და მარიამჯვარში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების დასრულდა.
15:32 / 27-07-2023
ეკონომიკა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში საბავშვო და სპორტული მოედნები (სატრენაჟორო სივრცე) მოეწყობა. უკვე გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია.
12:27 / 29-09-2023
გურჯაანის ღვინის ფესტივალისთვის დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზებაზე შპს „სივრცე“ იზრუნებს. კომპანია განმეორებით გამოცხადებული ტენდერის ერთადერი მონაწილე იყო.
11:08 / 26-09-2023
სხვა ამბები
გურჯაანის N12 ოლქში 17 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 50234 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 13442-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 26.76%-ია.
18:20 / 01-10-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მინიმალური ნდობა, რომელიც შენარჩუნებული იყო პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, დაკარგულია.
17:09 / 28-09-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის - 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი გრანტის მქონე აბიტურიენტები დაასაჩუქრეს. მათ ერთჯერადი ფულადი ვაუჩერი და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
12:29 / 19-09-2023
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს შეთავაზებულ ზოგიერთ სერვისსა და ვადებს შეახსენებს. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
16:51 / 16-09-2023
„ჩემთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ბოლო 10 წელი სწავლასთან შეხება აღარ მქონია, წარსულში კი განათლება სრულიად სხვა სფეროში მივიღე“, — ამბობს ოლექსანდრა ლისა უკრაინიდან. EU4Youth პროგრამის დახმარებით, მან წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარე ნატოლინის ევროპის კოლეჯი დაამთავრა.
15:42 / 16-09-2023
გურჯაანელმა სპორტსმენებმა, ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, - 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
15:08 / 12-09-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 6 / 13 °C
img
საგარეჯო 6 / 12 °C
img
დ.წყარო 4 / 9 °C
img
სიღნაღი 5 / 14 °C
img
ლაგოდეხი 5 / 11 °C
img
ყვარელი 6 / 13 °C
img
თელავი 6 / 13 °C
img
ახმეტა 5 / 13 °C
img
კალენდარი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.