სოფლის მეურნეობა
ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავებულია - ლევან მეხუზლა
სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას, შესრულებულია. მევენახეების მოსავალი სრულად დაბინავებულია.


ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ყურძნის ძირითადი ნაწილი კერძო სექტორმა ჩაიბარა.



„წლევანდელი რთველი, საბოლოო ჯამში, ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარდა. რთველი დასასრულს უახლოვდება, ყურძენი ჯერ კიდევ იკრიფება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თუმცა, რამდენიმე დღეში დამთავრდება და საბოლოო შედეგებსაც შევაფასებთ.
ძალიან დიდი როლი ითამაშა მთავრობის მიერ დადგენილმა სუბსიდირების სქემამ, რამაც განაპირობა კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობა. მეწარმეებმა ბევრად მეტი ყურძენი ჩაიბარეს და გადაამუშავეს, ვიდრე შარშან.

რაჭის მაგალითზე, შეიძლება ვთქვათ, რომ მთლიანად კერძო სექტორში დაბინავდა ყურძენი და სახელმწიფოს საერთოდ არ მოუწია ჩარევა. საბოლოო ჯამში, მოსავალი მთლიანად ჩაბარდა. რაც იყო მთავარი მიზანი, რომ არ დარჩენილიყო არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი, ამავდროულად, მაქსიმალურად აქტიური ყოფილიყო კერძო სექტორი - შესრულდა, “ - ამბობს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა.



სააგენტოს ხელმძღვანელი იმ გარემოებებზეც საუბრობს, რამაც წელს სუბსიდირების პროგრამის გაგრძლება განაპირობა.

„ყურძენზე სუბსიდია გაგრძელდა ობიექტური მიზეზების გამო. პირველ რიგში, პანდემია ახალი გადასულია და ასევე, წელს გაზაფხულზე დაიწყო ომი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ჩვენს ტრადიციულ ბაზრებს წარმოადგენს, რამაც ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა მოახდინა ექსპორტზე. განსაკუთრებით კი იმ პროდუქტზე, რომელიც თეთრი ყურძნისგან მზადდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ სუბსიდია წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. თუმცა საბოლოო მიზანია, ფასის სუბსიდირებისგან გავიდეთ და შევიკავოთ თავი,“ - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

ამ დროისთვის კახეთში გადამუშავებულია 245 ათასამდე ტონა ყურძენი.
მოსავალი უკვე დააბინავა 21 ათასზე მეტმა მევენახემ, რომელთა შემოსავალი 246 მლნ ლარს აღწევს.
ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში 255 საწარმო იყო ჩართული.



გადამუშავებული ყურძნიდან 138,5 ათას ტონამდე რქაწითელია, 90 ათას ტონამდე - საფერავი, 5,7 ათას ტონამდე - კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 60 ათასი ტონა, შემდეგია: ყვარელი - 59 ათასი ტონა, თელავი - 44,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 24,1 ათასი ტონა, საგარეჯო 24 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 11,8 ათასი ტონა, ახმეტა - 11,3ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 8 ათასი ტონა.

გასული წლების ანალოგიურად, რთველის ორგანიზებულად ჩატარებას, ჩასაბარებელი ყურძნის აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს, რთველის შტაბი უწევდა კოორდინაციას.


[R]

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თხილის
წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თხილის წარმოების ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.
14:08 / 16.11.2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი,
წინა წელთან შედარებით, 95 მლნ ლარით იზრდება. ამის შესახებ გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 95 მლნ ლარით იზრდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.
13:24 / 04.10.2022
კახეთში დაახლოებით ყურძნის მოსავლის 80% უკვე გადამუშავებულია. ამის
შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ
შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან
განაცხადა.
კახეთში დაახლოებით ყურძნის მოსავლის 80% უკვე გადამუშავებულია. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
17:58 / 03.10.2022
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, 200 ათასი
ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, 200 ათასი ტონა ყურძენი უკვე გადამუშავებულია.
12:26 / 29.09.2022
სამართალი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაძლიერებისა და ინსტიტუციური გაფართოების ფარგლებში, თელავში, ერეკლე II-ის გამზირი, №16-ში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კახეთის რეგიონალური სამმართველო გაიხსნა, რომელიც ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და აღჭურვილია საგამოძიებო ორგანოსთვის აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით
11:19 / 13-02-2023
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კაჭრეთში. კოლეჯ "აისის" მიმდებარე ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომანქანა 60 წლამდე ასაკის ფეხითმოსიარულე ქალს დაეჯახა.
14:01 / 31-01-2023
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, საგარეჯოში თავდამსხმელი ყოფილი სამხედროა, რომელიც ავღანეთის მისიაშიც მონაწილეობდა.
09:50 / 20-01-2023
ეკონომიკა
საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, თიბისი, ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით,საქართველოს რეგიონებში შეხვედრებს მართავს, სადაც ადგილობრივ ფერმერებს სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის, თუ რა საბანკო პროდუქტები და სახელმწიფო პროგრამებია მათთვის ხელმისაწვდომი. ღონისძიებები მარტსა და აპრილში პანელური დისკუსიების ფორმატში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას, თიბისისთან ერთად, პარტნიორებიც მიიღებენ სოფლის განვითარების სააგენტოდან, „აწარმოე საქართველოდან“ და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამიდან.
17:01 / 13-03-2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები დაამტკიცდა.
17:40 / 07-03-2023
სხვა ამბები
დატოვოს დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი - ამ მოთხოვნით manifest.ge-ზე პეტიცია გამოქვეყნდა.
17:37 / 16-03-2023
გურჯაანის,სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარმა დეპუტატის დავით სონღულაშვილის განცხადებით, კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება შეცდომა იყო.
00:09 / 11-03-2023
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის მიერ გაცემული რეკომენდაციებიდან ხელისუფლებამ კიდევ ერთი პუნქტი შეასრულა და სახალხო დამცველი აირჩია.
17:47 / 10-03-2023
საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციით, დღეს, 11:45 საათზე, საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა გაიმართება.
11:49 / 10-03-2023
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, კლერ ბაზი მალორის მიმართა, აღარ განიხილონ თხოვნა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ კანონპროექტებზე სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე.
17:14 / 09-03-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 8 თებერვალს ახმეტაში, ფარნაოზ ჩიკვილაძის სახელობის დარბაზში, 2008-2010 წლებში დაბადებულ ახალგაზრდებს შორის ქართულ ჭიდაობაში მუნიციპალიტეტის პირველობა ჩატარდა.
12:22 / 10-02-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 7 / 16 °C
img
საგარეჯო 8 / 14 °C
img
დ.წყარო 6 / 13 °C
img
სიღნაღი 7 / 17 °C
img
ლაგოდეხი 6 / 14 °C
img
ყვარელი 7 / 16 °C
img
თელავი 9 / 14 °C
img
ახმეტა 8 / 15 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.