საზოგადოება
საცურაო აუზი _ გურჯაანელების "აუხდენელი ოცნება"
ინგა ბიტარაშვილი გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის რეაბილიტაცია 2006 წელს დაიწყო, მაგრამ უკვე დაგეგმილი საცურაო აუზის აღდგენა ვერ მოხერხდა. `სპექტრის~ მიერ ინტერნეტ და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საცურაო აუზი უნდა ფუნქციონირებდეს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება უახლოეს სამ წელიწადში ამ საკითხის მოგვარებას არ გეგმავს. გურჯაანში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე სპორტკომპლექსი უკვე 16 წელია არ ფუნქციონირებს. პრეზიდენტის პროგრამაში, რომელიც 2005 წელს დაიწყო (ითვალისწინებდა სპორტული დარბაზების რეაბილიტაციასა და ახლების შენებას), გურჯაანიც მოხვდა. აღნიშნულ საკითხზე გაზეთი `სპექტრი~ 2006 წლის 10-17 ოქტომბრის #35(149)-ში წერდა. იმ დროისთვის გურჯაანის რაიონის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექტორმა, დავით მაჭარაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "ამჯერად ხორციელდება პრეზიდენტის პროგრამა. აქედან გამომდინარე, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტს გამოყოფილი აქვს გარკვეული ხარჯები, საიდანაც უშუალოდ მოხდა დაფინანსება. გურჯაანის სპორტკომპლექსისთვის 200 ათასი ლარია გამოყოფილი. მართალია, სრული რეაბილიტაციისთვის უფრო მეტი, დაახლოებით 1 მლნ ლარია საჭირო, მაგრამ ამ ეტაპზე მეტი საშუალება არ იყო. მომავალი წლისთვის კი, მისი სრული აღდგენა მოხდება." სპორტკომპლექსის დირექტორმა საცურაო აუზის აღდგენაზეც ისაუბრა: "...მომავლისთვის აუცილებლად აღდგება საცურაო აუზი. მეორე სართულზე ორმოცკაციანი სპორტული სასტუმროა გათვალისწინებული. ეს უკვე დაგეგმილია და მუშაობაც დაწყებულია," _ განმარტა მან. ზემოთ აღნიშნული გეგმებისა და დაპირებების შემდეგ, თითქმის ხუთი წელი გავიდა, მაგრამ სპორტკომპლექსის სრული რეაბილიტაცია ვერ მოხდა. შესაბამისად, მოსახლეობა საცურაო აუზის გარეშე დარჩა. გურჯაანელები `სპექტრთან~ საუბარში ამბობენ, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარება ადგილობრივ ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. "ადრე პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში სპორტკომპლექსში რაღაცეები შერემონტდა, მაგრამ ეს არ შეეხო საცურაო აუზს, რაც ვფიქრობ მეტად საჭიროა. ასეთ სიცხეს ხალხი ვეღარ უძლებს და ალაზანზე გარბის. ეს მდინარეც საკმაოდ შორსაა და სანამ უკან ამოხვალ ისევ გცხელა. თანაც თითქმის ყოველ წელს ვიღაც იხრჩობა. მესმის, რომ აუზის გაკეთება ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლების აქტიურობითა და მონდომებით ყველაფერი შესაძლებელია," _ გვითხრა ნუნუ ხაბელაშვილმა. საცურაო აუზის აღდგენას ახალგაზრდებიც ითხოვენ. "აუზი რომ გააკეთონ, ჩვენთვის ეს ყველაზე მაგარი საჩუქარი იქნება. არამგონია გურჯაანში ისეთი ადამიანი არსებობდეს, ვისაც ამის სურვილი არ აქვს. მისი აღდგენა უკვე აუხდენელ ოცნებად გვექცა. კარგად გავერთობოდით, რაც რაიონში ახალგაზრდებს ძალიან გვაკლია," _ გვითხრეს მათ. გართობისა და გაგრილების გარდა, ცურვა ჯანმრთელობისთვისაც რომ მეტად მნიშვნელოვანია, ამის შესახებ პედიატრებიც საუბრობენ. ნაირა სეხნიაშვილი `სპექტრთან~ საუბარში განმარტავს, რომ ბავშვის ზრდა-განვითარების ხელშეწყობისთვის ეს საუკეთესო სპორტია. "ცურვის დროს კუნთოვანი და ძვლოვანი სისტემა ვითარდება, მუშაობს აბსოლუტურად ყველა მამოძრავებელი კუნთი. რაც მთავარია, ბავშვები სწავლობენ სწორ სუნთქვას, რომელიც ხელს უწყობს როგორც გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ასევე სასუნთქი აპარატის განვითარებას. საერთოდ, საქართველოს მოსახლეობის პრობლემა ოდითგანვე იყო ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები, ამიტომაც სამკურნალო მასაჟთან და ფიზკულტურასთან ერთად, ცურვა ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს. უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენს რაიონში ასეთი კომპლექსის ფუნქციონირება ბავშვების სწორი ზრდა-განვითარებისთვის ძალიან დიდი ხელშეწყობა იქნება. თუკი საცურაო აუზი გაკეთდება გურჯაანში, რა თქმა უნდა, მისასალმებელია," _ განმარტა პედიატრმა ნაირა სეხნიაშვილმა. აღნიშნულთან დაკავშირებით, გურჯაანის სპორტკომპლექსის დირექტორი გია ბარნაბიშვილი `სპექტრთან~ საუბარში განმარტავს, რომ საცურაო აუზის აღდგენა უახლოეს წლებში, სავარაუდოდ, ვერ მოხდება."იმ დროს, როდესაც კახეთის გუბერნატორი გია ნაცვლიშვილი იყო, დავალებული ჰქონდა აუზის აღდგენისთვის ხარჯთაღრიცხვა გაეკეთებინა. გაზომვის სამუშაოები საპროექტო სამსახურიდან შუქრი მელითაურმა გააკეთა. ნახაზების აღების შემდეგ, მართლაც შედგა ხარჯთაღრიცხვა და თანხამ მილიონ ლარამდე შეადგინა (საშხაპეებით, გასახდელებით და ა.შ). გარდა ამისა, გურჯაანის საცურაო აუზი არის გადახურული, ამიტომ მას სჭირდება ფილტრაჟები, მუდმივი გათბობა, ყველაფერი ის, რაც იყო კომუნისტების დროს. ამას კი ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ დაძრავდა. იმის შესახებაც იყო მსჯელობა, რომ ვინმე ბიზნესმენს განეხორციელებინა ინვესტიცია, მაგრამ ეს რატომღაც ვერ მოხერხდა. საცურაო აუზის აღდგენა უახლოეს სამ წელიწადში, შესაძლოა, იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ რომელიმე კერძო პირს ამის გაკეთების სურვილი გაუჩნდა. ამ ეტაპზე აუზი დაკეტილი და დაცულია," _ გვითხრა გია ბარნაბიშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ საცურაო აუზი ვერ აღდგა, გურჯაანის სპორტკომპლექსის დირექტორი ამბობს, რომ უკვე მეთხე წელია, სხვა განყოფილებები აქტიურად ფუნქციონირებს. "სპორტკომპლექსი 2007 წელს გაიხსნა და მას შემდეგ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა. გვყავს კალათბურთის (ორი), ფრენბურთის, ფეხბურთისა და სხვა ჯგუფები. დადიან როგორც ბიჭები, ასევე გოგონები. ყოველდღე, საღამოს საათებში, სკოლის შემდეგ დარბაზი დატვირთულია," _ განმარტა გია ბარნაბიშვილმა. საცურაო აუზის აღდგენისთვის დიდი თანხა რომ არის საჭირო, ამას გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილიც ადასტურებს. "ეს მართლაც ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ რაოდენობის თანხას ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ გაიღებს. ალბათ, მოვა დრო როდესაც აუზის აღდგენისთვის ფინანსები გვექნება. ამჟამად კი ჯობია ჯერ გზა, წყალი და ისეთი საკითხები მოვაგვაროთ, რაც მოსახლეობისთვის უფრო პრიორიტეტულია," _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში ზაქარია იაგანაშვილმა. გურჯაანის მუნიციპლაიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ენუქიძე განმარტავს, საცურაო აუზის აღდგენისთვის თავდაპირველად შენობის რეკონსტრუქციაა საჭირო. "ჭერი 18 მეტრია ეს კი საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ ფართობი სათანადოდ გათბეს. ამიტომ უნდა მოხდეს მისი დადაბლება. გარდა ამისა, დიდი რაოდენობით წყალი ესაჭიროება. აუზი ერთი დღე რომ გაავსო, მაშინ გურჯაანს წყალი ერთი კვირა არ ექნება. სპორტკომპლექსის ეზოში დაბურღული წყალი კი მოდის, მაგრამ გოგირდიანია და სპორტის ამ სახეობისთვის გამოყენება არ შეიძლება. ასე რომ, გარდა მისი აღდგენისა, შენახვაც ძვირი ჯდება," _ გვითხრა გიორგი ენუქიძემ. მისივე თქმით, საცურაო აუზის აღდგენას კერძო ინვესტორი სჭირდება, რომელიც ჯერჯერობით არ გამოჩენილა. რაც შეეხება სპორტის დეპარტამენტს, აღნიშნული ორგანო საქმის კურსშია. მართალია, გურჯაანის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, ჯერჯერობით მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები: გზა და წყალია მოსაგვარებელი და აუზისთვის ფინანსებს არ სცალია, მაგრამ 46 ათას 800 ლარი ქალაქის ცენტრში მშენებარე იმ ფანტანისთვის იხარჯება, რომლის აუცილებლობის თაობაზეც მოსახლეობისთვის არავის უკითხავს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის
ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს
გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი
ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს.
speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის
გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
რამდენიმე დღის წინ გურჯაანში არც თუ ისე ძლიერი წვიმის დროს ქალაქის ცენტრალური მაგისტრალი კვლავ დაიტბორა ისე, რომ ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაზე პრობლემა შეექმნათ. ადგილობრივები შიშობენ, რომ ძლიერი ნალექის დროს, შესაძლოა, გასული წლის მსგავსი სტიქია განმეორდეს. speqtri.ge-მ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, იმის გასარკვევად, თუ რას გეგმავს ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
15:21 / 27.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 8 / 17 °C
img
საგარეჯო 9 / 21 °C
img
დ.წყარო 6 / 16 °C
img
სიღნაღი 8 / 18 °C
img
ლაგოდეხი 8 / 13 °C
img
ყვარელი 8 / 17 °C
img
თელავი 9 / 22 °C
img
ახმეტა 8 / 22 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.