არჩევნები 2017
რას ჰპირდებიან მერობის კანდიდატები გურჯაანელ ამომრჩეველს
თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ ცოტა დრო დარჩა. გურჯაანის #12 საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის ათი კანდიდატი დარეგისტრირდა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”- არჩილ ხანდამაშვილი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- ნიკა ნიჟარაძე
“ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველო”- გიორგი პეტრუზაშვილი
“დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- “დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”- გია ხელაშვილი
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”- კობა კუპრაშვილი
მემარცხენე ალიანსი”- ზურაბ სეფიაშვილი
“საქართველოს ლეიბორისტული პარტია”- შორენა ძამუკაშვილი
„საქართველო”- მთვარისა ბუიღლიშვილი
„გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო” დარეჯან მაჭავარიანი
საინიციატივო ჯგუფი- მიხეილ ფურცელაძე

რა პრობლემა უნდა მოაგვაროს პირველ რიგში ახლადარჩეულმა მერმა – ამ თემაზე ვებგვერდ speqtri.ge-ს საშუალებით გამოკითხვა ჩავატარეთ. ერთი კვირის განმავლობაში საკუთარი მოსაზრება სულ 130-მა ვიზიტორმა დააფიქსირა. უმრავლესობამ ნომერ პირველ პრობლემად სოციალური საკითხი მიიჩნია.
ხმები ასე გადანაწილდა: სოციალური საკითხების მოგვარება – 60 ხმა; ქალაქის იერ-სახის შეცვლა- 30; გზების რეაბილიტაცია -21; წყალგაყვანილობის მოწესრიგება-14; დასაქმება-5.დავინტერესდით, რამდენად შეესაბამება ხალხის მოთხოვნები და კანდიდატების სამომავლო გეგმები ერთმანეთს? სწორედ ამ მიზნით კითხვით, – რა არის უმთავრესი პრობლემა მუნიციპალიტეტში და როგორ ხედავთ მათი გადაჭრის გზებს – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის ათივე კანდიდატს მივმართეთ.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი, ძირითად პრობლემად მოუწესრიგებელ წყალმომარაგებას ასახელებს და მნიშვნელოვნად თვლის ტურიზმის ხელშეწყობას გურჯანში. როგორც მან ჩვენთან საუბარში განმარტა, გამარჯვების შემთხვევაში, სწორედ ამ საკითხების გადაჭრის ისახავს მიზნად.
„წყალი არის ყველაზე აქტუალური. მართლა სირცხილია, რომ 21-ე საუკუნეში წყლის პრობლემაზე ვსაუბრობთ. ოთხი წლის განმავლობაში პირობას ვდებ, ყველა სოფელში იმ დონემდე მივალთ, რომ მივუახლოვდეთ 24 -საათიან წყალმომარაგებას. ტურიზმის კუთხით, ვფიქრობ, ძალიან დიდ პოტენციალს ჰკარგავს გურჯაანი. დიდების მემორიალის გარშემო აუცილებლად მოეწყობა ინფრასტრუქტურა . იქ შესანიშნავი მუზეუმია, რომელიც დაიტვირთება და ხელმისაწვდომი გახდება ტურისტებისთვის. ბევრია გაკეთებული, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი. ეს არის ჩემი ძირითადი ხედვა.“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ნიკა ნიჟარაძე, ყველაზე აქტუალურ საკითხად სოციალურ ფონს ასახელებს და მათი გადაჭრის გზებზე საუბრობს.
„მოსახლეობასთან შეხვედრას მუდმივ რეჟიმში ვაწარმოებთ. ყველაზე პრიორიტეტული საკთხი, სამწუხაროდ, დღეს ისევ სოციალური ფონი რჩება. სოციალური დახმარების მიმღები მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად განახევრებულია. ჩვენი სოციალური პროექტით და პროგრამებით ვეცდებით შეღავათი გავუკეთოთ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. ეს იქნება: ოპერაციების თანადაფინანსების ათას ლარამდე გაზრდა, მედიკამენტების თანადაფინანსება თითქმის ასი პროცენტით. მრავალშვილიანი ოჯახები უნდა წახალისდნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვიურ დახმარებას 200 ლარამდე გავზრდით, აუცილებლად უნდა დავაფინასოთ მშობიარობა ასი პროცენტით, შემოგვაქვს ვაუჩერიზაციის სისტემა. ზამთრის პერიოდში სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს 50 ლარის ვაუჩერს მივცემთ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახდელად. ჩემს კონკურენტებს რომ ვუსმენ, სოფლის მეურნეობის საკითხების მოგვარებას აანონსებენ. ეს მართლაც დიდი პრობლემაა, მაგრამ გურჯაანის მერს არ შეუძლია ყურძნის და ატმის ფასი დაარეგულიროს. ეს ტყუილია.“

„ბაქრაძე, უგულავა-ევროპული საქართველოს”- წარმომადგენელი გიორგი პეტრუზაშვილი, მერად მოსვლის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, პენსიის გაზრდას ჰპირდება.
„ალბათ ყველა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის საზრუნავი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებაა. ჩვენს პარტიას აქვს გეგმა, ბიუროკრატიული აპარატის ხარჯების შემცირების გზით, რაიონის ბიუჯეტში გამოინახოს თანხა, რითაც პენსიონერებს სავარაუდოდ 20 ლარით გაეზრდება პენსია. ბევრია ისეთი ადამიანი, რომელსაც კანონდარღვევით მოეხსნა დახმარება. რა თქმა უნდა, რთული იქნება საგენტოსთან ამ თემაზაე საუბარი, მაგრამ ისევ და ისევ იმ ადგილობრივი ბიუჯეტის საშუალებით ჩვენ შევძლებთ მათ დახმარებას.“

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მერობის კანდიდატი, კობა კუპრაშვილი ყველაზე აქტუალურ პრობლემად მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას მიიჩნევს.მისთვის ასევე მნიშვნელოვანია ყურძნის და ატმის რეალიზაცია.
„ყველა კანდიდატი იძახის, რომ გზას და წყალს გავაკეთებო, თითქოს ამის გარდა არაფერი არ არის მუნიციპალიტეტში გასაკეთებელი. ერთ- ერთი მთავარი პრობლემა არის სოციალურად დაუცველი ადამიანების პრობლემა. მასიური ხასიათი მიიღო სოციალური დახმარების შეწყვეტამ. ეს რაიონის გამგებლის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, მაგრამ აუცილებლად უნდა მიეხედოს. ახალი სიები შეიქმნას ან ბაზები შეიცვალოს.
გურჯაანი აგრარული რაიონია. აუცილებელია ნორმალური საწარმოს აშენება, რომელიც დაზიანებულ ატამს ჩაიბარებს და დაამზადებს ნატურალურ წვენს. რაც შეეხება ყურძენს, ქარხნებში ხდება ღვინის ფალსიფიკაცია. როგორც გამგებელს, მე რა თქმა უნდა, არ მექნება ბერკეტი ეს აღვკვეთო, მაგრამ შემიძლია გავაკონტროლო, მოვითხოვო დოკუმენტაცია. ამით შეიძლება პრობლემა მთლიანად არ მოგვარდეს, მაგრამ შემცირდება. მერწმუნეთ ამის შემდეგ, გლეხი არ შეწუხდება ყურძნის ჩაბარებაზე, აქეთ მეღვინეები შეიხვეწებიან. ეს არის დიდი პრობლემა და ამის მოგვარება შეიძლება. ეს არის ჩემი პრიორიტეტული საკითხების ეკონომიური ნაწილი.“

„მემარცხენე ალიანსის”- მერობის კანდიდატი ზურაბ სეფიაშვილი, სოფლებში წყლის პრობლემის მოგვარებას ასახელებს, როგორც თავად ამბობს, ყოველ წელს ამისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხა არამიზნობრივად იხარჯება.
„ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, არის წყალი, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის აუცილებელია. ამ პრობლემას ძალიან მარტივად მოვაგვარებ. ყოველ წელს ინფრასქტრუქტურულ პროექტებში ბევრი ფული იდება. სპეციალურად აკეთებენ უხარისხოდ, რომ პრობლემა შემდეგ წლებშიც იყოს. ჩემი მოსვლის შემდეგ, არამიზნობრივად ერთი თეთრიც არ გაიხარჯება. პირველ რიგში, კაპიტალურად გაკეთდება ჭაბურღილები, ისე მკვიდრად, რომ მრავალი წლის განმავლობაში პრობლემა აღარ შეიქმნას. ეს ახლანდელ ხელისუფლებას არ აწყობს. “

“დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა- “დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” კანდიდატი გია ხელაშვილი, მუნიციპალიტეტში პრობლემების მოგვარებას პოლიტიკურ ჭრილში აფასებს.
„ როცა ძალაუფლება კონკრეტული პოლიტიკური ძალის ხელშია, ასეთ დროს, მოსახლეობის ძირითადი პრობლემის გადაჭრაზე საუბარი ოპოზიციური პარტიის მხრიდან ძალიან ძნელია. პრიორიტეტი ყველაფერია, ყოფაცხოვრებაა პრიორიტეტი, მაგრამ როგორ გინდა გააკეთო ეს ყველაფერი. ჩემი არჩევის შემთხვევაში, მე მაქსიმალურად არ დავაკლებდი ცდას ხალხის პრობლემების მოგვარებას, მაგრამ ცხოვრების დონეს და სიტუაციას, რომ ოპოზიციონერი გამგებელი ვერ შეუცვლით ეს ახალი ამბავი არ არის. რეალისტურად უნდა შევხედოთ სიტუაციას. წყალი, გაზი და გზა ეს ის საკითხებია, რომლებიც პირველ რიგში, მოსაგვარებელია, მაგრამ ის რომ გაუუმჯობესო ადამიანებს მატერიალური მდგომარეობა, ეს რაიონში არჩეულ გამგებელზე ვერ იქნება დამოკიდებული თუ ის ოპოზიციური პარტიიდანაა. სულ სხვა შემთხვევაა თუ კანდიდატი ხელისუფლებისგან მოდის. მათ უკეთესი ბერკეტი აქვთ საამისოდ. “

პარტია „საქართველოს” მერობის კანდიდატი მთვარისა ბუიღლიშვილი, მოსახლეობას პროექტების დახმარებით ბანკის ვალების დაფარვაში ჰპირდება დახმარებას.
„ ძალიან მინდა, დავეხმარო ადამიანების საშუალო ფენას. პირველი გასაჭირი, ამ წუთში, ხალხისთვის ბანკის ვალებია. გზებიც და წყლებიც მთავარია, მაგრამ ჯერ ეს. ბევრია ბანკში ჩადებული და დაკარგული სახლები. არსებობს ისეთი პროექტები, საიდანაც შეიძლება ხალხის დაფინანსება, რომ ჰქონდეთ თავიანთი პატარა ბიზნესი. ჩვენ გვაქვს ისეთი პროგრამა ხუთწლიანი გეგმით, რომელიც განავითარებს, როგორც ქალაქს, ისე სოფელს. მინდა ყველას დავეხმარო.“

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი, მიხეილ ფურცელაძე, ამომრჩეველს გვერდში დგომას და ყველა პრობლემის მოგვარებას ჰპირდება.
„ არაფერი არ არის მოგვარებული. თუ არ ჩავთვლით მცირეოდენ ინფრაქსტრუქტურას. 24 -საათიანი წყალმომარაგება უნდა მოსახლეობას. მუნიციპალიტეტს სჭირდება ნორმალური ხალხი, ვინც საქმეში ერკვევა . საჯარო სამსახურებში დასაქმებულები არიან არასპეციალისტები. მერად ოცნებამ წამოაყენა ნაციონალი კანდიდატი, ყველაფერი ხდება ჩაწყობით და ეს უნდა დამთავრდეს. ჩემი მერად მოსვლის შემთხვევაში, გაჭირვებულ ხალს დავუდგები გვერდით.“

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელი შორენა ძამუკაშვილი, პირველ რიგში, გურჯაანის აგრარული ბაზრის გაკეთებას გეგმავს.
„მინდა გურჯაანის საცხოვრებლადაც და ტურისტული თვალსაზრისითაც მიმზიდველი გახდეს. დღეს რაიონში უამრავი პრობლემაა. პირველ რიგში, უნდა მიეხედოს აგრარულ ბაზარს. ყოველდღიურად უამრავ ადამიანს უხდება იქ გაუსაძლის პირობებში ყოფნა. იქნებ მოლაპარაკების გზით, ან მუნიციპალიტეტის სახსრებით მოვაგვაროთ ეს პრობლემა. დანარჩენს კიდევ გადავხედავ რა იქნება მიშვნელოვანი. არ მინდა გამგეობაში მოსული არცერთი ადამიანი იმედგაცრუებული დაბრუნდეს სახლში. მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქალაქს და მოსახლეობას. თავს არ დავზოგავ რაიონის კეთილდღეობისთვის.“

მეათე კანდიდატმა, პარტია „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველოს” წარმომადგენელმა, დარეჯან მაჭავარიანმა, მედიასთან თანამშრომლობასა და ინტერვიუზე უარი განაცხადა.






სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები
განიხილა.

#17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საჩივრები განიხილა.

11:11 / 26.10.2017
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა,
რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და
ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი
შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
17:26 / 23.10.2017
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი
მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი
დეპუტატები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქში, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები "ქართული ოცნების" კანდიდატები იქნებიან.
16:55 / 23.10.2017
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი
პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები
უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
15:59 / 23.10.2017
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 12 / 26 °C
img
საგარეჯო 12 / 22 °C
img
დ.წყარო 9 / 21 °C
img
სიღნაღი 12 / 28 °C
img
ლაგოდეხი 11 / 23 °C
img
ყვარელი 12 / 26 °C
img
თელავი 12 / 22 °C
img
ახმეტა 12 / 22 °C
img
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.