ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. გამოკითხულთა 69%-ისთვის ხელისუფლების მიზანი, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდეს მისაღებია , 21% კი ფიქრობს, რომ მიუღებელია.
გამოკითხულთა 57%, რომელთათვისაც საქართველოს NATO-ს წევრობა მისაღებია, თვლის, რომ ეს ქვეყანას უსაფრთხოებას მოუტანს, 49%-გააუმჯობესებს ეკონომიკას, 20% -ხელს შეუწყობს წევრ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას, 16% -გაზრდის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობებს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 17 ნოემბერი - 7 დეკემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1881 ადამიანი. კვლევა დააფინანსა შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტომ (Sida) და ჩატარა CRRC-საქართველომ.
მასალის გამოყენების პირობები