პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - 7 მილიარდი ლარის ინვესტირებას ვგეგმავთ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის
გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, გეგმა, როგორ უნდა განვავითაროთ კიდევ უფრო მეტად სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება. ეს იქნება ჩემი მთავრობის მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წალენჯიხაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გოგა გულორდავას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 7 მილიარდი ლარის ინვესტირება იგეგმება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, 2,5 მილიარდი დაიხარჯება ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად.

„ჩვენ ვვარაუდობთ ჯამში 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას და 1000-ზე მეტი ახალი საწარმოს შექმნას. აქ მოსვლამდე ვიმყოფებოდი ერთ-ერთი ძალიან მშრომელი ფერმერის, ტერენტი კვარაცხელიას კარმიდამოში, ვნახე მისი თხილის ბაღები და მართლაც გასაოცარია ის, რაც ვნახე. დღეს მშრომელ ფერმერს უფასდება შრომა. ეს იყო მართლაც წარმატებული მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, მთავრობისა და მოქალაქის ურთიერთთანამშრომლობით მივიღოთ წარმატებული ფერმერი. სწორედ თხილის ბიზნესი არის ძალიან წარმატებული, საქართველო მსოფლიოში ტოპ-ხუთეულში შედის. პირველ ადგილზეა თურქეთი, მეორეზე - იტალია, მესამე ადგილზე - ჩვენ, მსოფლიოში თხილის წარმოების მიხედვით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, ეტაპობრივად, სულ რამდენიმე წელიწადში გადავიდეთ მეორე ადგილზე. გვაქვს ამბიციური გეგმა და ხედვა, რომ თხილის წარმოების კუთხით საქართველო გახდეს მსოფლიოში მეორე მწარმოებელი ქვეყანა. ეს შეგვიძლია ჩვენ და შეგიძლიათ თქვენ, ჩვენო მშრომელო, ერთგულო ხალხო, ჩვენი მთავრობის მხარდაჭერით. ჩვენ გვაქვს სერიოზული პროგრამები“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისა და თავდადებისთვის, რომელსაც ისინი იჩენენ.

„ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით ძალიან დიდ ოჯახს, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნება“ და რომელმაც 7 არჩევნებში ძალიან ღირსეული, ძლიერი, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ეს გამარჯვება, ძვირფასო მეგობრებო, სწორედ თქვენი დამსახურებაა - ჩვენი ერთობის და ჩვენი შეუპოვრობის. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არაერთ პროექტი განვახორციელეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და მინდა, რამდენიმე გამოვყო ამ რეგიონის ჭრილში.

სამეგრელო, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, საამაყო რეგიონია. აქ მცხოვრები თითოეული მოქალაქე გამორჩეულია ნიჭიერებით და თავდადებით, სახელმწიფოებრივი აზროვნებით. მინდა, ხაზი გავუსვა სწორედ ამას, რომ სამეგრელო გამოირჩევა განსაკუთრებულად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეებით. ამისთვის მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ.

მეგრელებმა ძალიან კარგად იცით ჩვენი ქვეყნის, სახელმწიფოს და ჩვენი ერთობის მნიშვნელობა და შავის და თეთრის, სიკეთის და ბოროტების გარჩევა. სწორედ თქვენი სიბრძნის დამსახურებაა ის, რომ ჩვენი მთავრობა, ჩვენი პარტია, ჩვენი ხელისუფლება მართავს ქვეყანას უკვე 8 წელია და 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ. ჩვენ მოსახლეობას მოვუტანეთ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ამას გარდა, განვითარება ყველა მიმართულებით - იქნება ეს ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, კულტურა, სპორტი და ა.შ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ მეტი გვინდა, მეტი შრომა, მეტი საქმე, მეტი შედეგი გვჭირდება. ჩვენს მოსახლეობას უნდა ვაჩვენოთ კიდევ უფრო მაღალი შედეგები, უნდა გავაათმაგოთ ჩვენი ეფექტურობა, ტემპები უნდა დავაჩქაროთ და კიდევ უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიმართულება და ჩვენი მთავარი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 12 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 15 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 15 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.