პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ჩვენი ხალხი შიგნით გაერთიანებული არ არის და ჩვენ აბსოლუტურად უსაგნო, უშინაარსო კამათებს ვმართავთ
ჩვენ სტაბილურად ვმართავთ ჩვენს ქვეყანას, რაც ერთის მხრივ არის ძალიან საპატიო, მაგრამ პირველ რიგში ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, თორნიკე ჯანაშიას წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მივესალმები მარტვილს და მარტვილელებს, ჩვენს საპატიო და საამაყო ხალხს, დიდი პატივისცემით და მადლიერებით. დიდი პატივია ჩემთვის დღეს აქ ყოფნა, ამ ულამაზეს და ისტორიულ ადგილას. ჩვენ, ქართველები და მეგრელები, ვამაყობთ მარტვილით, ამ ისტორიული ადგილით, რომელმაც ჩვენი საამაყო შვილები აღგვიზარდა. ამბობენ, რომ ანდრია პირველწოდებულის მიერ ერთ-ერთი პირველი ტაძარი აქ დაფუძნდა და ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ცენტრი იყო სწორედ მარტვილი. დიდი სიამაყით უნდა გავიხსენო ასევე გიორგი ჭყონდიდელი, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობდა იმდროინდელი საქართველოს გაძლიერებაში, კერძოდ ჩვენი საამაყო მეფის, დავით აღმაშენებლის აღზრდის საქმეში. ასევე დიდი სიამაყით უნდა გავიხსენო ჩვენი პატრიარქი ამბროსი ხელაია და მისი გმირული, სამაგალითო, პატრიოტული მოღვაწეობა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი დიდი წინაპრებისა და გმირების წინაშე. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და მადლობა თქვენი ერთგულებისთვის, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. თქვენი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა, რომ ჩვენმა დიდმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლო 7 არჩევნებში ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ სტაბილურად ვმართავთ ჩვენს ქვეყანას, რაც ერთის მხრივ არის ძალიან საპატიო, მაგრამ პირველ რიგში ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მოსახლეობას ჯერ კიდევ არაერთი სირთულე აქვს გადასაჭრელი.

„არაერთი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის წინაშე, როგორიცაა პანდემია, მაგრამ ვფიქრობთ, პანდემია არის დროებითი მოვლენა. ჩვენ განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა მივმართოთ ქვეყნის გაერთიანების მიმართულებით. ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია ჩვენი ქვეყნის გაძლიერება და რეალურად ფეხზე დაყენება. ეს არის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი, ბარიერი ჩვენი გაერთიანების, ასევე ჩვენი ხალხის და ერის გაერთიანების. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ტკივილია, რომ დღეს ჩვენი ხალხი შიგნით გაერთიანებული არ არის და ჩვენ აბსოლუტურად უსაგნო, უშინაარსო კამათებს ვმართავთ და ხალხს მოვაბეზრეთ ამდენი გაუგებარი პოლიტიკური კინკლაობა. ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უსარგებლოა. მეორეს მხრივ, ჩვენ კარგად გვესმის, რომ პოლიტიკოსების უმრავლესობას არ აქვს რეალური დღის წესრიგი, რეალური შემოთავაზება, განვითარების ხედვა, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს რეგიონებს, ქალაქებს, მუნიციპალიტეტებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 25 °C
img
დ.წყარო 11 / 26 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 13 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.