პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ, ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და მეორეს მხრივ არის კორუმპირებული
იყო ნიკო ნიკოლაძის ქალაქის მერი, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საპატიო და საამაყო და ამავდროულად - ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მჯერა, ჩვენი კანდიდატი ბექა სწორედ ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით, ამ მოტივაციით გააგრძელებს ქალაქის შენებას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდისა და თითოეული კანდიდატის მთავარი გამოწვევა და კონკურენტი ქვეყანაში დღეს არსებული პრობლემებია.

„დღეს ჩვენ ძალიან ბედნიერი ვართ, რომ აქ ვიმყოფებით, ამ ისტორიულ, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში, ქალაქ ფოთში, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა სტრატეგიული მნიშვნელობით. ფოთში ბოლო 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი მომდევნო წლებში. ჩვენ ახლა ვემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის და შერჩეული გვყავს კანდიდატი, რომელიც მოემსახურება ფოთს და ფოთელების ინტერესებს. არ შემიძლია არ აღვნიშნო შედარებისთვის, თუ ვის უპირისპირდება დღეს „ქართული ოცნების“ კანდიდატი და ზოგადად ჩვენი გუნდი. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ის პრობლემები, რომელიც ფოთში არსებობს, ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ჩვენთვის ეს არის მთავარი კონკურენტი. ყველა კანდიდატის მთავარი კონკურენტი უნდა იყოს ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ მრავლად არის. მეორეს მხრივ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, ვინ არის ჩვენი კანდიდატი, რომელიც ძალიან სწორად შევარჩიეთ - ახალგაზრდა, მოტივირებული, ენერგიული კაცი, რომელიც გამოირჩევა პატიოსნებით, ძალიან კარგი განათლებით, არის პატრიოტი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იზრუნებს ფოთზე და ფოთელებზე - ბატონი ბექა ვაჭარაძე, ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, მიუხედავად მისი ასაკისა. მანამდე იგი იყო საკრებულოს თავმჯდომარე, კარგად არის გარკვეული ყველა იმ საკითხში, რომელიც ფოთის წინაშე დგას და ფოთელებს აწუხებთ და მჯერა, ბექა იქნება ძალიან წარმატებული ფოთის მერი“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, აუცილებელია მაქსიმალური მობილიზება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დამაჯერებლად, ღირსეულად გაიმარჯვოს და გაიმარჯვონ ფოთელებმა.

„მინდა, ძალიან მოკლედ გითხრათ, თუ ვინ უპირისპირდება ჩვენს ღირსეულ კანდიდატს - ახალგაზრდობას, მომავალ თაობას, განვითარებას. უპირისპირდება ალბათ პოლიტიკოსისთვის ყველაზე შეუფერებელი. ნათქვამია, რომ ძალაუფლება რყვნის ადამიანს, პოლიტიკაში ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მრავლად ვნახეთ ასეთი გარყვნილი პოლიტიკოსები. მე არ მოვერიდები ამის თქმას, ვინაიდან ვიცით, რომ ჩვენ დღეს კიდევ ვდგავართ არჩევანის წინაშე. ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ, გაურყვნელ ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და თავის ფოთელებს და მეორეს მხრივ არის კორუმპირებული, დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა. ძალიან მაინტერესებს, რა უნდა ამ ადამიანს ფოთში, რატომ მოდის ფოთში კაცი, რომელიც ცნობილია ძარცვით და თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თვალსაჩინო კორუფციონერია. ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი, მძარცველი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსის იმიჯით თუ სტატუსით მოსიარულე. შესაბამისად, არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ჩვენს მოქალაქეებს, ფოთელებს მოუწევთ ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება პატიოსნებას, ღირსებას და ერთგულებას შორის და მეორეს მხრივ, იმასთან, რაც ჩამოვთვალე, აღარ გავიმეორებ, აღარ შევაწუხებ ჩვენს მოსახლეობას. ასე, რომ მინდა, კიდევ ერთხელ წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს. ასევე, მინდა ვუთხრა ჩვენს ფოთელებს, რომ მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ის ხარვეზი, თუ რაიმე იყო ბოლო წლების განმავლობაში ფოთში, მაქსიმალურად დროულად იქნას გამოსწორებული. ამას შეძლებს ბექა მის გუნდთან ერთად. მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება ცენტრალური მთავრობისგან და ყველა იმ ხარვეზს თუ შეცდომას, რომელიც იყო ბოლო წლებში ან თუ რაიმე ძალისხმევა დავაკელით, აუცილებლად ძალიან მოკლე დროში ამ ყველაფერს გამოვასწორებთ, ვინაიდან ფოთი იმსახურებს უკეთესს, ფოთი იმსახურებს უფრო მაღალი ტემპებით, დიდი ტემპებით განვითარებას, წინსვლას, დამშვენებას და ამ ყველაფერს ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


[R]


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 10 / 23 °C
img
სიღნაღი 13 / 30 °C
img
ლაგოდეხი 14 / 25 °C
img
ყვარელი 14 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 15 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.