პოლიტიკა
თბილისის მერობისა და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ვაზისუბანში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ
ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე და ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახაბერ ლაბუჩიძე ვაზისუბანში, კვაჭანტირაძის #30-ში და ჯუმბერ ლეჟავას ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდნენ.

შეხვედრაზე კახა კალაძემ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა თბილისელებს და მათ კახაბერ ლაბუჩიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. პირველ რიგში, ჯანმრთელობას გისურვებთ. ამ რთულ ვითარებაში ყველამ დავაფასეთ, რამდენად ძვირფასია სიცოცხლე. მთავარია ჯანმრთელად იყოთ თქვენს ოჯახებთან ერთად, სხვა ყველაფერი იქნება. ერთი რამ იცოდეთ, რომ არაფერში დაგაღალატებთ, ამ მხარდაჭერას დავაბრუნებთ, შრომა არ გვეზარება. ოთხი წლის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით და შედეგიც სახეზეა, ეტყობა ცვლილებები ქალაქს. რა თქმა უნდა, არსებობს გამოწვევები, მაგრამ ყველაფერს მივხედავთ, მთავარია, ყველანი ჯანმრთელად ვიყოთ. მე მინდა მოგიწოდოთ, მხარი დაუჭიროთ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატს, კახა ლაბუჩიძეს, ეს ჩემი პირადი მხარდაჭერაცაა. ერთიანი ძალისხმევით უნდა შევუდგეთ საქმიანობას. ხედავთ, რომ ჩვენ გარდა თბილისზე და აქ არსებულ პრობლემებზე არავინ საუბრობს, შესაბამისად, მე მჯერა, რომ თბილისელები ყველას და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახაბერ ლაბუჩიძემ მოსახლეობასთან ვაზისუბანში განხორციელებული პროექტები შეაჯამა და მათ თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ისნის რაიონში ოთხი წელი გამგებელი ვიყავი. თქვენთან ერთად ბევრი პროექტის განხორციელებას ვცდილობდი. ეს სკვერიც, სადაც ახლა ვიმყოფებით, ამის მაგალითია. ის თქვენი სურვილისამებრ მოვაწყვეთ. ხედავდით ადრე როგორ შენდებოდა კორპუსები, არ ითვალისწინებდნენ ბავშვებისთვის დასასვენებელი სივრცეების საჭიროებას. თქვენი ჩართულობით კიდევ ბევრი ასეთი პროექტი გამოგვივიდა. განსაკუთრებით ამაყი ვარ ვაზისუბანში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კუთხით განხორციელებული პროექტებით. მართლაც 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობდით და ოთხი წლის შემდეგ ვიტყვი, რომ მე და ჩემი გუნდი პირნათელი ვართ თქვენს წინაშე. მადლობა იმ სითბოსთვის, რასაც თქვენგან ყოველდღიურად ვგრძნობ“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრა კვაჭანტირაძის #30-ში გაიმართა, სადაც 290 კვ. მ. ფართობზე დასასვენებელი სივრცე, ბავშვთა გასართობი მოედანი ატრაქციონებით მოეწყო. დამონტაჟდა განათების ქსელი LED სანათებით, განთავსდა საბაღე სკამები და ურნები. ასევე, 160 კვ. მ. ფართობზე მინი სტადიონი მოეწყო, სადაც დამონტაჟებულია ფეხბურთისა და კალათბურთის ფარები.

რაც შეეხება ჯუმბერ ლეჟავას ქუჩას, აქ წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელი სრულად განახლდა. „ჯივიპიმ“ 600 მმ. მილი შეცვალა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საფეხმავლო ბილიკები და ბორდიურები, გზის გამყოფი კუნძულები, სადაც დაირგო 60 ძირი ცაცხვის ხე, დამონტაჟდა მიწისზედა ჰიდრანტი. 7 000 კვ. მ. ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

შეხვედრას ესწრებოდნენ კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ამილახვარი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში.


[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 13 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 11 / 26 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 13 / 24 °C
img
ყვარელი 13 / 26 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.