პოლიტიკა
ფსონზე დევს თვით რუსული ცივილიზაციის არსებობა - ვლადიმირ მედინსკი
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე და რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესში, ვლადიმირ მედინსკის თქმით, ახლა „ფსონზე დევს თვით რუსეთის, რუსული ცივილიზაციის არსებობა.

მედინსკიმ აღნიშნული განცხადება მოსკოვში გამართულ ისტორიული განათლების უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, "კოლექტიური დასავლეთი უბიძგებს რუსეთს პოლიტიკური სისტემისა და ქვეყანის განადგურებისკენ".

„ვითარება შეიძლება შევადაროთ 1917 წლის თებერვლის მიჯნაზე არსებულ არეულობასა (რაც მონარქიის დამხობით დასრულდა) და 1989 წელს საბჭოთა კავშირის დაშლას.

დღეს, 24 მარტს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვე სრულდება. კრემლი ამ ქმედებას „სპეცოპერაციას“ უწოდებს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს არნახული სანქციები დაუწესეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათი მიზანი ომის შეჩერებაა.

რუსეთი ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად აცხადებს, რომ მას შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფოს „საფრთხე ემუქრება“.

მედინსკის მხრიდან გაჟღერებული ფრაზა - „რუსეთის არსებობა საფრთხის წინაშეა“, - თანხვედრაშია რუსული სამხედრო დოქტრინის შინაარსთან.

კრემლის არაერთი განმარტებით, ეს არ გულისხმობს მხოლოდ ბირთვულ შეტევაზე პასუხს. მათი თქმით, რუსეთს სრული უფლება აქვს გამოიყენოს ბირთვული იარაღი ნებისმიერი „შეიარაღებული აგრესიის“ შემთხვევაშიც.

შეგახსენებთ, კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის მხრიდან გაჟღერებულ სიტყვებს, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება რეალური შესაძლებლობაა რუსეთისთვის „ეგზისტენციალური საფრთხის“ შემთხვევაში. პესკოვმა ეს გზავნილი ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში გააკეთა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
skype show whatsapp show
ankara escort
escort eryaman
Fapjunk.com
alanya bayan escort
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler deneme bonusu
1xbet MobilBetturkey GüncelBetist Mobiltrbetsupertotobet bonusbetrollerbetpionerMariobet Güncel GirişBahis.com girişTarafbet Giriş