პოლიტიკა
სუპერ ძალა არაა საკმარისი უკრაინის დასამარცხებლად - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე უკრაინის მხარდასაჭერ კიდევ ერთ ვიდეომიმართვას ავრცელებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი თვის თავზე ზურაბიშვილი უკრაინასა და უკრაინელ ხალხს გამარჯვებას უსურვებს.

„მსურს, ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს სახელით მივმართო ჩვენს მეგობრებს, უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან, იცავენ თავიანთ ქალაქებს და წინააღმდეგობას უწევენ - მარიუპოლში, კიევში, ხარკოვში, ოდესაში.

მინდა მივმართო უკრაინელ ქალებს, რომლებმაც ამ ბრძოლაში უდიდესი სიმამაცე გვაჩვენეს.
მინდა მივმართო უკრაინელ ლტოლვილებს, რომლებსაც მეზობელ ქვეყნებში წასვლა მოუხდათ, ზოგიერთი მათგანი საქართველოში ჩამოვიდა.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ, ქართველები მხარს გიჭერთ. რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ამ ბრძოლაში თქვენს გვერდით ვართ. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ეს და ვიცით, რამდენად გმირულად და მამაცურად უწევთ წინააღმდეგობას ამ ერთი თვის განმავლობაში, ზუსტად 29 დღის განმავლობაში და ეს 29 გამარჯვებაა, რომელიც რუსეთთან უკვე მოიპოვეთ, იმის ჩვენებით, რომ როგორც ყველას ეგონა, სუპერ ძალა არაა საკმარისი უკრაინის დასამარცხებლად, მით უფრო უმოკლეს დროში, როგორც ეს [რუსეთს] ეგონა.

მთელი გულით მსურს, გისურვოთ წარმატება, გამარჯვება, გამძლეობა, რადგან ჩვენ, როგორც თქვენმა მეგობრებმა, ვიცით, რომ სწორედ თქვენ იბრძვით თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენი დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ ასევე ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და საერთო ევროპული გზისთვის.

გმადლობ უკრაინა! დიდება უკრაინას!" - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google


მასალის გამოყენების პირობები

Без перевірок, дзвінків родичам та друзям взяти кредит в Україні пропонують мікрофінансові організації. Перегляньте ТОП компаній в списку.


Онлайн кредит дозволяє уникнути зайвих паперів та черг і саме тому кредит на карту є великим плюсом для сучасних людей. Оформлюйте в МФО.
deneme bonusu veren siteler
deneme bonusu veren siteler