პოლიტიკა
რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ქვეყანა აღარ გვექნებოდა - ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ, თუკი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მოვიდოდა, საქართველო აღარ იქნებოდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 13 ივნისს, გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, რადგან იქნებოდა ომში ჩართული. აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს. ვინ შეეწირებოდა ამ სიგიჟესა და სისულელეს? რაც გააკეთეს 2008 წელს - ჩვენ გვახსოვს მიწაზე გართხმული მთავარსარდალი, სამარცხვინო სახე აჩვენა მთელ მსოფლიოს. ვინ დაიღუპა და განადგურდა? დავკარგეთ ტერიტორიები, 100-ზე მეტი სოფელი და ათიათასობით დევნილი მივიღეთ ჩვენსავე ქვეყანაში. ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მათ დაიწყეს“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო მოლდოვასა და უკრაინას ყველა მიმართულებით უსწრებს.

„მოლდოვასა და უკრაინას რომ ვუსწრებთ ათი თავით ყველა მიმართულებით, ყველამ კარგად იცის და რაც მთავარია, ეს იცის ყველა ევროპელმა,“ - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებსა და შეფასებებზე.

„იმ რეიტინგებს, რომელსაც ჩვენ გვიწერენ, ვინ ადგენს ამ რეიტინგებს, ხომ ვერ შემახსენებდით? ამ რეიტინგებს ადგენენ საერთაშორისო მაღალი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციები და აფასებენ ქვეყნის მიღწევებს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ამ მიღწევების მიხედვით, ვუსწრებთ უკრაინასაც, მოლდოვასაც, აღარ მაქვს საუბარი აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებზე და არამხოლოდ. მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ ძალიან ბევრი მიმართულებით. თუ ეს ყველაფერი ვიცით, რა განცდაზე არის საუბარი? ე.ი. ამბობენ, რომ განცდა აქვთ, თითქოს აქ არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, რაც სრული აბსურდია. თურმე მედიათავისუფლებას აქვს პრობლემა. „ევროპულ სახალხო პარტიას“ მინდა შევახსენო, რომ 2012 წლამდე მათი შვილობილი თუ პარტნიორი პარტიის მმართველობის დროს ქვეყანაში დემოკრატიის არავითარი ნიშან-წყარო არ არსებობდა, არც თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები ზეწოლის ქვეშ იყვნენ“, -ამბობს პრემიერ-მინისტრი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ
საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი არ ჰყავს.
მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს პოლიტიკოსების
ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის, ასეთ კრიტიკულ დროს,
განხეთქილებისა და დაპირისპირების შექმნას ამგვარი მონდომებით.
შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებზე დიდი მეგობარი არ ჰყავს. მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობს პოლიტიკოსების ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის, ასეთ კრიტიკულ დროს, განხეთქილებისა და დაპირისპირების შექმნას ამგვარი მონდომებით.
16:15 / 29.07.2022
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, „მთავარი
არხის“ ჟურნალისტს,  შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს,  შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა.
11:07 / 26.07.2022
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი
კასიანოვი დღეს, 21 ივლისს, საქართველო-უკრაინის დიპლომატიური
ურთიერთობების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით
გამოვიდა. კასიანოვმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, რა
დროსაც აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოსგან მეტ დახმარებას ელოდა.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი დღეს, 21 ივლისს, საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. კასიანოვმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე, რა დროსაც აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოსგან მეტ დახმარებას ელოდა.
16:49 / 21.07.2022
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს კომპანია “HIDROMEK”-ის 8
ერთეული მინი ექსკავატორი-მტვირთავი ტრაქტორი გადასცა.
თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს კომპანია “HIDROMEK”-ის 8 ერთეული მინი ექსკავატორი-მტვირთავი ტრაქტორი გადასცა.
13:16 / 20.07.2022
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2022 წლის განვლილ პერიოდში კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი გამოავლინა. როგორც ირკვევა, აღნიშნული აფთიაქებში შესაბამისი ნებართვის გარეშე ყიდდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს.
11:05 / 03-08-2022
ხანძარი იყო თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში. საცხოვრებელ სახლს, სადაც სოციალურად დაუცველი მარტოხელა ქალი ცხოვრობდა, ცეცხლი გაუჩნდა. 
10:30 / 02-08-2022
გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს ორი თვის განმავლობაში 235 ლარით დაეხმარება.
16:21 / 27-07-2022
ეკონომიკა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბარნოვისა და რობაქიძის ქუჩების მოასფალტების და სანიაღვრე სისტემის მოწყობის დასკვნითი სამუშაოები დასკვნით ფაზაშია.
16:39 / 29-07-2022
ფშაველი-აბანო-ომალოს 72 კმ-იანი გზის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტი იწყება.
17:17 / 28-07-2022
სხვა ამბები
საქართველოში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11 802-ია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის განმავლობაში (24-31 ივლისი), გარდაცვალების 10 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა ვირუსით ინფიცირებული 10 233 პაციენტი.
10:58 / 03-08-2022
გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ზვიად შანყულაშვილის სახელობის, მკლავჭიდელთა მეორე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
17:15 / 01-08-2022
კოლეჯ „აისის“ ლაგოდეხის ფილიალის სტუდენტებმა დეკორატიული მებაღეობის კონკურსში პირველი ადგილი დაიკავეს.
13:38 / 01-08-2022
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის, ასევე ოსური ენის გამოცდის პირველადი შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა.
10:22 / 01-08-2022
დღეს, 30 ივლისს, გურჯაანში სპეციალურად კინომოყვარულთათვის "რა? სად? როდის?" ერთდღიანი თემატური თამაში გაიმართა. გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობას 13 გუნდი იღებდა. თამაში 25 კითხვისგან შედგებოდა.
21:09 / 30-07-2022
გურჯაანის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში ზვიად შანყულაშვილის სახელობის, მკლავჭიდელთა მეორე ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა.
17:15 / 01-08-2022
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 20 / 32 °C
img
საგარეჯო 21 / 30 °C
img
დ.წყარო 20 / 26 °C
img
სიღნაღი 21 / 31 °C
img
ლაგოდეხი 20 / 27 °C
img
ყვარელი 20 / 32 °C
img
თელავი 21 / 30 °C
img
ახმეტა 21 / 30 °C
img
კალენდარი
«« აგვისტო 2022 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.