მოლაპარაკებები შეუძლებელია დაიწყოს ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც განზრახ ახორციელებს კრემლის ჰიბრიდულ ანტიევროპულ დღის წესრიგს - ანდრიუს კაბილიუსი
ევროპარლამენტარი, ლიეტუვის ყოფილი პრემიერმინისტრი, ანდრიუს
კუბილიუსი ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ დღევანდელ პლენარულ
სხდომაზე რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას.
ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ შეუძლებელია
ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნა ისეთ
სახელმწიფოსთან, რომლის მთავრობაც ანტიევროპულ დღის წესრიგს
ატარებს.
“საქართველოზე: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები
შეუძლებელია დაიწყოს ქვეყანასთან, რომლის მთავრობაც განზრახ
ახორციელებს კრემლის ჰიბრიდულ ანტიევროპულ დღის წესრიგს, ისეთს,
როგორიცაა უცხოური აგენტების კანონი,” - წერს კუბილიუსი.
მასალის გამოყენების პირობები