თვითმმართველობა
ზურაბ უტიაშვილს გამბედაობა არ ეყო ესაუბრა წასვლის რეალურ მიზეზებზე -თემურ ბუწაშვილი
დღეს, 12 ივნისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც „მუნიციპალიტეტის მერის პირადი განცხადებით უფლებამოსილების მოხსნის ცნობად მიღების შესახებ“ ისაუბრეს. სხდომას 25 დეპუტატი ესწრებოდა. ზურაბ უტიაშვილი სესიას არ დასწრებია. ის საკრებულოს თანამშრომლებს დაემშვიდობა და დარბაზი საკითხის წარდგენამდე დატოვა.


სხდომაზე საკითხი ვლადიმერ მუსალბიშვილმა წარადგინა. მისი თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, მას უფლებამოსილება, განცხადების რეგისტრაციის მეორე დღიდან შეუწყდა. ამ ეტაპზე მოვალეობას მერის პირველი მოადგილე, ლერი გელენავა შეასრულებს.

სხდომის დასასრულს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილმა დეპუტატებს კითხვით მიმართა, თუ როგორ შეაფასებდნენ ისინი ზურაბ უტიაშვილის მერობის განვლილ ორ წელიწადს. თემურ ბუწაშვილის შეკითხვას დეპუტატებიდან არავინ უპასუხა და არც შეფასება გააკეთა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მეტი ინფორმაციის მისაღებად და თემურ ბაწაშვილის პოზიციის უკეთ გასაგებად, მას თავად დავუკავშირდით. მისი აზრით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა ზეწოლის შედეგად დატოვა.

„საზოგადოებისთვის სხვადასხვა დროს ცნობილი იყო, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერებს ე.წ კლანთან, ფეოდალებთან ჰქონდათ დაპირისპირება სხვადასხვა საკითხებზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ურთიერთობა იქამდე გამწვავდა, რომ მას [ზურაბ უტიაშვილს] მოუწია, ზეწოლის შედეგად, განცხადების დაწერა და თანამდებობიდან წასვლა.

შესაბამისად, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ გვექნება რეალური თვითმმართველობა. მერებს მოუწევთ ე.წ. მარიონეტების როლის მორგება და იმ გადაწყვეტილების უპირობოდ შესრულება, რომელსაც მათ უბრალოდ დაავალებენ. რეალურად არჩეულ თანამდებობის პირებს გურჯაანში არაფერი აქვთ საერთო სახალხო ინტერესებთან. ისინი ემსახურებიან კლანს, რომელიც არის გადაწყვეტილების მიმღები უკვე ლამის 11 წელია. შესაბამისად, ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი არის აბსოლუტური აბსურდი იმიტომ, რომ რეალურად გადაწყვეტილებებს ხალხის მიერ არჩეული თანამდებობის პირი არ იღებს. შესაბამისად, თანამდებობის პირს, რომელიც 4 წლით აირჩიეს, უწევს წელიწადნახევარში წასვლა და ძალიან ბევრი დაპირება რჩება შეუსრულებელი. არჩეული მერი ყველას მერი უნდა ყოფილიყო - ოპოზიციის, პოზიციის, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების და ა.შ. შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ დააყენეს სერიოზული დარტყმის ქვეშ. ეს ყველაფერი სერიოზული პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარეობს და ვფიქრობთ, რომ მანამ, სანამ ქართული ოცნება იქნება ხელისუფლებაში, ჩვენ არ გვეღირსება რეალური თვითმმართველობა. შესაბამისად, არ გვეყოლება დამოუკიდებელი, სუვერენული გადაწყვეტილების მიმღები თანამდებობის პირი, რომელიც გაატარებს ხალხის ინტერესებს და არა - კერძო პირების,“ -ამბობს თემურ ბუწაშვილი.

მისივე თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ვერ განახორციელა საკუთარი დაპირებები, რის გამოც, გადადგა.

„ბუნებრივია, როცა კლანი მართავს მუნიციპალიტეტს, შეუძლებელია, რომ მერმა მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილებები და რეალიზება მოახდინოს იმ სურვილების, რომელიც მას გააჩნია. ჯერ ერთი, უამრავი დაპირება გაიცა დივიდენდის სახით და, შესაბამისად, მივიღეთ ის, რომ დღეს გვყავს გადამდგარი მერი. ვფიქრობ, რომ წინა მერისგან [არჩილ ხანდამაშვილი] განსხვავებით, ზურაბ უტიაშვილს მეტი თავმოყვარეობა აღმოაჩნდა და დროზე ადრე შეიწყვიტა უფლებამოსილება იმიტომ, რომ მიხვდა, რეალურად იყო სათამაშო მმართველი კლანის ხელში,“ - ამბობს ჩვენთან საუბართში თემურ ბუწაშვილი.

მისი თქმით, მერის ამ ფორმით წასვლა, არის გურჯაანელი ამომრჩევლის შეურაცხყოფა, რადგან მის განცხადებაში წასვლის მიზეზიც კი არ იყო განმარტებული.
„შეუძლებელია, ფიქრობდე ერთს და გავალებდნენ ან გაიძულებდნენ მეორის გაკეთებას. ეს არის 16 ათასი გურჯაანელის შეურაცხყოფა, რომლებმაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი შემოხაზეს. საერთოდ არ იყო განმარტებული მერის განცხადებაში, რომელიც საკრებულოში შემოვიდა, რა მიზეზით წავიდა - პირადი მიზეზის გამო, კონფლიქტის გამო თუ სხვა მიზეზის გამო. მესმის, რომ მას არ ეყო გამბედაობა, ელაპარაკა ამ პრობლემაზე, მაგრამ, ფაქტია, რომ სრულიად შეურაცხმყოფელია ეს გადაწყვეტილება. საკრებულოს სხდომაზეც საკრებულოს ვერც ერთმა ქართული ოცნების აქტიურმა წევრმა, ვერც სამადლობელი და ვერც აუგი სიტყვა ვერ თქვა. როგორ შეიძლება, რომ თანამდებობის პირზე, რომელიც მართავს 75 ათასიან რაიონს, ერთ ადამიანს არ გააჩნდეს საკუთარი სუბიექტური აზრი, რომ შეაფასოს მერის საქმიანობა წელიწადნახევრიანი იქნება ის თუ ოთხ წლიანი, არ აქვს ამას მნიშვნელობა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მყოფი ხელისფლების არცერთი წევრი არ არის დამოუკიდებელი არა მარტო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არამედ ვერც გამოხატავენ დამოუკიდებლად საკუთარ სუბიექტურ მოსაზრებას,“ - ამბობს ბუწაშვილი.


საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge ზურაბ უტიაშვილს დაუკავშირდა. პირველი კითხვა, რაც მას დავუსვით იყო ის, თუ რა გახდა მიზეზი, რომ ვადაზე ადრე დაეტოვებინა თანამდებობა.
„ხო ნახეთ ჩემი განცხადება, რაც მაგ განცხადებაში წერია, იმაზე მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს,“ - გვიპასუხა მან.
ჩვენ შევეცადეთ კვლავ დაგვესვა კითხვა: არის თუ არა მისი ნაბიჯი ამომრჩევლის შეურაცხყოფა და იმედგაცრუება, იყო თუ არა მასზე ზეწოლა, ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში? - მაგრამ მან ტელეფონი გაგვითიშა და ჩვენი შეკითხვები ბოლომდე არც მოისმინა.

ზურაბ უტიაშვილის განცხადება გადადგომის შესახებ იხილეთ ლინკზე.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ
(ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023
წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული
მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა
მუნიციპალიტეტმა მიიღო.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), რიგით მეექვსე ეროვნული კონფერენცია გამართა და 2022-2023 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა. კახეთის რეგიონიდან ჯილდო ორმა მუნიციპალიტეტმა მიიღო.
15:53 / 18.12.2023
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი
მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და
ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, პირველი მოადგილე ლერი გელენავა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი რამაზ ქიტიაშვილი წარადგინა.
14:18 / 28.11.2023
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგები
გამოქვეყნდა. თვითმმართველობის ინდექსით ფასდება მუნიციპალიტეტების
გამჭვირვალობის ხარისხი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგები გამოქვეყნდა. თვითმმართველობის ინდექსით ფასდება მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობის ხარისხი.
10:35 / 22.11.2023
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის
საქმიანობის აუდიტის შედეგებიდან ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის
მერიის საქმიანობაში დარღვევათა 14 პუნქტი გამოვლინდა და გაიცა 9
შესაბამისი რეკომენდაცია.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის შედეგებიდან ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში დარღვევათა 14 პუნქტი გამოვლინდა და გაიცა 9 შესაბამისი რეკომენდაცია.
13:18 / 15.11.2023
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 12 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 15 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 15 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.