რეკლამა
კახა კალაძე ექიმებს შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო [R]
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატიკახა კალაძე, მხარდამჭერთა კლუბში, ექიმებს შეხვდა და მათ ქალაქის განვითარებისპროგრამული ხედვა წარუდგინა.

კახა კალაძემ მედიკოსებს ურბანული, სატრანსპორტო, ეკოლოგიური, ეკონომიკური,სოციალური და ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის, ასევე, მართვის პოლიტიკებიგააცნო. თბილისის მერობის კანდიდატმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ეკოლოგიის, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე და განაცხადა, რომ 4 წლის განმავლობაში, თბილისის მერია იზრუნებს, რომ ქალაქში ეკოლოგიურიმდგომარეობა გაუმჯობესდეს და ადამიანების ჯანმრთელობა და საარსებო გარემომეტად დაცული იყოს.

-„ჩვენ წარმოვადგინეთ მთლიანი პროგრამული ხედვა, მათ შორის, საუბარი იყო ჯანდაცვაზე და სოციალურ მიმართულებებზე. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს საარჩევნო პროგრამაში ძირითადი მიმართულებებია, რომელიც საკმაოდ აქტუალურია დღეს თბილისელებისთვის. დღეს ექიმებს გავაცანით სამომავლო გეგმები. ისინი არიან ადამიანები, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს ჩვენი, ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე და ვფიქრობ, კმაყოფილები დარჩნენ. ამ პროექტების განხორციელება რამდენიმე წლის განმავლობაში გვაქვს დაგეგმილი. საკმაოდ ამბიციური გეგმა გვაქვსდა მჯერა, რომ თბილისელებთან ერთად ჩვენ მოვახერხებთ ამ პოლიტიკური მიზნების შესრულებას“ - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრას ჯანდაცვის სპეციალისტებთან და ექიმებთან ერთად, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.

-„თავიდან, როდესაც გავეცანი სოციალური ჯანდაცვის ნაწილს, მართალი გითხრათ, სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, რადგან პრაქტიკულად სინქრონიზებულია ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მცდელობები, ძალისხმევა იმისათვის, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა და სოციალური მდგომარეობა გახდეს უკეთესი. მე მჯერა, რომ კახი კალაძე იქნება ძალიან კარგი მერიდა გვექნება მეტი შესაძლებლობა, რომ მოქალაქეებს მეტი შვება მივცეთ“ - განაცხა და დავით სერგეენკომ.

კახა კალაძის პროგრამულ ხედვაში წარმოდგენილი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები შეაფასეს სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებმაც.
-„იმისთვის, რომ ჩვენ, ექიმებმა, მაქსიმალურად მაღალტექნოლოგიური სამედიცინო სერვისები, როგორც დიაგნოსტიკური, ისე სამკურნალო, შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს, უნდა განვითარდეს ეს სერვისები. ამისათვის კი გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო,ძლიერი თვითმმართველობები, ძლიერი მერი. რა თქმა უნდა, კახა კალაძე იქნება წარმატებული მერი. მას უწევს საკმაოდ რთული გზის გავლა და ჩვენი, თითოეული ექიმის ძირითადი მიზანია მას ამ გზის გავლაში დავეხმაროთ და შევქმნათმაქსიმალურად ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო სიცოცხლით სავსე ქალაქში“ -განაცხადა პედიატრმა თემურ მიქელაძემ.

ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი მაია გოთუა აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ახალი გამოწვევის - ალერგიის ფონზე, განსაკუთრებული მნიშევნელობა ენიჭება ეკოლოგიური საკითხების მოგვარებას.

- „ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქალაქისთვის, რომ იყოს ჯანსაღი გარემო, იყოს ნატურალური პროდუქტი და რაც შეიძლება ალერგენებისგან და გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვებისგან თავისუფალი საშუალებები, რომელსაც მოიხმარს ადამიანი. ვინაიდან ალერგია გახდა მსოფლიო პრობლემა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ახალგაზრდებისთვის ეკოლოგიურ ჰარმონიას და ამიტომაც, მნიშვნელოვანია იყოს გამწვანებული ქალაქი, ჯანსაღი, სუფთა ჰაერი ჩვენი მცხოვრებლებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, უნდა დაწესდეს ძალიან დიდი კონტროლი საკვებ პროდუქტებზე, ჰაერზე, წყალზე და ყველაფერ იმასთან, რასთანაც ჩვენ ბავშვებს აქვთ ურთიერთობა. ამ მხრივ, იმედს გამოვთქვამ, წარმოდგენილი ხედვა ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის“ - განაცხადა მაია გოთუამ.

კახა კალაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ ჯგუფებთან შეხვედრებს აგრძელებს. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მნიშვნელოვანია, თბილისში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მიიღონ მომავალი 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შესახებ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე”
შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში
მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს
შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და
გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07.03.2024
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით
გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში
კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით
გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა
ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
17:02 / 27.02.2024
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5
მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო
პარტნიორებს წარუდგინა.
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა.
18:03 / 26.02.2024
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12
კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს
ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
12:21 / 21.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.