რეკლამა
კახა კალაძე: „თბილისში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებების მოდერნიზაცია მოხდება“ [R]
თბილისში კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებების მოდერნიზაცია, მათი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა იგეგმება - ამასთან დაკავშირებით დღეს განათლების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკის პრეზენტაციაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ისაუბრა.

„განათლებაზე, კულტურაზე და სპორტზე ხელმისაწვდომობა ყველა რაიონში და ყველა თაობისთვის გაიზრდება. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ ცენტრალურ რაიონებზე. ყოველთვის ვამბობდით და ახლაც გავიმეორებ - ყველა რაიონში მოხდებათანაბარი განვითარება. ყველა რაიონში მცხოვრებმა ადამიანმა დედაქალაქი საკუთარ უბანში უნდა იგრძნოს“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, ის აქტიურად გაუწევს პოპულარიზაციას ჯანსაღი ცხოვრების წესს. კახა კალაძემ განათლების მიმართულებაზე საუბრისას ხაზი გაუსვა სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობის გაზრდის საკითხს.

- „ბოლო წლების განმავლობაში დაახლოებით 12 ახალი საბავშვო ბაღის პროექტი განვახორციელეთ. 2012 წლამდე ბაღები ფასიანი იყო. წინა ხელისუფლების დროს ხშირად ხდებოდა ბაღების გასხვისება და მათ ადგილზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა და შედეგიც სახეზეა. მას მერე, რაც განვახორციელეთ რეფორმა და ბაღები გახდა უფასო, ყოვეწლიურად იზრდება ბაღში შემსვლელი პატარების რაოდენობა, რაც, რა თქმა უნდა მისასალმებელია, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა დავხვდეთ მომზადებული. ამიტომაც, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, 30-მდე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ შესაძლებლობა ნორმალურ გარემოში მიიღონ განათლება“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

განათლების სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე დეტალურად ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ. მისი თქმით, დედაქალაქში არამარტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების, არამედ სასკოლო ინფრასტრუქტურის დეფიციტიცაა, ამიტომაც თბილისში განათლების პარკების შექმნა იგეგმება.

-„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში შეიქმნას განათლების პარკები - ეს იქნება სპეციალური ტერიტორიები, სადაც განთავსდება როგორც საშუალო სკოლები, ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობით შექმნილი სპეციალიზებული გაძლიერებული სკოლები. აქ აქცენტი გაკეთება იმაზე, რომ ზედა კლასებში ყველაზე ნიჭიერმა და მონდომებულმა ახალგაზრდებმა სახელმწიფოს ხარჯზე მიიღონ მსოფლიო კლასის განათლება, რომელიც შემდგომში საშუალებას მისცემს, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც განაგრძონ განათლების მიღება. ეს პარკები იქნება როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე საგანმანათლებლო პროგრამების მხრივ ძალიან დახვეწილი განათლების ცენტრები. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და თბილისის მერიასთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის დიდი იმედი მაქვს“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.

მან, ასევე, დუალურ პროფესიულ განათლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე დასრულდა მოლაპარაკება 50-მდე კომპანიასთან, რომლებიც ჩართულები არიან ამპროცესში.

- „საუბარია ერთდროულად მუშაობაზე და სწავლაზე. ვფიქრობთ, რომ მომავალ წლებში გაჩნდება ათობით ათასი სასწავლო ადგილი, რომელიც იქნება თან სამსახური და თანხელობის სწავლება. გარდა ამისა, მომავალში ამ ხალხს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობაც ექნებათ“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, პროფესიული განათლების მიღების შემდეგ, ახალგაზრდებს სურვილისამებრ შეეძლებათ უმაღლესი განათლების მიღება განაგრძონ. განათლების, კულტურისა და სპორტის პოლიტიკის პრეზენტაციას, ახალგაზრდებთანერთად ერთად ჯანდაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრები და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები ესწრებოდნენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე”
შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში
მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს
შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და
გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07.03.2024
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით
გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში
კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით
გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა
ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
17:02 / 27.02.2024
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5
მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო
პარტნიორებს წარუდგინა.
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა.
18:03 / 26.02.2024
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12
კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს
ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
12:21 / 21.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 15 / 29 °C
img
საგარეჯო 14 / 27 °C
img
დ.წყარო 12 / 23 °C
img
სიღნაღი 14 / 30 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 15 / 29 °C
img
თელავი 16 / 28 °C
img
ახმეტა 15 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.