რეკლამა
კახა კალაძე: თუ შევძლებთ კონცენტრირებას იმაზე, რაც გვაერთიანებს, ვერასდროს ვერავინ დაგვამარცხებს [R]
„მე შრომას მიჩვეული ადამიანი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ღირსეულად ვემსახურო ჩემ ქვეყანას, ჩემ თბილისს და თბილისელებს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძე, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.
მერობის კანდიდატმა ზოგად ღირებულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური კულტურა, რომელიც ერთმანეთის ქილიკსა და შეუარცხყოფაზეა დაფუძნებული, წარსულს უნდა ჩაბარდეს, ხოლო პოლიტიკურმა ოპონენტებმა, ნაცვლად ერთმანეთში განსხვავებების პოვნისა, უნდა იპოვონ ის, რაც მათ გააერთიანებს.

„ჩვენ ბევრი რამ გვაქვს, რაც გვაერთიანებს, თუნდაც ტოლერანტობა. მართლაც მეამაყება, რომ ვცხოვრობ ისეთ ქვეყანაში, ისეთ ქალაქში, სადაც ადამიანებს ეროვნებას და სარწმუნოებას არ ეკითხებიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სამაყოა“, - აღნიშნა კალაძემ.
მერობის კანდიდატმა ამ კუთხით სამი მიმართულება გამოყო. მისი განმარტებით, პირველი ეს არის საერთო წარსული, რაც გამოხატული უნდა იყოს წარსულზე ზრუნვაში და სწორედ ამიტომ, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი აქვს ძველი თბილისის რეაბილიტაცია, რისთვისაც, დაახლოებით, 500 მილიონი ლარი დაიხარჯება.

წარსულზე საუბრისას კახა კალაძემ უფროსი თაობის მიმართ სიყვარული და პატივისცემაც ახსენა. მისი თქმით, მას, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამ ადამიანების მიმართ სხვა დამოკიდებულება აქვს და მიიჩნევს, რომ სწორედ მათი დახმარებით, რჩევებითა და გამოცდილების გაზიარებით მიაღწია წარმატებას ენერგეტიკის სფეროში და მომავალშიც მზად არის მათთთან თანამშრომლობისთვის.
მეორე მიმართულება, რაც საზოგადოებას აერთიანებს, კახა კალაძის თქმით, საერთო აწმყო, მისი გააზრება და გაანალიზებაა. მერობის კანდიდატმა ბავშვობა და 90-იანი წლების მძიმე სოციალური ფონი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მადლიერია ღმერთის, რათა შესაძლებლობა მიეცა გაჭირვება გამოეარა, რადგან იმ მდგომარეობამ მას ბევრი რამ ასწავალა. „დღეს უფრო მეტი შემართება და სურვილი მაქვს იმისა, რომ ვისაც ყველაზე ძალიან უჭირს, შეჭირვებულ ოჯახებს დავეხმარო და გვერდით დავუდგე“, - განაცხადა კალაძემ.

ერთობის მნიშვნელობაზე საუბრისას მერობის კანდიდატმა 2015 წლის 13 ივლისის სტიქია თბილისში, დიდი ადამიანური დანაკლისი და საზოგადოებრივი სოლიდარობაც გაიხსენა.

მესამე გამაერთიანებელი ფაქტორი, კახა კალაძის თქმით, არის მომავლის იმედი, მისი საერთო ხედვა, ის, რაც კეთდება ყოველდღიურად მომავალი თაობისთვის. როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ უკეთეს თბილისში იცხოვროს, სადაც იქნება ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, განახლებული ტრანსპორტი.

მან ასევე აღნიშნა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში დაგეგმილია მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, კერძოდ, დედაქალაქში აშენდება განათლების ხუთი პარკი, სადაც ახალგაზრდებს კვალიფიციური განათლების მიღების საშუალება ექნებათ.

„ჩვენ თუ შევძლებთ კონცენტრირებას იმაზე, რაც გვაერთიანებს, ჩვენ ვერასდროს, ვერავინ დაგვამარცხებს. მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვისაც შევხვდი ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ვინც ვერ მოახერხა მოსვლა, ვინც გვისმენდა, ვინც ვგულშემატკივრობს, ვისაც ჩვენი იმედი აქვს, მინდა ჩემს მხარდამჭერებს დიდი მადლობა გითხრათ. მე შრომას მიჩვეული ადამიანი ვარ და ყველაფერს გაავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად ვემსახურო ჩემ ქვეყანას, ჩემ თბილისს და თბილისელებს. ვიცი, რომ პრობლემა ძალიან ბევრია, მაგრამ ისიც ვიცი, ერთად დგომით რამდენი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, მე ჩვენი ერთობის იმედი მაქვს და მინდა ყველას გთხოვოთ, მობრძანდეთ არჩევნებზე და მხარი დაუჭიროთ სიცოცხლით სავსე ქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე”
შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში
მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს
შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და
გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07.03.2024
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით
გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში
კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით
გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა
ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
იანვრის წმინდა სავალუტო შემოდინებები წინა თვესთან შედარებით გაუარესდა, თუმცა მაინც მაღალია. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეებში კლების შემდეგ, სეზონური ფაქტორების გათვალისწინებით, მცირედით გაუმჯობესდა მიგრაციის მაჩვენებელი, ისევე როგორც დაფიქსირდა ფეროშენადნობების ექსპორტის გარკვეული აღდგენა.
17:02 / 27.02.2024
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5
მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო
პარტნიორებს წარუდგინა.
თიბისი კაპიტალმა, 2024 წლის მაკროეკონომიკური მოლოდინები და 5 მთავარი თემა, ქართულენოვანი აუდიტორიის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორებს წარუდგინა.
18:03 / 26.02.2024
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12
კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს
ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მოსწავლეს მე-9-დან მე-12 კლასის ჩათლით, აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს და შეისწავლოს ტექნოლოგიური პროფესიები სრული დაფინანსებით.
12:21 / 21.02.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 26 °C
img
საგარეჯო 14 / 25 °C
img
დ.წყარო 11 / 26 °C
img
სიღნაღი 13 / 27 °C
img
ლაგოდეხი 13 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 26 °C
img
თელავი 16 / 26 °C
img
ახმეტა 15 / 26 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.