რეკლამა
სალომე ზურაბიშვილი: ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია [R]
ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში განაცხადა.


ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, სირცხვილია ის, რომ დღემდე არ არის გამოძიებული, თუ რა გარემოებებში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი.
“ის ჭორები, თუ რა დამოკიდებულება შეიძლება მქონოდა ზვიად გამსახურდიასადმი, დიდი ტყუილია, რადგან მე არცერთ ქვეყანაში, არცერთ დროს და არცერთ ადგილას არ ვყოფილვარ გადატრიალების მომხრე, თუნდაც სააკაშვილის ოპოზიციის დროს, როცა ქუჩაში ვიდექი, სულ ვიძახდი: “არ შეიძლება გადატრიალება, ჩვენ არჩევნების გზით უნდა მოვიპოვოთ ხელისუფლება” და ამ აზრზე ვარ სულ, ბოლოს და ბოლოს ვარ არამხოლოდ ქართველი და ქართულ კულტურაზე აღზრდილი, ასევე ევროპელი ვარ, ეს ჩემშია, ამიტომ მე შეიძლება მხოლოდ პატივისცემით მივმართო საქართველოს პირველ პრეზიდენტს, გუშინ ვთქვი და გავიმეორებ, როგორც საქართველოს მომავალი პრეზიდენტი, ვთვლი, რომ ვალდებული ვარ, დავასრულებინო, ჩემს კომპეტენციაში არ იქნება, მაგრამ უნდა დავასრულოთ გამოძიება, გუშინდელ ჩემს გამოსვლას გამოეხმაურა ოჯახი, რომ დრო იწურება, 25-წლიანი ვადა არის სანამ შეიძლება ეს გამოძიება დასრულდეს, ან გადავადება მოხდეს. როგორც კი ამირჩევენ და ფიცს დავდებ, ვნახავ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ეს დასრულდეს, რადგან ქვეყნისთვის დიდი სირცხვილია, რომ მისი პირველი პრეზიდენტის სიკვდილის პირობები დღემდე არ არის გარკვეული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ამ დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
ანტისემიტურმა გამონათქვამებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა, თუ რატომ
არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 28 ნოემბერს პრინციპული არჩევანის
გაკეთება.
ამ დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურმა გამონათქვამებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა, თუ რატომ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 28 ნოემბერს პრინციპული არჩევანის გაკეთება.
10:05 / 21.11.2018
სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით
მივდივართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა
კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებისთვის დავალიანების
განულების ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებისთვის დავალიანების განულების ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
09:33 / 20.11.2018
მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და
ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელია საქართველოს ყოფილი
პრეზიდენტისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის
დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
17:36 / 19.11.2018
საქართველო რეგიონულ დონეზე უნდა განვითარდეს, თუ რეგიონი არ იქნება
ძლიერი, იქ თავისუფალი ადამიანები არ იქნებიან და თქვენ ხართ გზის
მაჩვენებლები.
საქართველო რეგიონულ დონეზე უნდა განვითარდეს, თუ რეგიონი არ იქნება ძლიერი, იქ თავისუფალი ადამიანები არ იქნებიან და თქვენ ხართ გზის მაჩვენებლები.
16:49 / 19.11.2018
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო
კამპანიის ფარგლებში კახეთში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი სოფელ
ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.
13:19 / 19.11.2018
სხვა ამბები
ამ დღეებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ანტისემიტურმა გამონათქვამებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა, თუ რატომ არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი 28 ნოემბერს პრინციპული არჩევანის გაკეთება.
10:05 / 21-11-2018
სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებისთვის დავალიანების განულების ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
09:33 / 20-11-2018
მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
17:36 / 19-11-2018
საქართველო რეგიონულ დონეზე უნდა განვითარდეს, თუ რეგიონი არ იქნება ძლიერი, იქ თავისუფალი ადამიანები არ იქნებიან და თქვენ ხართ გზის მაჩვენებლები.
16:49 / 19-11-2018
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახეთში ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო.
13:19 / 19-11-2018
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0536
USD
USD
1
2.5751
GBP
GBP
1
3.4411
TRY
TRY
1
0.6764
RUB
RUB
100
4.4602
ამინდი
გურჯაანი 1 / 11 °C
img
საგარეჯო 1 / 8 °C
img
დ.წყარო 2 / 7 °C
img
სიღნაღი 1 / 11 °C
img
ლაგოდეხი 3 / 11 °C
img
ყვარელი 1 / 11 °C
img
თელავი 3 / 10 °C
img
ახმეტა 2 / 10 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.