დღეს, დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა,
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თბილისის სხვადასხვა უბანში
შეხვედრები გამართა. სალომე ზურაბიშვილმა მთაწმინდის, კრწანისის,
ვაკე-საბურთალოსა და დიდუბის ამომრჩეველს სამომავლო ხედვები გააცნო.
„ხვალ მაქვს კიდევ ერთი სასიამოვნო დღე, თბილისის უბნებს შემოვივლით
და ეს იქნება ამ კამპანიის დასასრული, მაგრამ ამ კვირას კიდევ მექნება
თემატური შეხვედრები ექიმებთან , სხვადასხვა უმცირესობებთან და ა.შ.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი შევძელით და მართლაც,
ყველანაირი შეხვედრა, ყოველთვის არის ძალიან დიდი ენერგიის
მომცემი“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დიდუბეში ამომრჩეველთან
შეხვედრის შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები