პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ დავასრულეთ ომების და რევოლუციების დრო, ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურება
სიტუაცია, მოვლენები, პროცესები უნდა გავხადოთ პროგნოზირებადი, პროგნოზირებადობის ან განჭვრეტადობის გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება, დაგეგმო შემდგომი ნაბიჯები ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, თითოეული ადამიანისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის პროფესიას, ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურობის განცდა, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაჩნდეს გრძელვადიანი სტაბილურობის განცდა.

„უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სტაბილურობას და, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ სტაბილურობას. ჩვენ დავასრულეთ ომების და რევოლუციების დრო, ჩვენ დავასრულეთ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დამსახურება, რომ ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობა დასადგურდა. ომმა რა ნგრევაც მოიტანა, კარგად ვიცით და რაც ვნახეთ ომის პერიოდში და როგორც იმართა ქვეყანა, თუ ამას მართვა ჰქვია. იმ მართლაც ეროვნული დონის კრიზისის დროს, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები, გმირულად იღუპებოდნენ, მათ შორის თავი გაწირეს და ძალიან დიდი გმირობა გამოიჩინეს, მათ შორის სამოქალაქო პირებმა, მაშინაც ვნახეთ ყოფილი ხელისუფლების რეალური სახე. ამიტომაც მეგობრებო, ჩვენი ხალხი ბრძენია, ყველაფერს კარგად ხედავს და კარგად ესმის და სწორ არჩევანს გააკეთებს. ხალხი არჩევს შავს და თეთრს, სიმართლეს და სიცრუეს, ერთგულებას და ღალატს ამიტომ 2 ოქტომბერს ჩვენ ყველანი მობილიზებულად მივალთ და ჩავატარებთ ძალიან მშვიდობიან, დემოკრატიულ არჩევნებს და არავის არ მივცემთ პროვოკაციის მოწყობის საშუალებას, გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა და გავაგრძელებთ მშვიდობიან განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების დინამიკა იმედისმომცემია.

„12%-იანი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მართლაც უპრეცენდენტოა მთელს რეგიონში და ეს არ არის შემთხვევით მიღწეული შედეგი. ეს არის სწორედ ჩვენს მიერ სწორად გადადგმული ნაბიჯები, რომ გავხსენით ქვეყანა ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და ჩვენს ბიზნესს, მეწარმეებს ჩავუსახეთ იმედი და სტაბილურობის განცდა. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს შემუშავებული ყველა რეგიონის განვითარების მიმართულებით. 32 მილიარდი ლარი უნდა დაიხარჯოს, მომდევნო წლების განმავლობაში, რომ თანაბრად განვითარდეს ყველა რეგიონი და ერთხელ და სამუდამოდ, იყოს მოწესრიგებული გზები, ხიდები, წყალგაყვანილობა, რომ არც ერთ ქალაქში აღარ იყოს წყლის პრობლემა, არც ერთ სოფელში აღარ იყოს წყლის პრობლემა და რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას ბოლომდე დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ. დავიწყეთ „განახლებული რეგიონების“ პროგრამა.

გვინდა, რომ ეტაპობრივად , ურბანული განახლების ფარგლებში, გავალამაზოთ, მოვეფეროთ, მოვუაროთ ჩვენს მუნიციპალიტეტებს, შენობებს, ისტორიულ ძეგლებს, სკვერებს, ბაღებს, შევქმნათ ახალი ტურისტული ლოკაციები. ეს პროგრამა არის მრავალწლიანი, წელს დავიწყეთ, 500 მილიონი ლარი ჯდება აღნიშნული პროგრამა და ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნება თანამედროვე, ევროპული ტიპის ცენტრები. ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს კარგად მოვლილი ქალაქები, სოფლები, მუნიციპალიტეტები. ასევე, ვგეგმავთ ტურიზმის მიმართულებით ძალიან მასშტაბური სამუშაოების განხორციელებას. აღვადგენთ როგორც არსებულ ძველ ტურისტულ ლოკაციებს, ასევე, ახალი ტურისტული ცენტრების შექმნაზე ვმუშაობთ და უახლოეს თვეებში წარმოგიდგენთ თითოეული რეგიონის და მუნიციპალიტეტის დონეზე რამდენიმე ძალიან საინტერესო პროექტს - თითოეულ მუნიციპალიტეტში რამდენიმე პროექტს, ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება ათეულობით პროექტი, რომ შეიქმნას ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრები, კერები, ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას და მთლიანობაში ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - აღნიშნა პრემიერმა.


[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების
კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18.04.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი
მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და
საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ
მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის
ნორმებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17.04.2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის
კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას
ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17.04.2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის
(FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში
ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ
მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში
რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17.04.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 14 / 28 °C
img
საგარეჯო 14 / 26 °C
img
დ.წყარო 12 / 22 °C
img
სიღნაღი 13 / 29 °C
img
ლაგოდეხი 14 / 24 °C
img
ყვარელი 14 / 28 °C
img
თელავი 15 / 27 °C
img
ახმეტა 14 / 27 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.