პოლიტიკა
კახა კალაძე - გადაწყვეტილებები პოლიტიკური ნიშნით არასდროს მიმიღია, არავის დავხმარებივარ ამ ნიშნით - ეს ხომ სამარცხვინოა
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს და ამომრჩეველს ქალაქის განვითარების ოთხწლიან გეგმას დეტალურად აცნობს. ამჯერად, მან შეხვედრა სტუდენტებთან გამართა და მოუწოდა, თბილისის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროცესებში აქტიურად ჩაერთონ.

დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე წინასაარჩევნო გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპონენტებისგან განსხვავებით, „ქართულ ოცნებას“ ქალაქის განვითარების სწორი ხედვა და მიმართულება გააჩნია.

„ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც საუბრობდა საქმეზე, თბილისზე და თბილისელების გამოწვევებზე. ვსაუბრობდით ასევე, მომავალზე და კონკრეტული რაიონების, უბნების მიხედვით თუ რა პროექტები უნდა განხორციელებულიყო. მეორე მხარეს, აბსოლუტურად არაფერი ხდებოდა თბილისთან დაკავშირებით, არანაირი საარჩევნო პროგრამა, ხედვა არ იყო წარმოდგენილი. ერთადერთი, რაც იყო მათი მხრიდან, ეს იყო სიძულვილის ენა, ბოროტება, შეურაცხყოფა ყოველდღიურად, არამხოლოდ ჩემს მიმართ, არამედ ჩემი ოჯახის, მეუღლის, მშობლების, მცირეწლოვანი შვილების მიმართ, რაც ძალიან ცუდია. არავითარ შემთხვევაში, პოლიტიკაში მსგავსი მიდგომა და დამოკიდებულება არ უნდა დავუშვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, პოლიტიკური ოპონენტები, თბილისის განვითარებაზე საუბრის ნაცვლად, მისი შეურაცხყოფითა და სიძულვილით იყვნენ დაკავებული.

„ასე გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ, ყველამ, ვინც ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ვართ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივცეთ რევანშს, ბოროტებას, სიძულვილს, ცილისწამებას დაბრუნების შესაძლებლობა. ყველაფერი იკადრეს, რაც კი ცუდი შეიძლება ადამიანმა გაიფიქროს. დაუპირისპირდნენ ყველაფერს, რაც კი ძვირფასი გაგვაჩნია. ამას არ დავუშვებთ. ჩვენ საკუთარ სახელმწიფოსაც დავიცავთ, საზოგადოებასაც, ეკლესიასაც, კულტურასაც, ტრადიციებსაც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას.

“ისმის კითხვა, თუ რატომ უნდა ავირჩიოთ კახა კალაძე?! გულწრფელად ვიტყვი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, რაც თბილისში გაკეთდა, ამდენი კარგი პროექტი და საქმე ამ ქალაქისთვის არასდროს გაკეთებულა. ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. ჩემს უკან დგას 30 000-მდე თანამშრომელი, რომლებიც ყოველდღიურად ემსახურებიან ქალაქს იმისთვის, რომ რაღაც მოაწესრიგონ, გამოასწორონ, რეფორმები განახორციელონ. ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს. იმიტომ უნდა აირჩიონ კახა კალაძე, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, პროექტები ამ ქალაქთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, სამომავლო პროექტებს შორის არის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელთა რიცხვი დედაქალაქში 10 000-მდეა.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა არის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი ამ ქალაქისთვის. ორი თვის განმავლობაში ვსაუბრობდით ამ პრობლემაზე, თუმცა, ყურადღება არავის მიუქცევია, სანამ ბათუმში ტრაგედია არ დატრიალდა. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ გადაწყვეტილებები პოლიტიკური ნიშნით არასდროს მიმიღია, არავის დავხმარებივარ ამ ნიშნით - ეს ხომ სამარცხვინოა. რაც არ უნდა იყოს, რაც არ უნდა შეურაცხყოფა მომაყენონ და სიძულვილის ენით მელაპარაკონ, მათი მერიც ვიქნები და ჩემს გასაკეთებელს გავაკეთებ, იმიტომ, რომ ისინიც ამ ქალაქში ცხოვრობენ, ამ ქვეყნის შვილები არიან და იმ ყველაფრით, რაც კეთდება, რა თქმა უნდა, ისინიც ისარგებლებენ, მათი შვილებიც და შვილიშვილებიც“, - აღნიშნა კახა კალაძემ.


[R]
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 31 მარტს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენს.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 31 მარტს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენს.
13:27 / 28.03.2023
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა
მინისტრი ანალენა ბერბოკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მათ
საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები
განიხილეს.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მათ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
15:51 / 24.03.2023
დატოვოს დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის
პოსტი - ამ მოთხოვნით manifest.ge-ზე პეტიცია გამოქვეყნდა.
დატოვოს დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი - ამ მოთხოვნით manifest.ge-ზე პეტიცია გამოქვეყნდა.
17:37 / 16.03.2023
“REUTERS”-ის ინფორმაციით, მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრის ვიქტორ
პარლიკოვის განცხადებით, მოლდოვას რუსული გაზი აღარ სჭირდება და
Gazprom-სგან ბუნებრივ აირს აღარ იღებს.

“REUTERS”-ის ინფორმაციით, მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრის ვიქტორ პარლიკოვის განცხადებით, მოლდოვას რუსული გაზი აღარ სჭირდება და Gazprom-სგან ბუნებრივ აირს აღარ იღებს.

13:13 / 16.03.2023
სამართალი
მარტის თვეში საქართველოს მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოვლინდა; მათგან ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთშია დაფიქსირებული.
16:43 / 12-04-2023
კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში 25 წლის მამაკაცი 13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
12:36 / 03-04-2023
დღეს დილით ბარჯისხევთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მამა-შვილი გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში არიან გადაყვანილი. როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორი, გელა ორველაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, 7 წლის ბიჭის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
10:26 / 20-03-2023
ეკონომიკა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპი „ლაგოდეხის სერვის ცენტრს“, ოთხი ახალი ავტომობილი გადასცა, რომლის საერთო ღირებულებამაც 575 556 ლარი შეადგინა.
11:21 / 29-03-2023
ქალაქ გურჯაანში უკვე რამდენიმე თვეა პაპას ბაღისა და ბებოს ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც პროექტ "განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხორციელდება. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, სხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად, ორივე ტერიტორიაზე დაგეგმილია სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი.
16:06 / 28-03-2023
სხვა ამბები
ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი აიღეს.
15:40 / 10-05-2023
ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ რიგით 21-ე სასკოლო სერიის მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდმა.
16:09 / 27-04-2023
ქალაქ გორში 22-23 აპრილს ჩატარებულ ძიუდოს საქართველოს ჩემპიონატში, კახელმა სპორტსმენებმა ღირსეულ წარმატებას მიაღწიეს.
13:18 / 25-04-2023
20 აპრილს ჩატარდა რიგით 21-ე სასკოლო სერია ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო გურჯაანის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო სკოლის გუნდმა.
16:17 / 21-04-2023
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის. სიახლე გულისხმობს, რომ 2023-2024 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ნოემბრამდე შეუსრულდებათ.
13:10 / 19-04-2023
ლატვიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გურჯაანის კიკბოქსინგის კლუბ "მგლების" სპორტსმენებმა ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი აიღეს.
15:40 / 10-05-2023
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 18 / 28 °C
img
საგარეჯო 18 / 27 °C
img
დ.წყარო 18 / 28 °C
img
სიღნაღი 19 / 29 °C
img
ლაგოდეხი 18 / 25 °C
img
ყვარელი 18 / 28 °C
img
თელავი 19 / 28 °C
img
ახმეტა 17 / 28 °C
img
კალენდარი

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.