გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს
თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს
ყვარლის რაიონის სოფელ შაქრიანის მიმდებარე ტერიტორიაზე და ახმეტის
მუნიციპალიტეტში სამართალდამრღვევები ელექტროშოკური აპარატით
თევზაობდნენ . მათ მოპოვებული ჰქონდათ 5 კგ ხრამულის, 0,7 კგ მურწის
და 9,5 კგ სხვადასხვა სახეობის თევზი.
ჩამორთმეული და დალუქული იქნა უკანონოდ მოპოვებული თევზი და
სამართალდარღვევის იარაღები.
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნება შესაბამის რაიონულ
სასამართლოში.
მასალის გამოყენების პირობები