გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს
თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 5 ფაქტი გამოავლინეს.
ახმეტის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მდინარე ალაზანზე
სამართალდამრღვევები ე.წ. ელექტროშოკური აპარატით, სახლართი ბადით და
მოსასმელი ბადით თევზაობდნენ.
(ბადის სიგრძე და თვლის ზომა არ შეესაბამებოდა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის
წესებს).
ასევე უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე, სადაც სამართალდამრღვევები გასაბერი ნავის საშუალებით
ე.წ. სახლართი ბადით თევზაობდნენ.
მოქალაქეებს ჩამოერთვათ სამართალდარღვევის ჩადენის
იარაღები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.
მასალები გადაეგზავნება შესაბამის რაიონულ სასამართლოს.
მასალის გამოყენების პირობები