საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,
საბავშვო ბაგა-ბაღის კუთვნილი, დიდი ოდენობით საკვები პროდუქტების
მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა თბილისის
N131 ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი - მარინე ღუდუმიძე.
"ა(ა)იპ ქ.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ
საგამოძიებო სამსახურში გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის ოქტომბრის თვიდან 2015
წლის ივლისამდე პერიოდში, თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის
სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი - მარინე ღუდუმიძე, მისი
ზედამხედველობის ქვეშ არსებული ბაგა-ბაღის საწყობიდან სისტემატურად
ახდენდა აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქციის უკანონო
გატანა-მითვისებას. აღნიშნული გზით ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ
დაეუფლა სახელმწიფოს მიერ ბაგა-ბაღისთვის გამოყოფილი თანხით შეძენილ
48 919 ლარის პროდუქციას."- განმარტავენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე
მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით
მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები