შსს-ს აჭარის ა/რ-ის პოლიციის დეპარტამენტის, ინტერპოლის ეროვნული
ცენტრალური ბიუროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აჭარის ა/რ-ის
და გურიის რეგიონალური კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა, თურქეთის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი,
თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე ბათუმში დააკავეს.
დაკავებულები არიან: 1961 წელს დაბადებული ვაჰდი აბდულ ს. 1973 წელს
დაბადებული ათილლა ა. და 1974 წელს დაბადებული მეჰმეთ ალი ი.
ვაჰდი აბდულ ს.-ს ბრალი ედება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის
86-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანებას გულისხმობს, ათილლა ა. ბრალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის
გამოყენებით მუქარაში, თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 106/2
ა.62 მუხლით, მეჰმეთ ალი ი.-ს კი ბრალი ედება თაღლითობაში, თურქეთის
სისხლის სამართლის კოდექსის 157/1 და158/1 მუხლებით.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის სამივე დაკავებულის მიმართ კანონით
გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები