პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და უკანონო იარაღი ამოიღო
შსს-ს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს
დაბადებული გ. გ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და
საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი, 3 მჭიდი და 90 საბრძოლო ვაზნა, ასევე,
ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინი და მეტამფეტამინი ამოიღეს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე
მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 236-ე
მუხლის მე-2 ნაწილით).
მასალის გამოყენების პირობები