სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის მიცემისა და
ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, მოქალაქე ვალერი ქ-მ, გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმერეთის
სატყეო სამსახურის ხონის სატყეო უბნის ტყის მცველ ამირან. კ-ს
დახმარებითა და შუამავლობით, იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსს მის
სამცველოში არსებული ტყეკაფიდან 25 კუბური მეტრი გამომშრალი ხის
მორების გატანის სანაცვლოდ შესთავაზა და ქრთამის სახით
გადასცა 3000 ლარი, რა დროსაც ვალერი ქ. და ამირან კ. ბრალდებულის
სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარებისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე
მიმდინარეობს (საქართველოს 25-338 მუხლის 1-ლი ნაწილით და 339-ე
მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით
ითვალისწინებს).
მასალის გამოყენების პირობები