ტაჯიკეთის მოქალაქეს საქართველოში 141 კილოგრამი ჰეროინი გადმოჰქონდა
აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა საქართველოში მიმავალ სატვირთო მანქანაში
დიდი რაოდენობით ჰეორინი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას
აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით
ავრცელებს.
სატვირთო მანქანა აზერბაიჯანში ირანიდან შევიდა. სატრანსპორტო
საშუალება ტაჯიკეთის 31 წლის მოქალაქეს ეკუთვნის. მანქანის შემოწმების
დროს მებაჟეებმა სამალავში 141 კილოგრამი ჰეროინი აღმოაჩინეს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს, დაკავებულია მძღოლი.
ბრალდებულის თქმით, ის აზერბაიჯანის გავლით საქართველოში გეგმავდა
ჩასვლას.
მასალის გამოყენების პირობები