8 - 14 აგვისტოს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის
დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო სამართალდარღვევის 251 ფაქტი
გამოვლინდა.
კერძოდ, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის
დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 4,423 გადამხდელი, რის
შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები:
საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 17 ფაქტი;
ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 38
შემთხვევა; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას
საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 196 ფაქტი.
მასალის გამოყენების პირობები